შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენი ფიქრი მჭირდება


10-03-2019, 07:15
ავტორი Painter
ნანახია 3 202

მჭირდება გავერკვე იმ გრძნობაში რომელზეც ვერ ვფიქრობ, უბრალოდ არ შემიძლია. შეიძლება ეს ყველაფერი მოგონილს გავდეს მაგრამ დამიჯერეთ სინამდვილეა. მოკლედ მოგიყვებით ადამიანზე რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მყავდა “სასტავი” სამი გოგო და ორი ბიჭი ვიყავით, ამათ გარდა სხვა სასტავებში ვიყავი და ახლაც ვარ. ერთი სიტყვით, ჩვენ ხუთნი ბაღიდან ერთად ვიყავით. ბაღში ერთერთი მიყვარდა, ცოტა ისეთი ტიპი იყო, სიმპატიური და ყველას უყვარდა. მეცინება ახლა ამას რომ ვწერ. ბევჯერ მითქვამს ღადაობით ბაღში მიყვარდითქო, ანუ როცა იჩითებოდა მსგავსი მომენტები. ბაღის შემდეგ პირველი კლასიდან ერთად ვიყავით, რომ გავიზარდეთ, დაახლოვებით მეშვიდე კლასში კიდევ ორი გოგო შემოგვემატა. ხშირად დავდიოდით ერთმანეთთან, ვსვავდით, ვცეკვავდით და ვგიჟობდით. ზოგადად კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, ყველას თავის ენაზე ველაპარაკები, ბავშვებს თავის ჭკუით და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით მე და ამ ბიჭს (ერთ-ერთ ძმაკაცს) გვქონდა ძალიან მაგარი ურთიერთობა, ნუ მეორესთანაც მსგავსი, სულ ერთმანეთზე ვიყავით ჩამოკონწიალებულები ჩემ დაქალებისგან განსხვავებით. ალბათ ესეც ჩემი ხასიათის ბრალია (ბიჭებს ადვილად ვუბრატდები). მყავს დიდი ძმა, მაგის წყალობით და ჩემი კომუნიკაბელურობით სკოლაში ყველა მიცნობს, ყველამ იცოდა რომ ჩემი ძმის და ვიყავი, ხშირად მყავდნენ სახლში ძმის ძმაკაცები, (დღემდე ვიცი ვის რამდენი კოვზი შაქარი უყვარს ყავაში) ამიტომ ვერავინ ბედავდა (ასე რომ ვთქვათ) ჩემს შეყვარებას. მერვე კლასს ვამთავრებდით როცა ჩემმა ერთერთმა იდიოტმა კლასელმა, რომელიც დღემდე დეგრადირებულია, მითხრა რომ ამას უყვარხარო (ანუ ჩემს ძმაკაცს). მეთქი ვაიმეეე… მე ვერ ვხვდებოდი რადგან სხვა მომწონდა (პარალელური კლასელი) და ჩემს ძმაკაცთან ისევ ისეთი ურთიერთობა გავაგრძელე. ცოტახანში მე და ჩემ პარალელურ კლასელს შეყვარებულის სტატუსი დაგვერქვა(ოთხი თვე ვწელავდი ჩემი ძმისთვის თქმას, ბოლოს ტელეფონზე მივწერე შეყვარებული მყავსთქო და სახლში რომ მოვალ მერე ვილაპარაკოთო, მაგრად ჩამომცხა. არაფერი უთქვია იმის გარდა რომ ხელგადახვეული სიარული და კოცნაპროშვნები არ გავიგოო) . მე და ჩემი ძმაკაცი ჩვეულებრი ვიყავით, როცა ვინმესთან მივდიოდით ფილმის საყურებლად, ერთმანეთზე ვიყავი აკრულები, ვეხუტებოდი ლოყაზე ვკოცნიდი, ანალოგიურად მეორე ძმაკაცთანაც. კაროჩე ერთი წლის შემდეგ, ამ ჩემ შეყვარებულს დავშორდი, მივხვდი რომ არ მიყვარდა, იმასაც ვატყუებდი და მეც ვიტანჯებოდი, ასე რომ ეგრევე ვაჯახე გშორდებითქო. ღმერთო ძალიან შემეცოდა, ასეთ რაღაცას მეორედ აღარ გავიმეორებ. მეცხრე კლაში შეყვარებულობის პერიოდშიც და დაშორების შემდეგაც ჩემ ძმაკაცთან ვიჯექი ხშირად, დაშორების შემდეგ უფრო მეტ დროს ვატარებდი ჩემზ ძმაკცთან, გაკვეთილზე ათას რამეზე ვლაპარაკობდით, ხელებზე ვეთამაშებოდით ერთმანეთ, ზოგჯერ მკოცნიდა კიდეც თითებზე, მაგრამ ამასაც მეგობრობაში ვატარებდით. ალბათ იმიტომ რომ ხშირად ვამბობდი, არ მომწონს მეგობრობას სიყვარულში რომ აქცევენთქო. ჩემს ძმაკაცს უამრავი გოგო ჰყავდა, ყველფერს მიყვებოდა, მერე ვარჩევდით ყველფერს და მე როგორც ყოველთვის ვეხმარებოდი ურთიერთობის გამოსწორებაში. ერთი თვის შემდეგ სხვა ჰყავდა და ასე შემდეგ. ვაღიარებ მისი ქამელონის ცისფერი თვალები ბევრს ხიბლავდა. ერთ დღესაც ჩემს დაქალს, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობი გამოვუცხადე მგონი მომწონსთქო. “ვიცოდი!”-ო, დამაშტერა. რავქნათქო რომ ვკითხე მითხრა, არ გინდაო, ურთიერთობა აგერევათო (უცხოეთში ვაპირებდი წასვლას). კარგი მეთქი დავუჯერე და გავაგრძელე ისევ ის ურთიერთობა, ჩავმარხე ჩემი გრძნობა და შევარქვი გატაცება. ზაფხულში ხშირად ვიკრიბებოდით და ვნახულობდით ერთმანეთს, ჩემი ძმაკაცების დანახვისას გული უფრო სწრაფად ცემდა ხოლმე. სულ მის გვერდით მინდოდა ყოფნა, მაგრამ არასდროს გვქონია ყოველდღიური მიმოწერა. ყოველთვის ვიღებდით ფოტოებს, სკოლაშიც სახლშიც და ყველგან (ბაღის საერთო ფოტოც გვაქვს). მეათე კლასში დადგა ჩემი წასვლის დრო და გავემგზავრე უცხოეთში. კარგად მახსოვს გამგზავრების წინა დღეს ჩემი დაქალები, ორი სხვადასხვა სასტავი ერთად შევკრიბე ჩემთან სახლში, დავთვერით, ჩემს ბიჭებს მივწერე ამოდითთქო. ამოვიდნენ რათქმაუნდა. ცოტახნის შემდეგ აივანზე გავედი, მარტო იჯდა, გვერძე მივუჯექი და თავი მხარზე ჩამოვადე. აღარ მინდა წასვლათქო ვუთხარი, იმან კიდე არც მე მინდა რომ წახვიდეო. თურმე მამაჩემთან ულაპარაკია, დიდიხნის ლაპარაკის შემდეგ გამიჩითა შენზე ხოარ გიყვართ ერთმანეთიო. არაო უთქვია. მეც მთვრალმა დავიწყე ლაპარაკი იმის რასაც არ ვფიქრობდი. სიცილით ვეუბნებოდი “კაი რაა, მე და შენ ერთად რანაირადთქო, როგორც ძმა ისე მიყვარხართქო” და კიდევ ბევრი მსგავსი რამ. დღესაც მახსოვს როგორ ჩამეხუტა წასვლის წინ. ვაფრთხილებდი ყოველ დღე მომწერე და არ დამივიწყოთქო. მაგრამ რად გინდა, მალევე შეწყდა მისგან მესიჯები, ათაში ერთხელ ვურეკავდი მესენჯერზე და ორი საათი ვლაპრაკობდით. ერთი წლის შემდეგ მოხდა ის