მდინარეში ასახული ცხოვრება
ეს მდინარე მიდის, მიდის და მე მუდამ მას მივყვები... ხშირად ვხვდებით, ძლიერ მიქრის და საქმე არს ეს სიტყვები. ზოგი მდინარე არს გრძელი, ზოგი მოკლე მრავლის მთქმელი, ყველა არის დარდის მქმნელი, სიხარულს კი მე სულ ველი... ამ მდინარეში გრნობების, შენ უნდა თქვა შენი სიტყვა, თუ არავინ არ მოგელის, შეახსენე თავი - ითქვა! მდინარეში არ დამალო, არ დამალო არაფერი! თორემ ზემოთ იტივტივებს,გამოჩნდება სხვა, სხვა ფერი! უარესად შერცხვებით და უარესად დაგცინებენ! მდინარეში უწყვეტ ყოფნას აღარასდროს არ ინებებ... ეს მდინარე უსამართლოდ, ხშირად გვესვრის მძვინვარ ზვირთებს. ჩვენ ხშირად ვართ უსასახლოდ, მაგრამ ზვირთი გვგვრის ტკივილებს... ჭრილობები ჩვენ გვეხსნება და ძლიერ მწარედ გვედება, ყველა ფიქრის ყველა წამი არის ჩვენი გულის ნამი... ეს მდინარე ამ ჭრილობებს უფრო, უფრო ძლიერ გვტკენს, სიძულვილს, სიმწრის ყრილობებს უფრო მეტ სიმწარეს ჰფენს! ეს მდინარე მიდის, მიდის, უკან არასდროს ბრუნდება, ყველა ჭირის, ყველა ლხინის გზები აწმყოში უქმდება! მე სიმღერას რა მამღერებს, როცა ყველა ტალღა მახრჩობს... მდინარე ტალახს გვაღერებს, მე კი შავი ღვინო მათრობს... ყველა მდინარე ძლიერ ყარს, რადგან ცოდვებით ვართ სავსე! ყველა, ყველა ქვას ძლიერ მყარს, გასტეხს მცირე კენჭი წამსვე! მდინარეო, მდინარე, სად მიდიხარ მდინარე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.