შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანდრა ანეტ ბალოკი 1964 წლის 26 ივლისს დაიბადა არლინგტონში. სანდრას დედა ოპერის მომღერალი იყო, მამა – რიტორიკის მასწავლებელი. სანდრამ სკოლა 1982 წელს დაამთავრა. შემდეგ მსახიობი სწავლობდა აღმოსავლეთ კაროლინის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბალოკი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავისი სამსახიობო კარიერა წამოიწყო. მოგვიანებით სანდრა ლოს-ანჯელესში გადავიდა. იგი თავიდან მეორეხარისხოვან როლებს თამაშობდა. მსახიობს პოპულარობა მოუტანა ფილმმა “დამანგრევებელი (1993)”, სადაც სანდრამ სილვესტერ სტალონესთან ერთად ითამაშა. ამ პროექტს მოჰყვა იან დე ბონტის პროექტი “სიჩქარე”, სადაც მსახიობი თანამშრომლობდა კიანუ რივზთან და დენის ჰოპერთან ერთად. ეს პროექტი სანდრასთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. სანდრა ბალოკი დღესაც აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას კინოსამყაროში. მან თავი რეჟისორის, სცენარისტის და პროდიუსერის ამპლუაშიც გამოსცადა.

ფილმოგრაფია

2000 ფ მის კონგენიალურობა Miss Congeniality გრეისი ჰარტი
2005 ფ მის კონგენიალურობა 2 Miss Congeniality 2: Armed and Fabulous გრეისი ჰარტი
2006 ფ სახლი ტბასთან The Lake House კეიტ ფორსტერი
2009 ფ უხილავი მხარე The Blind Side ლი ენ ტუი
2013 ფ გრავიტაცია Gravity დოქტორი რაიან სტოუნი