რაც ჩემმა დაქალმა იღაღადა ორი წლით ადრე. წინა წელს მითხრა რომ ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდა, ვერ ავღწერ რა ვიგრძენი მაშინ, თან მიხაროდა თან არ ვიცოდი რა მეთქვა. ვუთხარი ვერაფერს გეტყვითქო, რომ ჩამოვალ მერე ვილაპრაკოთთქო. რათქმაუნდა გამიგო. ყოველ დღე მწერდა, ჩემ დაქალსაც ელაპრაკებოდა ჩემზე (როგორც გოგოებმა ვიცით ჩემი დაქალი ყველაფერს მიყვებოდა :დ) ერთხელ ვოისი ჩაიწერა, გულაჩქარებული ვუსმენდი, ჩემი ყურით გავიგე როგორ თქვა ჩემზე რომ ვუყვარდი. მიუხედავად იმისა რომ მთელი წლის მანძილზე მისი უყურადღებობა ძალიან მწყინდა და ამას პირშიც ვეუბნებოდი, მაინც არ მწერდა იმის გამო რომ ჩემს დავიწყებას ცდილობდა, თურმე დიდიხანია ვუყვარვარ და ყველა გოგო იმიტომ ყავდა რომ მე დავევიწყებინე. ამაზე შემდგომი დიალოგის დროს თემა წამოვჭერი და ცოტა გამოვლანძღე. ისიც გავიგე რომ ყველა გოგოში მე მეძებდა. მსგავსი სიტყვების შემდეგ რომ არ გიყვარდეს მაინც შეგიყვარდება ადამიანი :დ ერთ დღეს მაგრად დავცხეთ ამ თემაზე როცა გამოვუცხადე არაფერს ვგრძნობ შენს მიმართთქო. მის მერე შეწყდა ყველა, მესიჯი, გამარჯობა გაგიმარჯოც, მაგრამ დარჩა ფოტოები რომლებიც ‘ფ’ეისბუქზე დღემდე უდევს. დადგა ის დღე როცა საქართველოში დავბრუნდი, მეთორმეტე კლასში ყვირილით შევვარდი, ჩემდა გასაკვირად ყველა კლასში იყო, მთელი კლასი მეხვეოდა, ყველა გადავკოცნე, ბოლოში კი ის იდგა (დამავიწყდა იმის დამატება რომ ჩემი წასვლის შემდეგ ჩვენი სასტავი მალევე დაიშალა) მაგ დროს ნაჩხუბრები ვიყავით ისევ. ფეხები მეკვეთებოდა, ყველა მე მიყურებდა როგორ მივდიოდი მასთან ჩასახუტებლად, ასე მეგონა ყველამ ყველაფერი იცოდა (რათქმაუნდა არ იცოდნენ) ლაითად გადავკოცნე და ჩავეხუტე. საშინელება იყო როცა ხელები არ მომხვია და ისე არ ჩამეხუტა როგორც ადრე აკეთებდა. მის წინ დავჯექი და მასწავლებელს ვუხსნიდი უცხოეთის განათლების შესახებ. მთელი ამ დროის განმავლობაში ზურგი მეწვოდა, ასე მეგონა ცეცხლი მეკიდა და არაფრით ქვრებოდა. ყველა მე მიყურებდა და ჩემს მონაყოლს უსმენდა. მე კი მხოლოდ იმ ერთის მზერა მწვავდა. ენა მებმოდა რადგან ყურადღებას ჩემი ალ აკიდებული ზურგი იბყრობდა. მაქსიმალურად ვცდილობდი არ შემემჩნია. როგორც კი ზარი დაირეკა და ყველა გარეთ გაიხვეტა ამოვისუნთქე, ჩემი ზურგიც გაცივდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემი მეორე ძმაკაცი რომელსაც ნომერ პირველ ძმაკაცთან ურთიერთობის დალაგებაზე ვკითხე, სიტუაცია ავუხსენი და რაღაც რჩევებიც მივიღე, მაინც არ დავუჯერე და ნომერი პირველი ძმაკაცისთვის არაფერი მითქვია, ჩემს კორპუსთან დავიბარე (სკოლაში არ იყო და ვერ ვნახე). რომ დავინახე გავექანე და მთელი ძალით მოვეხვიე, ისევ ის თბილი, მაღალი დაკუნთული და სიმპატიური ბიჭი იყო. ერთი განსხვავებით, უფრო გაზრდილი და ძალიან გამაღლებული იყო (სასუქს გიყრიდნენთქო?). რამდენჯერმე შევხედე და ისევ ჩავეხუტე. ისე მეხუტებოდა როგორც ადრე (რამის გამჭყლიტა). სახლში ავიყვანე ვილაპრაკეთ, გოგოებიც მოვიდნენ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით საქართველოში ყოფნის დღეებმა არაჩვეუებრივად ჩაიარა. ჩემი სიგიჟით ისევ შევკრიბე ხალხი და გავაგიჟე. წამოსვლის დღეს მივწერე ჩემს “ყოფილ” ძმაკაცს “მგონი სალაპარაკო გვაქვს”-თქო. ადგილი და დრო მითხარი გნახავო. საღამოს შეგეხმიანებითქი. და სწორედ მაგ დღეს დავუშვი უდიდესი შეცდომა, სხვა დაქალების ლაპრაკს ავყევი, ჩემს ერთადერთ განუმეორებელ დაქალს არც ვუთხარი და იმათ ლაპარაკს დავუჯერე. !არ ვნახე! ღმერთო ძალიან ვნანობ, ვიცი რატომაც არ ვნახე მაგრამ არ ვაღიარებ რადგან თავი დებილი მგონია. არასდროს არ დავდიოდი სხვის ჭკუაზე, არ ვითვალისწინებდი სხვის აზრს და ვაკეთებდი იმას რაც მინდოდა, ყოველთვის პირში ვახლიდი ყველას ყველაფერს და ამის გამო უფრო ვუყვარდი ჩემს საყვარელ ადამიანებს. ზოგჯერ მეუბნებოდნენ ყველაზე კარგი რაც გაქვს შენი პირდაპირობაა მაგრამ შეიძლება დაგღუპოსო. სამწუხაროდ პირიქით მოხდა. სხვის აზრს დავეყრდენი, ჩემ თავს ვუღალატე და საშინელი სიდებილე გავაკეთე. გადავაგდე, მაგრად დავადე და ჩემს აცანცარებულ დაქალებთა ერთად მეც მიხაროდა რომ გადავაგდე. ჩემი თავი მძულს რომ მახსენდება. რათქმაუნდა მაგრად გაუტყდა. ჩემი დაქალი ცალკე მეჩხუბა, რამდენჯერ გითხარი მაგათ ნუ უჯერებო, გეთქვა და გეტყოდი რამესო. შუაღამემდე ვერ ვისვენებდი, გარეთ დავდიოდი დაქალებთან ერთად და იმას ვეძებდი ქუჩებში, სტადიონზე რამდენიმე ბიჭი იყო, ვერ გავარჩიე სამწუხაროდ მაგრამ იმან შემამჩნია, უფრო მეტად გაუტყდა, რადგან არ ვნახე და დაქალებთან ერთად ქუჩაში დავტასაობდი, ესეც ვერ გავთვალე. საქართველოდან მეორედ წასვლა უფრო ძნელი აღმოჩნდა ჩემთვის, ბევრჯერ დავაპირე მიწერა მაგრამ გადავიფიქრე. ახალი წლის ღამეს მონოლოგი ჩამოვუწერე, ისიც ვუთხარი რომ ძალიან ვნანობდი ჩემს საქციელს, ჩემს თავს კიდევ ვაბიჯებ და ბოდიშს გიხდითქო, ვუღალატე ჩემს თავს და სხვას ავყევითქო. იცით რა მითხრა? ისე ეგ ერთი თვისება უცვლელი დაგრჩენია რომ დანარჩენ გოგოებს არ გავხარო. პირდაპირობის თვისება რომ გაქვს ძალიან მძაფრად განვითარებული, ეგ რომ მომწონს ისე არაფერიო (ნუ ეს უკვე სხვა დიალოგს მოაყოლა). კაროჩე ვცადეთ ურთიერთობის თავიდან დაწყება, და დავიწყეთ კიდეც, ახლაც სულ მინდა ვწერო, მაგრამ არ ვწერ, შეცვლილია, ლაპარაკითაც სხვანაირად ლაპრაკობს, მისი ხმა მომენატრა, მინდა დავურეკო და ველაპარაკო, მაგრამ რაღაც მიშლის ხელს, რამდენსაც მოვუყევი მასზე ყველამ ის მითხრა მოგწონსი, ან გრძნობა გაქვს მის მიმართო, მე კიდე თავს ვეწინააღმდეგები, ძალიან კარგად ვიცი რატომ მაგრამ აღიარება არ მინდა, ბარემ ყველფერი მოვყევი და ამასაც ვიტყვი. ხალხის აზრს ვითცალისწინებ მაგ საკითხში, ასევე იმ აზრს რომელიც ღრმად მაქვს ჩაბეჭდილი, “არ მინდა შეყვარებული, არ მინდა რომ ვინმე მიყვარდეს” საქმე იმაშია რომ ხანდახან ძალიან მინდა მაგრამ ამასაც ვეწინააღმდეგები, ასე რომ ვთქვათ ჩემს თავთან ცივი ომი მაქვს. ერთერთი რეალური მიზეზი იმისა თუ რატომ ვეწინააღმდეგები ამ ყველაფერს მანძილია, ის ათასობით კილომეტრი, რომლის გადალახვა წელში ორჯერ შემიძლია (ან ორჯერაც არა). ვიცი რომ ისევ ვუყვარვარ, ხო წარმოიდგინეთ როგორ შეიძლება ისე გიყვარდეს ადამიანი რომ ყველაფერი აპატიო და ინიციატივა იმის რომ ორწლიანი ტორმუზის შემდეგ ერთმანეთი თავიდან გავიცნოთ, თვითონ გამოიჩინო. ახლა გეტყვით იმას რაც დიდიხანია მაინტერესებს, რა ჯანდაბა ვქნა? ვერ ვფიქრობ, ყველაზე და ყველაფერზე შემიძლია ფიქრი მის გარდა, როგორც კი ჩემს მისდამინ გრძნობებზე ფიქრს დავიწყებ ყველაფერი ქრება, ვერაფერს ვფიქრობ და ის ფიქრი შემოდის თავში, ამ მაიკას რატო აწერია ეს და ეს. რანაირად დავფიქრდე ჩემს გრძნობებზე და რანაირად გავერკვიო როცა ვიქრი არ შემიძლია? ამიტომ მჭირდება თქვენი დახმარება, თუ შეგიძლიათ ჩემს მაგივრად იფიქრეთ გთხოვთ რა, აი წარმოდიგინეთ მსგავსი სიტუაცია და მითხარით თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე. უბრალოდ აღარ შემიძლია, არ ვიცი რა დავარქვა ამას, ან როგორ შეიძლება ადამიანზე ვერ ფიქრობდე? ვერ ფიქრობდე იმაზე რომლის მიმართაც შენთვითონ ხვდები რომ რაღაცნაირად რაღაცას გრძნობ, როცა უყვართ ხომ პირიქით არის? მასზე ფიქრს ვერ წყვეტენ. აი მე კიდე მომავალსაც ვერ წარმოვიდგენ, ახლა მაგალითად რომ დავფიქრდე მე და ის ერთად, ხელი გადამხვია, ვსო მორჩა ქრება ყველაფერი. რა ჯანდაბაა? ვინმეს მოგსვლიათ მსგავსი რამ? დამეხმარეთ გარკვევაში რა, შეიძლება იმდენად ღრმად მაქვს ჩამარხული ამოთხრა არ გამომდის. თქვენი იმედი მაქვს, იმედია რამეს მოიფიქრებთ…
და კიდევ, თუ შეგიძლიათ მითხარით როგორ წავშალო ჩემი სიახლეებიდან ისტორია, ძაან ბანძობა დავწერე ამ არეული ფიქრების გამო. წაშლა მინდა, ბევრი ვეჩალიჩე მაგრამ ვერაფერი გავაკეთე.
მიყვარხართ ხალხო ძაან და მიშველეთ რამე ცოტა მაინც თუ გიყვარვართ



