შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დახმარება მჭირდება.


23-10-2019, 01:03
ავტორი Marnie
ნანახია 10 935

არასდროს მყოლია ბევრი მეგობარი. სკოლის დამთავრების შემდეგ ყველა თავის გზაზე წავიდა მხოლოდ 2 მეგობარი დამრჩა. 1 საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად და ახლა მხოლოდ 1 ადამიანი დამრჩა და იმასაც ვერ ვეკონტაქტები ნორმალურად. ვგრძნობ როგორ მშორდება ყველა და სრულიად მარტო ვრჩები. ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მივიღე როდესაც მეგობარმა გამყიდა და ისეთ დროს მიმატოვა როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისი დახმარება. ახლა არ ვიცი რა ვქნა. ვის ველაპარაკო. ვის ვენდო. უნივერსიტეტში დავიწყე სიარული მაგრამ ყველა უცხოა, ვერ ვუახლოვდები ვერავის თითქოს რაღაც მაკავებს ან მეშინა. ფსიქოლოგთან მინდოდა მისვლა, მაგრამ ფინანსები ხელს არ მიწყობს. სხვა ყველანაირად ვცდილობ ყურადღება გადავიტანო და არ ვიფიქრო იმაზე რომ სრულიად მარტო ვარ საკუთარ თავთან, მაგრამ ვერ ვერევი ფიქრებს. იმის მაინც მჯერა, რომ სიმარტოვისთვის არავინაა განწირული და ამიტომ მაქვს იმედი ვინმე, სადმე მაინც გამოჩნდება ვინც დახმარებას შეძლებს.
მადლობა.



№1 სტუმარი jemali

დზალიან ვტსუხვარ ჩემო კარგო ყველაფერი დალაგდება

 


№2 სტუმარი სალომე თათრიშ

მე შენთანავარ!!!!!!<3

 


გამარჯობა.
როცა ცხოვრების ისეთ ეტაპზე ხარ, სადაც მარტო ყოფნა გიწევს და თავს მარტოდ გრძნობ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ეს გჭირდებოდა.
შესაძლოა შენს პიროვნებას არ სურს,
მაგრამ იგი საჭიროებს.
საჭიროება და სურვილი, ორი, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია.
ყველაფერს აქვს დადებითი მხარე ხანდახან და რაც ხდება, იმისთვის რომ ოდესმე საკუთარ თავებად ჩამოვყალიბდეთ.
თუ თავს მარტოდ გრძნობ, ეს შენი შანსია რომ საკუთარი მე უკეთ გაიცნო, ახალი მისწრაფებები აღმოაჩინო.
დამიჯერე, ადამიანები წლების სვლასთან უამრავ უცოდინარ ფაქტს ვგებულობთ საკუთარ თავზე.
მეგობრები,
გულით უნდა შეარჩიო და იმან ვინც ზურგი გაქცია სინამდვილეში ტკივილთან ერთად მოგცა ძალა,
რადგან ტკივილი გაძლიერებს, გხდის ღრმას და გასწავლის შეცდომები როგორ არ უნდა დავუშვათ.
ნუ მიუშვებ ყველას შენს გულთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მეორეს ხელი უნდა კრა.
გაბედე და გარისკე, ისე რომ თავიდანვე შეიცნო მომავალი მეგობარი და გააცნობიერო, ღირს თუ არა მასთან მეგობრობა.
თუ არ ღირს, იყავი მასთან იმ დონეზე, სადაც ერთგულების კოშკებს არ ელიან ხოლმე და აღარც გული გეტკინება მეორედ.
გაძლებას გისურვებ,
ყველა ტკივილი უნდა გამოიყენო
და რისკებზეც წახვიდე, რადგან სხვაგვარად მხოლოდ დრო მიდის, ცხოვრება კი არა.

 


№4  offline წევრი gio666

ყველაზე მეტად შეგიძლია იმას ენდო ვისაც არ იცნობ <3
მეგობრებს ვერ გაიჩენ და ვერც ისინი გიპოვიან, დროა საჭირო და მეტი ნდობა ადამიანების მიმართ <3

 


№5 სტუმარი დაჩი ვინჩენკო

საქართველოში რამე + თუ არ გაქ ადრე თუ გვიან ყველაფერი მიგატოვებს ''სიბნელეში საკუთარი ჩრდილიც გტოვებსო'' ჩვენზეა ნათქვამი ფული ან სტატუსი ან ნებისმიერი რამ რაც სხვაზე მეტად წინ წარმოგაჩენს. . სისულელე იმის თქმა რომ ადამიანები არაფრის გამო შეიძლება ინტენსიურად ურთიერთობდნენ რასაც ჩვენ ''კარგ'' თუ ისე რა მეგობარობა შეიძლება ვუწოდოთ, არაფერი ეშველება ხალხი მოვა წავაო მე მარტო ნაშებზე ვიცოდი და უბრალოდ ადამიანებზე ყოფილა. უბრალოდ ადამიანებს დაბადებიდან არ გვასწავლიან რეალურად რაც მართლა საფრთხეა ჩვენთვის რომ იმედები ხშირად გვიცრუვდება საყვარელი ადამიანებისგან შეიძლება უფრო მეტადაც. ეს უნდა გაიაზრო და მიიღო ისე როგორც მოძრავი ყვითელი მზე რომელსაც არ ვკითხულობთ რატომ.როგორმე სცადე შენით გაიაზრე რომ არ ღირს არაფერზე ნერვიულობა ეს უბრალოდ ჩვენ თავებშია. პრობლემები პრობლემები ^_^ რომლებიც ასე ძალიან გვინდა და არ შეგვიძლია მათ გარეშე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent