გადაიკითხე ეს 35 ფრაზა კვირაში მინიმუმ ერთხელ!
1.ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც მშვენიერია. 2.თუ ყოყმანობ, გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი წინ. 3. ცხოვრება ზედმეტად მოკლეა იმისათვის, რომ სიძულვილზე დახარჯო. 4.სამუშაო შენზე ვერ იზრუნებს, როცა ცუდად ხარ. ამას შენი მეგობრები და მშობლები გააკეთებენ. გაუფრთხილდი ურთიერთობებს. 5. ყოველთვე გაისტუმრე ვალები. 6. აუცილებელი არ არის, ყველა კამათში მოიგო. ხანდახან დანებდი. 7 იტირე ვინმესთან ერთად. ეს იმაზე უკეთესად შველის, ვიდრე მარტო ტირილი. 8.გადადე სიბერისთვის ფული პირველივე ხელფასიდან. 9.როცა საქმე შოკოლადამდე მიდის, წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა. 10.შეეგუე შენს წარსულს, იმისათვის, რომ არ გაიფუჭო აწმყო. 11 შეგიძლია მისცე თავს უფლება, იტირო შვილების თანდასწრებით. 12 ნუ შეადარებ შენს ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა ხდება მათთან სინამდვილეში. 13. თუ ურთიერთობა დაფარული უნდა იყოს, არ ღირს მასში მონაწილეობის მიღება. 14.ყველაფერი შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს, მაგრამ ნუ იდარდებ: ღმერთი თვალს არასოდეს ხუჭავს. 15 ღრმად ისუნთქე. ეს აზრებს წმენდს და ნერვებს ამშვიდებს. 16.მოიშორე თავიდან ყველაფერი, რასაც ვერ უწოდებ სასარგებლოს, ლამაზს ან თავშესაქცევს. 17.ის, რაც არ გკლავს, გაძლიერებს. 18.არასოდეს არის გვიან, გქონდეს ბედნიერი ბავშვობა. თუმცა მეორე ბავშვობა მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. 19.აანთე სანთლები, იქონიე ლამაზი თეთრეული და საცვლები. არაფერი შეინახო განსაკუთრებული შემთხვევისთვის. ეს განსაკუთრებული შემთხვევა სწორედ დღეს არის. 20.იყავი ექსცენტრიკული ახლა. ნუ დაელოდები სიბერეს იმისათვის, რომ ჩაიცვა მკვეთრი წითელი სამოსი. 21ყველაზე მთავარი ორგანო სექსში – ტვინია. 22.არავის, შენ გარდა, არ აქვს პასუხისმგებლობა შენს ბედნიერებაზე. 23.ყველაზე კატასტროფულ სიტუაციაშიც კი დაუსვი საკუთარ თავს შეკითხვა: "იქნება თუ არა ეს მნიშვნელოვანი 5 წლის შემდეგ?" 24აპატიე ყველას ყველაფერი. 25.არასოდეს აიტკიო თავი იმით, რას ფიქრობენ სხვები შენზე. 26.დრო თითქმის ყველაფრის მკურნალია. მიეცი დრო დროს. 27.გჯეროდეს საოცრებების. 28.დაბერდე – ბევრად მომგებიანი ალტერნატივაა, ვიდრე მოკვდე ახალგაზრდა. 29.ყველაფერი, რასაც საბოლოოდ აზრი აქვს – ის არის, რომ განიცადე სიყვარული. 30 გადი სასეირნოდ ყოველდღე. საოცრებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება. 31.შური – ეს ფუჭად დაკარგული დროა. შენ უკვე ყველაფერი გაქვს, რაც გჭირდება. 32.თუმცა, საუკეთესო ჯერ კიდევ წინ გაქვს. 33.არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გრძნობ თავს, ადექი, ჩაიცვი და გადი გასართობად. 34.დაუთმე. 35.მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება არ არის ბაფთით შეფუთული, ის მაინც საჩუქარია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.