№1 სტუმარი სტუმარი ლიზი

უბრალოდ უნდა დაელაპარაკო მას. უნდა გაარკვიოთ რაღაცეები და დაალაგოთ ურთიერთობა.

 


№2  offline წევრი peradi

ჩემი აზრით ორივე იტანჯებით, კარგი იქნება თუ გამოიჩენ ინიციატივას და დაილაპარაკებთ ყველაფერზე. გული გადაუშალე ,დარწმუნებული ვარ ისიც ანალოგიურად მოიქცევა, უფრო გაერკვევი ყველაფერში და აზრებს&ფიქრებს დაალაგებ... ყველაფერს რეალურად შეხედავ როგორც არის და შემდეგ მშვიდად, დალაგებულ გონებაზე გადაწყვიტავ ყველაფერს.❤️

 


№3 სტუმარი tika

Me shens adgilas argavartulebdi situacias kilometrebi siyvaruls ar amcirebs tu gaqvs imis bedniereba room giyvardes da uyvarde ar unda gaushva eg shansi xelidan da unda gadadga nabijebi ecade miaxvedro room ragacas shenc grdznob ki dznelia magram darwmunebuli var dadgeba momenti rodesac inaneb imas rom ar gaakete is rac gindoda gageketebina ase kidev an sheiyvareb vinmes an ara analogiurad ase sheidzleba arc ki shegiyvaron piradad chemi rcheva iqneba rom nu gaartuleb yvelafers ubralod iyavi bednieri ratom arunda gaaketo is rac gagabednierebs ertxel cxovrob da is unda gaaketo rac "gagiswordebaa" tu darwmunebuli xar room giyvars mashin midi imoqmede Sanam vigac sxva argamochndeba mis cxovrebashi da mere ar mogiweevs imis yureba rogor kocnis da exveva sxvas

 


№4  offline წევრი Painter

tika
Me shens adgilas argavartulebdi situacias kilometrebi siyvaruls ar amcirebs tu gaqvs imis bedniereba room giyvardes da uyvarde ar unda gaushva eg shansi xelidan da unda gadadga nabijebi ecade miaxvedro room ragacas shenc grdznob ki dznelia magram darwmunebuli var dadgeba momenti rodesac inaneb imas rom ar gaakete is rac gindoda gageketebina ase kidev an sheiyvareb vinmes an ara analogiurad ase sheidzleba arc ki shegiyvaron piradad chemi rcheva iqneba rom nu gaartuleb yvelafers ubralod iyavi bednieri ratom arunda gaaketo is rac gagabednierebs ertxel cxovrob da is unda gaaketo rac "gagiswordebaa" tu darwmunebuli xar room giyvars mashin midi imoqmede Sanam vigac sxva argamochndeba mis cxovrebashi da mere ar mogiweevs imis yureba rogor kocnis da exveva sxvas

არ ვარ დარწმუნებული რომ მიყვარს და მაგიტომ ვერ ვდგავ ნაბიჯს არ მინდა რომ გული ვატკინო მიყვარს მაგრამ მგონია რომ იმ მეგობრობით მიყვარს რაც ადრე გვქონდა, დიდიხანი ვუყურებდი როგორ კოცნიდა და ეხვეოდა სხვებს, დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ... ამ ბოლოდროს რაღაც ფიქრები შემომაწვა, თითქოს მომეშვა აქ რომ დავწერე, ალბათ ეს მჭირდებოა ვინმესითვის თქმა რომ მეთვითონ გავრკვეულიყავი ფიქრებში, ახლა კიდე ვფიქრობ თითქმის ყოველ ღამე რა და როგორ ვუთხრა... უბრალოდ იმის მეშინია რომ ვუთხრა მიყვარხართქო, ურთიერთობა დავიწყო და მივხვდე რომ არ მიყვარს, ზედმეტად მეძვირფასება რომ ვატკინო.
თუ ნახავ ამ კომენტარ ისევ განმანათლე ამ შედეგებით რა <3

 


№5 სტუმარი dreames

გადახედე გახდი მკითხველი იქნებ რამეში დაგეხმარო და დამეხმარე მეც <3 https://dream951.blogspot.com

 


№6 სტუმარი სტუმარი უცნობი

გამარჯობა, ალბათ დავიგვიანე მაგრამ ჩემი აზრის გამოთქმა მომინდა, რადგან ამხელა რაღაც წავიკითხე ????, ვფირობ მას რადგან ბავშვობიდან იცნობ ისე უყირებ როგორც ნათესავს, ძმას, დეიდაშვილს ან ასეთ ახლობელს, როგორც წავიკითხე შენ მას შემდეგ გაგიჩნდა ფიქრი რომ შენც მოგწონს რაც გაიგე რომ მას უყვარხარ, აქედან ერთ დასკვნას ვაკეთებ, შეიძლება გიყვარს ან როგორ არ გეყვარება ამდენი ხნის ურთიერთობა გაქვს მაგრამ მას სხვანაირად ვერ უყურებ, ალბათ არც გინდა რომ შეხედო, ამბობენ ყველაზე კარგი ურთიერთობა მეგობრობით იწყება მაგრამ რომანტიკული ურთიერთობა და სიყვარული მაინც განსხვავდება მეგობრობისგან.

 


№7  offline მოდერი painter1

tika
Me shens adgilas argavartulebdi situacias kilometrebi siyvaruls ar amcirebs tu gaqvs imis bedniereba room giyvardes da uyvarde ar unda gaushva eg shansi xelidan da unda gadadga nabijebi ecade miaxvedro room ragacas shenc grdznob ki dznelia magram darwmunebuli var dadgeba momenti rodesac inaneb imas rom ar gaakete is rac gindoda gageketebina ase kidev an sheiyvareb vinmes an ara analogiurad ase sheidzleba arc ki shegiyvaron piradad chemi rcheva iqneba rom nu gaartuleb yvelafers ubralod iyavi bednieri ratom arunda gaaketo is rac gagabednierebs ertxel cxovrob da is unda gaaketo rac "gagiswordebaa" tu darwmunebuli xar room giyvars mashin midi imoqmede Sanam vigac sxva argamochndeba mis cxovrebashi da mere ar mogiweevs imis yureba rogor kocnis da exveva sxvas

შენი შეტყობინება წავიკითხე, კი დავარეფლიე, მაგრამ არ ვიცი მოგივიდა თუ არა. თუ ნახავ ამ კომენტარს შენი ნომერი მომწერე პირადში, whatsapp-ი თუ გაქვს დაგამატებ და იქ მოგიყვები ყველაფერს. მადლობა რომ დაინტერესდი.

 


№8 სტუმარი სტუმარი თამო

მეც გირჩევ რომ არვიცი ეხლა ნახავ თუ არა მაგრამ არგონია გულგრილი იყო მის მიმართ გრძნობებში გარკვევა კიდე ადვილია .უბრალოდ წარმოიდგინე რომ ეგ ადამიანი სხვისია რომ საერთოდ გაქრა და ვეღარ ნახავ რა გრძნობა გაგიჩნდება მაგაზე იფიქრე და მიხვდები ეგ ადამიანი რას წარმოადგენს შენთბის და ვინ არი.სხვასთან თუ დაინახავ სხვა გოგოსთან თუ ნახავ მეტ დროა იმას დაუთმობს და არა შენ შეადარე ეს ყველაფერი მას მოეფერება ჩაუხუტება და მერე მიხვდები შენ თავშიც და გულშიც რა ხდება.ველოდები პააუხს იმედია ნახავ.ისე ჩემი სიყვარულიც მეგობრობით დაიწყო და ახლა ჩემი მეუღლეა.

 


№9  offline მოდერი painter1

სტუმარი თამო
მეც გირჩევ რომ არვიცი ეხლა ნახავ თუ არა მაგრამ არგონია გულგრილი იყო მის მიმართ გრძნობებში გარკვევა კიდე ადვილია .უბრალოდ წარმოიდგინე რომ ეგ ადამიანი სხვისია რომ საერთოდ გაქრა და ვეღარ ნახავ რა გრძნობა გაგიჩნდება მაგაზე იფიქრე და მიხვდები ეგ ადამიანი რას წარმოადგენს შენთბის და ვინ არი.სხვასთან თუ დაინახავ სხვა გოგოსთან თუ ნახავ მეტ დროა იმას დაუთმობს და არა შენ შეადარე ეს ყველაფერი მას მოეფერება ჩაუხუტება და მერე მიხვდები შენ თავშიც და გულშიც რა ხდება.ველოდები პააუხს იმედია ნახავ.ისე ჩემი სიყვარულიც მეგობრობით დაიწყო და ახლა ჩემი მეუღლეა.

ოთხი თვის წინ ვნახე და ჩვეულებრივ მოვიდა, გადამეხვია, როგორ ხარ რას შვრებიო, მომიკითხა. არაფერი განსაკუთრებული, არანაირი გრძნობა და არანაირი არაფერი. მერე კიდევ შემხვდა შემთხვევით, ერთად ვიმგზავრეთ მარშუტკით, მთელი გზა ვსაუბრობდით და ისე ვიყავით ერთმანეთთან თითქოს არაფერი მომხდარა და ჩვეულებრივ მეგობრული(კლასელური) ურთიერთობა დავიჭირეთ. თან რაღაცნაირი გახდა, ჩემთვის არა მაგრამ ბევრისთვის არასასიამოვნო პიროვნება, ცოტა თავხედიც, ცოტა უზრდელიც. როგორც 20 წლამდე ბიჭებს ახასიათებთ ისეთი. თან მივხვდი რომ უბრალოდ გატაცება იყო და მეგობრობა სიყვარულში ავურიე. შენ კი ძალიან გაგიმართლა, მეგობრობით დაწყებული სიყვარული ალბათ სულ სხვანაირია, მეგობარიც არის და საყვარელი ადამიანიც.
მადლობა თამო. ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent