შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათო გვარამია - ნაცნობი კაცის წერილები (ნაწილი I)


7-01-2019, 22:54
ნანახია 1 014

ვწერ ამ რაღაცას რომელიც მარტომ შენს ოთახში სარკის წინ დამჯდარმა და შესვენებებით უნდა წაიკითხო, წაიკითხო და დაწვა მაგრამ, არ დაგავიწყდეს გონებიდან და გულიდან, მეხსიერების ბარათის გასუფთავება.
არვიცი როგორ დავიწყო წერა, არვიცი რადგან არმინდა რაიმე ისეთი წამომცდეს რომელიც კითხვის დროს შენს არაამქვეყნიურ ღიმილს შეცვლის და ისევ არაამქვეყნიურ წარბებს ზემოთ აგაწევინებს, მინდა დავწერო ის რასაც ვერასდროს გეტყვი, ვერასდროს გეტყვი რადგან სუსტი გული მაქვს და ვერ გავუძლე შენს რექციას ამ ყველაფერზე.
ახლა ვუფიქრდები და ვცდილობ გავიხსენო წინა წლის ყველა ის მომენტი, სადაც შენ ხარ, ვიხსენებ და ახლა ვხვდები რომ, ყველა ის ვარსკვლავი რომელიც, ჩემ ჭერქვეშ ვარდებოდა შენ იყავი, როდესაც ძლიერ შემცივდებოდა, მხოლოდ შენ შეგეძლო თვალწინ გამომცხადებოდი და გაგეთბე, ყველა ცისარტყელა და ყველა წვიმის წვეთი იყავი, ყველა ფოთოლი და თოვლის ფიფქი შენ იყავი და ერთ დღესაც არც მზე არ ამოვიდა, ფოთლებიც გაქრნენ, წვეთებიც არსად ჩანდნენ, აღარც მოთოვა და ცაც დაიხურა, სად წადი? ასე მარტივად შეიძლება გაქრე (სამყარო) ? ასე მარტივად შეგიძლია დატოვო ყველაფრი და წახვიდე? მაგრამ,გახსოვდეს ვერასდროს ვერ დავივიწყებ როგორი ფერის იყო ცა, როგორ ცვიოდა ფოთლები ძირს, როგორ ცვიოდა ვარსკვლავები ფოთლების მზგავსად და როგორ ამოდიოდ მზე ყოველდილით და ანათებდა არემარეს, ვერ დავივიწყებ რადგან შენ აქახარ, ვერდავივიწყებ რადგან ამ სიბნელეშიც შენ ხარ და ეს სიბნელეც შენ ხარ ახლა, როგორც წინაზე ნათელი იყავი, მე მაინც დავხატავ ცისფერ ცას, ოქროს ფერ მზეს და მრავალფერად სულს, მე მაინც დავწერ რომ შენ არსებოდი და სიკდილი უკვე ჩემს გარეშე არ გიწერია.
ბედნიერება იმდენად მოკლე და საოცარია,როცა ბედნიერები ვართ ვერ ვხვდებით რომ ის ოდესღაც შეწყვეტს ჩვენში არსებობას და სხვასთან გაფრინდება, ჩვენში კი დაიბუდრებს მარადიული სიცარიელე და ტკივილით გამაგრებოლ ოთახის კედლებზე მოგვიწევს ზურგით მიყრდნობა და ყურება კარებისთვის, რადგან, ყოველთვის არსებობ იმედი იმის რომ ვინმე ამ კარებს შემოაღებს და კედლებს დაანგრევს, მაგრამ, შენ ხვდები არა ვინმე არამედ ზუსტად მან უნდა შემოაღოს კარები ვინც არასოდეს არიზავს ამას,რადგან, დაიღალა შენი ერთფეროვნებით და ტკივილებით, სისულელეებით.
ახლა ვზივარ და გიხსენებ, გიხსენებ და ღიმილი მართმევს თავს, მეღიმებდა და ვქვავდები, რამდენად მაგარი და ამასთანავე რამდენად ცუდია წარსული, ვზივარ და ვფიქრობ თუ რატო ვუშვებთ შეცდომებს, ვფიქრობ როგორ მოვიდე შენამდე და მოგიტანო მინდვრის ყვავილები რომლებიც გზაში შემომაჭკნა და მათი სიკვდილი მანერვიულებდა, ყავვილების მსგავსად კვდებიან გრძნობებიც, ყვავილებს წყალი სურთ საარსებოთ, გრძნობებს კი სითბო და არამარტო სითბო, განა რა არის ცუდი იმაში როცა გიყვარს? ოჰ ღმერთო ჩემო ეს წყეული სიმახინჯე როგორც სულის ასევე სხეულის - ეს ღმერთს შეეშალა. მე მეყვარები სამარადისოდ ისეთი როგორიც იქნები ცხოვრების ბოლომდე, შენ კი ეცადე მე დამივიწყო როგორც ასანთის დამწვარი ღერი.

“ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება,
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!”
„გალაკტიონ ტაბიძე“
ასე გამუდმებით მხოლოდ შენზე შემიძლია წერა, ყველა კალმის მოსმა, იქნება მცდელობა შენთან მოსვლისა და შესაძლებლობა მაგ უკიდეგანო თვალებში კიდევ ერთხელ ჩახედვისა, თავად შენხარ უსაზღვროება და ისეთივე უსაზღვროა შენი თვალები როგორც სანაპიროდან დანახული ზღვა, ჰორიზონტი ხარ რომლის იქეთ რაც არ უნდა ეცადო ვერაფერს ვერ დაინახავ, ახლა ვწერ და მახსენდება შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილები“, რაღაცმხრივ თავი სულელად და ფსიქოპატად მიმაჩნია და თან ვფიქრობ რომ უბრალოდ არ შემიძლია ეს ყველაფერი უბრალოდ ამ პატარა გულში დავტოვო, არშემიძლია რომ არ გადმოვყარო აქედან ყველაფერი და ფურცლებზე არ დავყარო, ყველა ქუჩის მოსახვევი სადაც გზა მანამდე არ ჩანს სანამ არ შეუხვევ, არის იმედი იმისა რომ სადღაც იქნები, აი ამ მოსახვევიდან გამოხვალ ახლა და შემხვდები, ამ ბოლოდროს წიგნების კითხვაც დავიწყე და ყველა წიგნი იმედია იმისა რომ შენს თავს გამახსენებენ, გამახსენებენ და ბედნიერებას მომანიჭებენ რამოდენიმე წუთით, შეიძლება სისულელეა ეს ყველაფერი მაგრამ სინამდვილეში შენ ესეთი ხარ, შენ ისეთი ხარ რომ აუცილებლად ყველგან და ყველაფერში უნდა იყო და თუ ვინმეს მოუნდა შენი ნახვა შეუძლია თითოეულ საგანში გიპოვოს, თითოეულ წიგნის სათაურში გიპოვოს,წვიმაში გიპოვოს,ქუჩაში გიპოვოს, ბიბლიოთეკაში გიპოვოს ან რომელიღაცა კლასიკურ და გემოვნებიან კაფეშეიც შეუძლია წაგაწყდეს.
მხოლოდ ერთი რამ მამშვიდებს და ღმერთან დაკავშირებულ რწმენაზე დიდია, ის რწმენა ჩემში რომ შენ არასდროს არ შეიცვლები იქნები ისეთი როგორიც ხარი, მაგრამ ამასთანავე დღითიდღე ვხვდები რომ, მხოლოდ ჩემს მიმართ დამოკიდებულება გეცვლება, ხდები ისეთი, როგორიც არასდროს არ ყოფილხარ, ალბათ ხვდები რომ არარაობა ვარ, ისეთი პიროვნებავარ რომელიც არავისთვის აღარ არის უკვე გამოსადეგარი, ვადაგასული ადამიანი ვარ, ყველა ადამიანს აქვს ვარგისიანობის იარლიყი არტყმული და მე ძალიან ადრე გამივიდა ვადა, უბრალოდ მე არ მინდა მივხვდე ალბათ ამ ყველაფერს და ასე ყველასათვის გასაგები არმინდა გავხადო ეს ყველაფერი.
უბრალოდ მეცინება, მე რომ გავბედე შენი შეყვარება, მეცინება ამ ყველაფერზე რადგან შენ ხომ მზისსადარი ხარ, შენ ხომ მთვარე ხარ რომელმაც ჩემს ვითომდა უმანკო სულზე ყველაფერი იცი, შენ ინახავ ჩემს ყველა საიდუმლოს, ალბათ მხოლოდ შენ იცი ანდაც ამ წერილის წახითხვის შემდეგ გეცოდინება, რომ შუაღამისას მარტო დავხეტიალობ უშენო ქუჩებში და ჩემეული შენობით ვავსებ, თითქოს შენ დამყავხარ ყველგან და თითო თოთოდ გტოვებ ყველა ქუჩაზე, რადგან როცა გამოვივლი იქ დამხვდე და თავი გამახსენო, თითქოს ევრი ხარ და ამ სიბევრის გაერთიანებას ვცილობ ჩემს თავში, ვცდილობ გაგამთლიანო და ერთსულად გაქციო ჩემში მაგრამ არც ისე კარგად გამომდის ეს ყველაფერი, რადგან, შენ მზე ხარ და მთვარე.
ახლავ ვწერ და ვფიქრობ რომ ადამიანმა (და არა მე) რაც არუნდა სიტყვებით შეფუთოს ნებისმიერი ურთიერთობა ამ სიტყვებს არანაირი ფასი არ ექნება რადგან, ეს ხომ მხოლოდ სიტყვებია, თუ რეალურად გიყვარს შენ უნდა შეგეძლოს მისთვის მსხვერპლის გაღება, შენ უნდა შეგეძლოს შენი სიცოცხლის ჩუქება და ეს იქნება ყველაზე დიდი საჩუქარი და ყველანაირი გრძნობისა და ყველანაირი ურთიერთობის ახსნისა და დასაწყისის იმდენად მყარი არგუმენტი რომ არაფერს არ შეეძლება მისი განადგურება და გაქრობა, შენ უნდა შეგეძლოს ადამიანისთვის იმის მიცემა რასაც სიტყვებით და გადატანითი მნიშვნელობებით ვერასდროს ვერ დაანახებ, უბრალოდ შენ უნდა შეგეძლოს ეს და მაგ შემთხვევაში იქნები იმის ღირსი რასაც ითხოვე, მე ჩვეულებრივი ნაგავი ვარ იმ მრავალ ნაგავს შორის რომელიც შენმა ღიმილმა და შენმა საოცარმა სულმა მოხიბლა, იმათგან არაფრით განვსხვავდები ვინც ერთხელ მაინც მოასწრო ჩაეხედა შენს უკიდეგანო თვალებში, დაენახა რეალური ზღვა და იმათაც მონდმებოდათ ამ ზღვაში შეცურვა ვისაც ცურვა არ შეუძლია და წყლის ეშინია, შენსთ თვალებში არასდროს არ წარმომიდგენია შავი ზღვა,კასპიის ზღვა,ხმელთაშუაზღვა ან ნებისმიერი სხვა რადგან, შენს თვალებში დანახული ზღვა ყველასგან განსხვავებული ჩანდა, ისეთი იყო, რომლის ტალღებიც არასდროს არ შეგაშინებდა და თავისუფლად და მარტივად ჩაყვინთავდი მათსი მაგრამ, შენ არ იცოდი რომ ისინი არასოდეს აღარ დაგაბრუნებდნენ ხმელეთზე დაგტოვებდნენ იმ მრავალფეროვან და მიუვალ ადგილას სადაც