შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გთხოვთ მირჩიოთ


3-10-2019, 18:15
ავტორი megobari123
ნანახია 2 058

არვიცი როგორ მოვიქცე.... სიგიჟემდე მიყვარს... ბევრი უწყენინებია ჩემთვის, მეც მიწყენინებია მაგრამ ურთიერთობას ვაგრძელებთ.... ახლა აღარ ვიცი რას გრძნობს ჩემს მიმართ, ვერც ვეკითხები, რამდენი ვკითხე კარგად ვგრძნობ თავს შენთანო მითხრა , მაგრამ ტვინს მიჭამ სულ ამდენი ყურადღება უარესიაო... ერთხელ შემპირდა თუ კიდე მეჩხუბები ან მებუზღუნები იცოდე საერთოდ მიგატოვებო... რაღაცაზე მოგვივიდა უთანხმოება ამ დაპირების მერე, საერთოდ შემეშვითქო ვუთხარი იმანაც არ დამაკლო, მაგრამ მეორე დღეს ისევ დამირეკა და არცერთს აღარ გვახსოვდა..... ყოველ შემთხვევაში მე აღარ მახსოვდა არანაირი წყენა... და თვითონაც რომ ვუთხარი ბოლო შანსი კიდე მაქვსთქო მითხრა ვნახოთო... აღარ მითხრა რო გიყვარვარ, ეგ სიტყვა შემაძულე უკვეო... თვითონაც ასე მეძახდა მიყვარხარმიყვარხარს სანამ ჩემგანაც იგივე არ მიიღო.... ახლა ვეღარ ვგებულობ რა გავაკეთო, ვერც ვეკითხები არ გავაღიზიანო....დებილი ბავშვივით ტელეფონს დავჩერებივარ ყოველ წუთს, როდის გავახსენდები, როდის დამირეკავს.... როდის..... სულ როდის... ძაან მიჭირს , მაგრამ უმისოდაც არ შემიძლია, ვცოცხლდები ჩემთან როცაა... სულ ყველაფერი მავიწყდება... ჩემი პირველი სიყვარულია ერთადერთი.....მირჩიეთ როგორ გავხადო ისევ ისეთი როგორიც ურთიერთობის დასაწყისში იყო...... :(ყურადღებიანი, თბილი...... სულ მირეკავდა, სულ მწერდა , სულ ჩემზე ფიქრობდა ... დღეში 8 საათი მძინავს და მაშინაც შენ მესიზმრებიო და ახლა იგივე რო დამემართა თვითონ სულ შეიცვალა, სულ..... გული მტკივა...



№1 სტუმარი ჰმ

რა გირჩიო, უამრავ ბრძნულ აზრს მოისმენდი იმაზე როგორ არ უნდა გჭირდებოდეს ის ვისაც არ ჭირდები, როგორ უნდა დაიკიდო და აშ. სამწუხაროდ არაფერი შველის ასეთ დროს, მხოლოდ დრო, ერთდღესაც ყელში რომ ამოგივა უყურადღებაობა, სიცივე და შეცვლილი სიტუაცია გათავისუფლდები.
აი ისევ ისეთი როგორ გახადო მაგაზე ვერაფერსგეტყვი, ალბათ ხვდები რომ ვერავის გახდი ისეთს როგორიც გინდა.

 


№2 სტუმარი სტუმარი ....

ზუსტად იგივე სიტუაციაში ვარ. საბოლოოდ რაც მინდა რომ გავიაზრო ისაა რომ ჩამოვშორდე სამუდამოდ,რადგან მგონია რომ აღარასდროს გახდება ისეთი როგორიც იყო. იგივეს გირჩევს,ვიცი რომ ძალიან ძნელია მაგრამ უნდა შეძლო. (ალბათ ჩემთავსაც ვეუბნევი აამას :დდ )

 


№3 სტუმარი სტუმარი თამარა

ისე ადამიანი იმას იღებს რასაც ითხოვს. სამწუხაროდ თუ თავიდანვე არ მიახვედრე რა გჭირდება და სულ სხვაზე იფიქრე საბოლოოდ არაფერი დაგრჩება გაფლანგული სითბოს გარდა, რასაც როგორც წესი არავინ აფასებს:))

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

უბრალოდ დაფიქრდე უნდა შენ რა გინდა,გიღირს თუ არა ასეთი ადამიანი შენს გვერდით და ასეთი ურთიერთობა.დრო უნდა მისცე საკუთარ თავს და მასაც,რომ.გაერკვეთ თქვენს გრძნობებში.შენი ასეთი საქციელით "აძალებ"ურთიერთობას,და ასე ვთქვათ აბეზრებ თავს.გასაგებია არ შეგიძლია მის უმისოდ მაგრამ დრო უნდა მისცე გაერკვეს უნდა შენთან გულით თუ არა.შენც დაინახავ სხვა მხრიდან რაღაცეებს რასაც ახლა ვერ ამჩნევ. და ბოლოს შენი თავი უნდა დააყენო პირველ ადგილას,ჯერ შენი თავი დააფასო და მერე სხვა. მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა,წამსვლელი ყოველთვის გიტოვებს ტკივილს, სევდას,მონატრებას მაგრამ ეს ხომ დროებითია.
უბრალოდ გაიღიმე, გაიღიმე და ყველაფერი კარგად იქნება.

 


№5 სტუმარი ფატ

საშინელებაა.იგივე სიტუაციაში ვარ თითქმის.შიში დამეუფლა დაკარგვუს და ათას სუსულელეს ჩავდივარ.როგორ მიძლებს მიკვირს.მაგრამ მაფასებს და პატივს მცემს.ვერ გავიგე ვუყვარ თუ არა

 


№6 სტუმარი მრჩეველი

საშინელი ურთიერთობაა და გირჩევ თავი ხელში აიყვანო და მეტჯერ თავი არ დაიმცირო მის წინაშე. ზოგჯერ მეტი ყურადღება მოსაბეზრებელია და ეცადე მის ნაირად მოიქცე და უკეთ დაანახო მისი ასეთი ქცევის შედეგად შენ რას გრძნობდი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent