შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა


სიზმრის ახსნა სრულად - ყველა მნიშვნელობა ანბანის მიხედვით)




სიზმრის ახსნა არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გზა, რომ გავიგოთ ჩვენი ქვეცნობიერი და მომავალი ნიშნები. ამ გვერდზე ნახავთ სიზმრების სრულ ჩამონათვალს ანბანის მიხედვით (ა-ჰ), სადაც თითოეული სიმბოლო დეტალურად არის ახსნილი.



სიზმრების ახსნა და სიზმრის მნიშვნელობა ხშირად გვაინტერესებს, რადგან თითოეულ სიზმარს აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა. ამ გვერდზე წარმოდგენილია სიზმრების სრული ახსნა, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თქვენი სიზმრის მნიშვნელობა.



რა არის სიზმრის ახსნა?



სიზმრის ახსნა არის სიზმარში ნანახი მოვლენების და სიმბოლოების განმარტება, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ჩვენს ქვეცნობიერზე, ემოციებზე და ზოგჯერ მომავალზე.



თუ გსურთ გაიგოთ რა ნიშნავს თქვენი სიზმარი რეალურად – გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული სრული სიზმრის ახსნა და იპოვეთ შესაბამისი მნიშვნელობა მარტივად.




სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით





სიზმრის ახსნა – ა




  • ალმასის პოვნა: სიზმარში ნიშნავს - ქორწინებას და სიმდიდრეს, ხოლო დაკარგვა ნიშნავს - ვინმეს სიყვარულს.

  • აბანოს ნახვა და ბანაობა: კარგია.

  • აბანოდან გამოსვლა: ნიშნავს საშიშ საქმეს ჩამოშორდები, აბანოში გარეცხვა - სასჯელი გელოდება.

  • ავადმყოფობის ნახვა: სიხარულია, თავის ავადმყოფობა ნიშანია კარგი ცხოვრების.

  • ცუდი ამინდი: რომ ნახო სიზმარში, ნიშანია რომ აგისრულდება გულის წადილი.

  • არწივის ნახვა: და აჭამო მას ნიშნავს - კარგ ამბავს გაიგებ. იმისი ხმა გაიგო, ნიშნავს - ვინმესგან დახმარებას მიიღებ.

  • აუზის ნახვა წყლით: პატიოსნების და ბედნიერების ნიშანია.

  • აუზში ბანაობა: ცუდია, მაგრამ ბოლო კეთილია.

  • აუზი დამშრალი: ნახო – უნაყოფო წელიწადი იქნება.

  • ავი ანგელოზის ნახვა: მეტად ცუდია და რაიმე განსაცდელში ჩავარდები.

  • აბანოში შესვლა: დარდისა და ბოროტების ნიშანია.

  • არაყის სმა: სირცხვილისა და სიმწარის ნიშანია.

  • აქლემის ნახვა: ნიშანია შორეული და ბედნიერი მგზავრობის.

  • აქლემზე ჯდომა: უეცარი ფათერაკი გადაგხდება.

  • ახალი რამის ნახვა: უცხოეთში წახვალ და უცხო ხალხს ნახავ.

  • ახალი რამის ჩაცმა: სიხარულისა და ბედნიერების ნიშანია.

  • ატმის ჭამა: ავადმყოფობასა და რაიმე შეჭირვებას მოასწავებს.

  • ამაღლებულ ადგილზე სიარული: ამხანაგებში ამაღლდები.

  • აბრეშუმის ნახვა ან ყიდვა: ნიშნავს სურვილის ასრულებას.

  • აბრეშუმის ჭია: ცუდია, ნიშნავს უეცარ ფათერაკში გაბმას.

  • ამოოხვრა: შენივე – განსაცდელში ჩავარდები, თუ სხვისა ნახო – სასარგებლოა.

  • აღვირის გაყრა ცხენისათვის: უსათუოდ ვისმეს დაუახლოვდები, დაუმეგობრდები.

  • აკვანი: კარგია და უმანკოების ნიშანია.

  • ამხანაგის ნახვა: ახალი საქმის და ახალი ამბავის ნიშანია.

  • ალერსი: კარგია და გულის წადილი აგისრულდება.

  • სანთლის ანთება: ბედნიერებისა და ფართო ცხოვრების ნიშანია.

  • ამაღლება ან ფრენა: ძალიან კარგია, სიწმინდე და სიწრფელის ნიშანია.




სიზმრის ახსნა – ბ




  • ბულკის ჭამა: სიზმარში, ნიშანია უკმაყოფილების.

  • ბალის ჭამა: ნიშანია დაღონების, ბალის ხე რომ დარგო, ნიშანია სიმდიდრის.

  • ბეჭდის ნახვა: თვლიანი ბეჭედი ნიშანია გაჭირვების. გატეხილი ან დაკარგული ნიშანია ზარალის.

  • ბუზების ნახვა: ეჩხუბები ვისმეს.

  • ბანაობა წყალში: ნიშნავს, ჯანმრთელობას და სიმდიდრეს.

  • ბალის ნახვა: ძალიან კარგია და კეთილი.

  • ფრინველის ბუდე: სიხარულისა და ბედნიერების ნიშანია.

  • ბატის ნახვა: ნიშანია უცხოეთში წასვლის.

  • ბებერი კაცის ნახვა: კარგია.

  • ბეჭედი: ნიშნავს სიხარულს და მალე ქორწინებას.

  • ბუხრის ნახვა: სიმდიდრისა და ფართო ოჯახის, ანუ წარმატების ნიშანია.

  • ბრმას ნახვა (შენ): ავადმყოფობას გამოივლი.

  • ბრმა სხვა ნახო: ახალ რაიმეს ნიშნავს.

  • ბოლოკის ჭამა: ცუდია, მტრობის ნიშანია.

  • ბნელ ადგილას ჯდომა: მეტისმეტი სიცუდისა და სიბილწის ნიშანია.

  • ბროწეული: სიხარულია, და გაბედნიერება ოჯახის.

  • ბუკის ნახვა: ცუდი და უბედური ამბავის ნიშანია.

  • ბუკის ხმის გაგონება: ავს და საზიანო რამეს გაიგებ.

  • ბროლის ნივთის ნახვა: დიდი სიხარული ანუ ბედნიერება მოგეცემა.

  • ბამბა: კარგია და მადლიან საქმეს აასრულებ.

  • ბრინჯის ნახვა: სიმართლეა და მეტისმეტი კეთილი ამბავია.

  • ბრინჯის ჭამა: ავადმყოფობის ნიშანია.

  • ბრწყინვალე ვარსკვლავის ნახვა: კარგი ნიშანია.

  • ბაყაყის ნახვა: ნიშანია ერთგული ამხანაგის.

  • ბაყაყის მოკვლა: ცუდი ავდრებისა და წვიმების ნიშანია.

  • ბუს ნახვა: საძაგელი კაცისა და ცუდი საქციელის ნიშანია.

  • ბანკის ნახვა: სიმდიდრეა და სიხარულის ნიშანია.

  • ბერიკაცი მკვდარი: შენ დიდხანს იცოცხლებ.

  • ბატკნის ნახვა: შემატებისა და ფართო ცხოვრების ნიშანია.

  • ბატკნის დაკვლა: ცოდვა და ვაგლახი ამბავია.

  • ბაშმაკების ჩაცმა: შორეულ და საჩქარო გზის ნიშანია.

  • ბარის ნახვა: ავი ენა არის და უსათუოდ ლაპარაკში გაებმები.




სიზმრის ახსნა – გ




  • გუბის ნახვა და გავლა: სიზმარში ფათერაკია.

  • გვირგვინის დადგმა: ნიშნავს დაქორწინებულთათვის დაქვრივებას, ქალწულთათვის დაქორწინებას.

  • გაზომვა რისამე: ნიშანია დიდი პატივის.

  • გვრიტის დაჭერა: ნიშნავს ქორწილს. გაშვება - ცოლის გაშვებას.

  • გზაზე წასვლა: ნიშნავს მწუხარებას, დაბრუნება კარგია.

  • გველის კბენა: ცუდი ნიშანია, სჩანს მტერი ადვილად მოგერევა.

  • გოგრის ნახვა ან ჭამა: ცუდია, ავადმყოფობას ნიშნავს.

  • გემების ნახვა: საომარი - ომიანობის ნიშანია; დატვირთული - სიმდიდრის.

  • გამხმარი ხე: სიკვდილისა და ხანგრძლივი ავადმყოფობის ნიშანია.

  • განძის პოვნა: დარდი და ვარამია.

  • გალავნის აშენება: იმედია და კეთილი ამბავის ნიშანია.




სიზმრის ახსნა – დ




  • დასახურის დახურვა: ახალი რამ სიხარულია, ძველი დაგეკარგება პატივი.

  • დედაკაცების ნახვა გაწეწილი თმებით: ნიშანია ავადმყოფობისა.

  • დიდი ბუქის ნახვა: ნიშანია რომ დიდი ჩხუბის მოწმე გახდები.

  • დანის ნახვა: ქორწინების ნიშანია.

  • დროშის გაშლა: დიდ ლხენას ნახავ.

  • დაჭრა: ნიშანია ავადმყოფობის.

  • დათვის ხმა: ახალ ამბავს გაიგებ.

  • დამარხვა მკვდრისა: საწადელი აგისრულდეს.

  • დაქორწინების ნახვა: მწუხარების ნიშანია.

  • დედის ნახვა: შენთვის კარგია და ბოლოც კეთილია.

  • დევის ნახვა: ცუდს ნიშნავს.




სიზმრის ახსნა – ე




  • ერბოს ან ზეთის ნახვა: კარგია და შეგემატება რამე.

  • ეკლესიაში შესვლა: ნიშნავს კარგად ცხოვრებას.

  • ეკლის მუჭაზე დაგროვება: ცუდი დრო დაგიდგა.

  • ეკლესიის გალავანი: სიწმინდეა.

  • ეპისკოპოსის ნახვა: ცუდი და სნეულების ნიშანია.

  • ეზოს დაგვა: კარგია და სიხარულს მოასწავებს.




სიზმრის ახსნა – ვ




  • ვარსკვლავების ნახვა: საქმეში გამარჯვება. ჩამოვარდნილი ვარსკვლავი - დაკარგავ ვინმეს.

  • ვერცხლის ჭურჭელი: შეგემატება რამე.

  • ვაზის ხის ნახვა: ცუდ რაიმეს ანუ ავადმყოფობას ნიშნავს.

  • ვალის აღება / გადახდა: აღება დარდია, გადახდა ჭირის მოშორებაა.

  • ვაჭრობა: კარგია, უეჭველად კარგ რამეს შეიძენ.

  • ვარდის ნახვა / დაკრეფა: ნახვა კარგია, დაკრეფა ცუდია.

  • ვაშლის ჭამა: კარგია და გამარჯვებით ყოფნას მოასწავებს.




სიზმრის ახსნა – ზ




  • ზღვის ნახვა: დინჯად - სიხარულია, აღელვებული - მწუხარება.

  • ზღვაში ბანაობა: ძალიან კარგია, გულის საწადელი აგისრულდება.

  • ზარის ხმა: სიხარულისა და ახალი რაიმე ამბავის ნიშანია.

  • ზანდუკის ნახვა: სიმდიდრისა და ფართო ცხოვრების ნიშანია.

  • ზურმუხტის ნახვა: კარგია, თუ იყიდო - დიდი სიხარული შეგემატება.

  • ზამთრის ნახვა: კარგია და მეტად კარგ მოსავალს მოასწავებს.




სიზმრის ახსნა – თ




  • თმების აწეწვა: საქმის არევა. დავარცხნა - განთავისუფლება.

  • თავის მოჭრა: კარგია, მტერს ყოველ საქმეში მოერევი.

  • თოფის ხმა: ახალ ამბავს მოასწავებს.

  • თევზის წყლიდან ამოყვანა: წვიმების და ავდრის ნიშანია.

  • თაფლის ნახვა ან ჭამა: ორივე მეტად ცუდია და ფათერაკია.

  • თეთრი ფული / ტანსაცმელი: კარგია, სიმდიდრე და უბიწოება.

  • თოვლში თამაში: მეტად ცუდია და ნაღველი.




სიზმრის ახსნა – ი




  • ისტორიის გაგონება: საწყენი რომ გაიგო - კარგ რამეს გაიგებ.

  • იპოვო რამე: შეგემატება რამე.

  • ინდაური: კარგია, დოვლათი მოგემატება.

  • იარაღი: კარგია, პატივი და ქონება მოგემატება.

  • ირმის ნახვა: კარგია და ახალი სიხარულის შემატება არის.




სიზმრის ახსნა – კ




  • კუბოს ყიდვა / გაკეთება: ყიდვა - ავადმყოფობა, გაკეთება - სიხარული.

  • კვამლი სქელი: ცუდია. დაფანტული - მტერს შეურიგდები.

  • კბილების ნახვა: თეთრი - შეგემატება რამე, შავი - ჩხუბი.

  • კურდღლის ნახვა: ნიშანია დიდი აყალმაყალის.

  • კატის ნახვა: ჩხუბი მოგივა ვინმესთან.

  • კოცნა ვინმესი: კარგია და რაიმე დოვლათს შეიმატებ.




სიზმრის ახსნა – ლ




  • ლაპარაკი: ნიშანია სარგებლობის.

  • ლომების ნახვა: მშვიდი - საქმე დიდ კაცებთან. ანჩხლი - უბედურება.

  • ლუდის დალევა: ნიშანია, აჯობებ მტერს.

  • ლეღვის ჭამა: მეტად ცუდი ნიშანია და ავადმყოფობაც მოსდევს.

  • ლოცვა: კარგია და ბედნიერებაა.




სიზმრის ახსნა – მ




  • მდიდარი იყო სიზმარში: ავადმყოფობის ნიშანია.

  • მკვდარი გელაპარაკებოდეს: კარგი რაიმეს ნიშანია.

  • მიწისძვრა: საშინელი და საზარელი ამბავია.

  • მზე ბრწყინვალე: სიხარულსა და ბედნიერებას ნიშნავს.

  • მგლის ნახვა: ცრუ კაცია, ფრთხილად იყავი არავინ მოგატყუოს.




სიზმრის ახსნა – ნ




  • ნავით წასვლა: გამარჯვების ნიშანია.

  • ნემსების ნახვა: გაქებს ვინმე.

  • ნაყოფის ჭამა: ნიშანია სიმდიდრის.

  • ნიგოზი: მშვიდობიანობა და კარგია.

  • ნესვის ჭამა: ძალიან ცუდია და ავადმყოფობაა.




სიზმრის ახსნა – ო




  • ოქროს ნახვა: სიმდიდრეს ნიშნავს.

  • ოქროს ფული: ცუდია და ავადმყოფობისა და ზიანის ნიშანია.

  • ოქროს ბეჭედი: ძალიან კარგია და ქორწინების ნიშანია.

  • ომი: კარგია და ყოველი გაჭირვება მოგშორდება.




სიზმრის ახსნა – პ




  • პომადის წასმა: მწუხარების ან ავადმყოფობის ნიშანია.

  • პურის ჭამა ან გამოცხობა: ორივე სულ ცუდია.

  • პირსახე ლამაზი: ნახო ან აკოცო – ძალიან კარგია და სასიხარულოა.




სიზმრის ახსნა – ჟ




  • ჟანდარმი: ხიფათი და მოუსვენრობა.

  • ჟილეტი: ჩხუბი და ორპირობა.

  • ჟოლოს ჭამა: ავადმყოფობაა.

  • ჟურნალის წაკითხვა: ახალი ამბავი გაიგო.




სიზმრის ახსნა – რ




  • რქების ქონა: ნიშანია უშიშარობის.

  • რკინის ყიდვა: დიდი მწუხარება არის.

  • რძის დალევა: კარგია და ჯანმრთელობაა.




სიზმრის ახსნა – ს




  • სამრეკლოს ნახვა: სიმდიდრეა.

  • სოკოს მოგროვება: ნიშანია სარგებლის.

  • სახლის ყიდვა: ან ახალის აშენება – ერთიანად ცუდი ნიშანია.

  • სარკის ხმარება: ქორწინების ნიშანია და აგრეთვე სიხარულის.

  • საათის ნახვა ან ყიდვა: მეტად კარგია სარგებლობის ნიშანია.




სიზმრის ახსნა – ტ




  • ტალახი სიზმარში: მწუხარებაა, მაგრამ სახლში კარგია.

  • ტყის მოსჭრა: ნიშანია აჯობებ შენს მტერს.

  • ტანისამოსის ჩაცმა: ყოველთვის კარგია და ბედნიერებაა.

  • ტახტზე ჯდომა: კარგია და სარჩოს შემატების ნიშანია.




სიზმრის ახსნა – უ




  • უსუნო რამის ნახვა: შეგემატება რამე.

  • ურემით მგზავრობა: ახლო ნათესავის დაკარგვის ნიშანია.

  • უცხო დედაკაცის კოცნა: ძალიან კარგია.




სიზმრის ახსნა – ფ




  • ფულის ნახვა (ოქრო/ვერცხლი): კარგია, სპილენძის - მწუხარება.

  • ფორთოხლის ჭამა: ნიშნავს დიდ სარგებლობას გარეშე საქმიდან.

  • ფეხსაცმლის ჩაცმა: ნიშნავს საჩქარო გზას და საქმეში გამარჯვებას.

  • ფარა ცხვრისა: მინდვრად ნახო – დიდი ბედნიერება არის.




სიზმრის ახსნა – ქ




  • ქაღალდის საქმეები: გარჩევა ნიშანია რომ აღარ ველოდოთ იმას, რაზედაც თვალი გიჭირავს.

  • ქუხილის გაგონება: ახალ ამბავს გაიგებ.

  • ქორწილში წასვლა: კეთილი ნიშანია.

  • ქალაქში შესვლა: სიხარულია.




სიზმრის ახსნა – ღ




  • ღვინის დალევა: ბედნიერების ნიშანია, დაღვრა - დაცოლშვილების.

  • ღრუბელი შენს თავზე: ბედნიერების ნიშანია.

  • ღორის ნახვა: საძაგელი და მყრალი კაცია.

  • ღამით სიარული: კარგია და სიხარულის ნიშანია.




სიზმრის ახსნა – ყ




  • ყვავის მოკვლა: ნიშნავს გამარჯვებას მტერზე.

  • ყინულის ნახვა: საქმეში ვერ გაიმარჯვებ.

  • ყვავილის ნახვა: სიხარულია.

  • ყვირილის ხმა: სიწყნარისა და მშვიდობიანობის ნიშანია.




სიზმრის ახსნა – შ




  • შეშის დაჭრა: ნიშანია მტერზე გამარჯვების.

  • შინაურის კოცნა: კარგს ამბავს შეიტყობ.

  • შემოდგომის მოსავალი: ძალიან გამდიდრდე.

  • შენობის აშენება: კარგია და ოჯახის ბედნიერება არის.




სიზმრის ახსნა – ჩ




  • ჩიტის მონადირება: ახალ ვისმეს გაიცნობ.

  • ჩამოვარდნა მაღლობიდან: ცუდია, ძალიან შერცხვები.

  • ჩექმის ჩაცმა: ძველი - ცუდია, ახალი - კარგია.




სიზმრის ახსნა – ც




  • ცეცხლის ნახვა: ჩხუბი მოგივა მეგობართან ან ნათესავთან.

  • ცხენის ნახვა ან ჯდომა: ძალიან კარგია და სიხარულია.

  • ცოლი შეირთო (სიზმარში): ძალიან ცუდია და დარდის შემატებაა.

  • ცა მოწმენდილი: ძალიან კარგია.




სიზმრის ახსნა – ძ




  • ძმის ნახვა: ნიშანია სიმდიდრის.

  • ძროხის მოწველა: კარგია, ქონებას უფრო შეიძენ.

  • ძაღლის ნახვა: მტერია, ფრთხილად იყავი.

  • ძაღლის ლეკვი: ძალიან კარგია.




სიზმრის ახსნა – წ




  • წვერის მოპარსვა: ზარალია. დავარცხნა - მოგების ნიშანია.

  • წყლის ნახვა: მღვრიე - ცუდია, წმინდა - ძალიან კარგი.

  • წვიმის ხმა: ჩხუბი მოგივა ვისმესთან.

  • წისქვილი: ბედნიერების ნიშანია.




სიზმრის ახსნა – ჭ




  • ჭარხლის დათესვა: კარგია, ჭამა - კი ძალიან ცუდი.

  • ჭიდან წყლის ამოღება: კეთილი ნიშანია და შემატება.

  • ჭიანჭველების ნახვა: კარგია და კეთილი, დახოცვა - ცუდია.




სიზმრის ახსნა – ხ




  • ხორბლით ავსება: დიდ მოგებას მიიღებ.

  • ხიდის ჩატეხვა: სიკვდილის ნიშანია.

  • ხის წაქცევა: კაცის სიკვდილს მოასწავებს.

  • ხორცის ჭამა: განსაცდელის ნიშანია.




სიზმრის ახსნა – ჯ




  • ჯვარის გამოგლეჯვა/გამოართვა: ცუდი რამე შეგემთხვევა.

  • ჯვარი ოქროსი: იპოვნო – საწადელი შეგისრულდება.

  • ჯარის ნახვა: საყოველთაოდ მწუხარების ნიშანია.




სიზმრის ახსნა – ჰ




  • ჰაერში ფრენა: ბედნიერებას მიაღწიო.

  • ჰაერი წმინდა: ბედნიერებას მიაღწევ.