იყავი, შემდეგ უნდა დაგეწყო მისი ქება და დიდება უნდა გევლო და გეარა მისთვის უნდა გაგეგო მათი ტკივილის მიზეზი და გაგენკურა ყოველ ცრემლის წამოსვლაზე ხელში ტილოთი უნდა გეპრიალა მათი სანაპიროები და უნდა გეცადა არასდროს დახუჭულიყვნენ, ზუსტად ამ მორევში შევცურე მეც და დღესაც იქავარ ,დღესაც იქავარ მაგრამ უშენოდ, რადგან, ამჯერად (შენობა) ყველაფერს მირთულებს და ვგონებ რომ შენ გეეჭვება რომ მე ლეგალურად მოვხვდი შენს თვალებში, ალბათ რომელიღაცა ტერორისტი გონივარ რომელიც მაგ თვალებთან ერთად ფიქრობს თავის აფეთქბას და სულ ალაჰაქბარების ძახილით სურს თან წაგიყვანოს მის ჯენეთში მაგრამ არა, მე ერთი ხელებდაკოჟრილი და თვალებ ჩამომჭკნარი ბავშვი ვარ რომელმაც შენი უმანკო სულის გარდა ვერსად ვერ პოვა თავშესაფარი,უბრალოდ მეცინება როცა ვიხსენებ და ვფიქრობ იმ ყველაფერზე რაც ამ წუთას ჩემს გონებაში ხდება, ეს ხომ სრული აბსურდია, ეს ხომ ვერასდროს ვერ წარმომედგინა, მაგრამ, რას ვიამ ზოგჯერ ესეც ხდება და ეს ყველაფერი ჩემი უკეთური ბედის ბრალია, ახლა მახსენდება ზუსტად არვიცი ვის, მაგრამ, ვიღაცას ეწერა, რომ ადამიანი როცა ბაღში შედის, ის ყველაზე ლამაზ ყვავილს არჩევს და მას წყვეტს, მეც ასე შემოვედი ამ სამყაროს ბაღში და შენ მოგწყვიტე მაგრამ ჩემში მოგწყვიტე და არა სხვაგან, მაგრამ , ამ დროს არა ჩემში არამედ შენში შეწყდა ჩემი არსებობის ყველა წყარო, ო როგორ მენატრება შენი თითოეული შენს მიერ წარმოთქმული ბგერა და სიტყვა, ის ხომ ყველაზე ტკბილი და თბილი სიტყვები იყო რაც კი შეეძლო ადამიანს ჩემთვის ეთქვა, მაგრამ წავიდნენ და გაქრენ, გაქრენ როგორც დატოვებული სიგარეტი ჩემს საფერფლეზე, როგორც ჩამწვარი ასანთის ღერი, როგორც მე.
ეს ყველაფერი სიგიჟეა, ისეთი სიგიჟეა რომ არც მე და არც შენ არ დაგავიწყდება შენი სიცოცხლის განმავლობაში, ალბათ კარგი სიგიჟეა ან ცუდი და ასევე ალბათ შეამჩნევ კითხვის დროს ცვლილებებს და რაღაც ხარვეზებს ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ არის, ეს გენიოსების ბრალია : ბახის შოპენის და ვივალდის ბრალია სუყველაფერი, მათ გადამიყვანეს ჭკუიდან, ისინი ცდილობენ ყოველ საღამოს ჩემი სიგიჟის დაფარვას მათი სიგიჟით, რაც ძალიან კარგად გამოსდით და ბადალი არჰყავთ ამ საქმეში.
ახლა მხოლოდ ერთადერთი მიზანი დამრჩა შენთან მოვიდე და ყველაფერი ხუთიანზე ჩაგირაკრაკო და ალბათ ეს ყველაფერი უკვე მოხდა ახლა როცა ამას ვწერ ჯერ არ შეგხვედრივარ და როცა გადმოგცემ ამ წერილს აუცილებლად გვეცოდინება ჩემი განაჩენი, ახლა კი როცა ამ შეხვედრაზე ვფიქრობ ვხვდები რომ ამ დროს მე ყველაზე ბედნიერად და სიხარულით ახსავსე უნდა ვიყო მანამ სანამ შენ დამემშვიდობები და წახვალი იქ სადაც მე ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ მოვალ, ეს იქნება მე და შენი ბოლო შეხვედრა, ეს იქნება ბოლო გამონათება შენი თვალების ჩემს თვალწინ,როცა მაგ შეხვედრაზე ვფიქრობ ხელები მიოფლიანდება და სულში მაციებს, რაღაცების იმედი დღემდე შემომჩენია რომლებაც ვერანაირად ვერ ვაქრობ,რაღაც მოლოდინები გამაჩნია იმის რომ შენ დაფიქრდები მაგრამ ყველაზე მეტად მინდა რომ მოლოდინი არ მქონდეს ამ ყველაფრის, რადგან მოლოდინი ყველაზე ცუდი რამ არის ამ ქვეყანაზე, რადგან როცა ადამიანიდან რაღაცას ელი და ის მოლოდინს გიცრუებს შენ თავს დამარცხებულად თვლი მაგარმ არა ჩემს შემთხვევაში, როცა შენ ჩემგან სულ სხვა რაიმეს მოელოდი და სულ სხვა რამ მიიღე „ბოდიში მისს“, შენ ყველაზე მეტი გარდაქმნა მოახერხე ჩემში დღემდე უღმერთო გგონივარ მაგრამ შენმა თავმა მაპოვნინა ღმერთი მაგრამ ამ ყველაფრის აღიარების მრცხვენია, არვიცი როგორ უნდა ავუხსნა ადამიანებს ეს ყველაფერი და განსაკუთრებით იმ ხალხს რომლებიც ჩემთან და შენთან ახლოს არიან, ისინ არიან ძალიან კარგები და ამასთანავე ძალიან საშიშები ამ ყველაფრისთვის მაგრამ, მათ არშეუძლიათ წამში დაშალონ და გააქრონ ეს ყველაფერი რაც მე ერთი წლის განმავლობაში ვაშენე ჩემს საკუთარ მეში, რასაც მე ერთი წელი შევალიე და ამ ყველაფერმა გადამადებინეა ყველანაირი საქმე, უკვე მეორე ხარისხოვანი ხდებოდა ჩემთვის გარდა შენთან დაკავშირებული ყველა საქმისა, არმინდა სისულელედ ჩამითვალო ეს ყველაფერი მაგრამ რთულია ჩემს გვერდით მყოფმა ადამიანებმა ჩემთან ერთად იგრძნონ თავი ადამიანებად,რთულია ჩემს გვერდით იყვნენ და ამ ყველაფერს შეეგუონ, რთულია ჩემს გვერდით იყვნენ და შენ გესაუბრებოდნენ, ახლა ის დროა როცა შენი მონატრების და შენი სრულყოფილების აღქმის ცრემლები მადგება და ვსვამ წერტილს.
ახლა ვიხსენებ ჩვენს ერთერთ სურვილს რომელიც ვალსის ცეკვა და ერთად სახლის დალაგება იყო და ესეც იმ კატეგორიებს მიეკუთნება რომელსაც აუხდენელი ოცნებები აწერია, ალბათ ძალიან ბანალური, მარტივი და უბრალო ოცნებები გამაჩნია მაგრამ მაინც არ ხდებიან, მაინც თავზე მახტებიან და მიქრიან იქ სადაც მე ვერასდროს ვერ მივაღწევ, სადაც შენ ხარ და შენთან ერთად კვდებიან ჩემი ოცნებებიც ჩემში დროთაგანმავლობაში, მაგრამ არაუშავს და გასხოვდეს რომ არაფერი არ იქნება კარგად ჩემთან და შენც მშვიდად მეყოლე ჩემო მზეთუნახავო, ჩემო მზევ და მთვარევ, ჩემო ჩამოუვარდნელო ვარსკვლავებო და ღრუბელზე დარჩენილო წვიმის წვეთო, მე უბრალო სულელი ვარ და ამით არაფერი შეიცვლება, ვერაფერსაც ვერ შეცვლი ვერც შენ და ვერც მე და ვერც კიდევ შენ (ღმერთო).




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent