შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სამარცხვინოა, მაგრამ თავს ვერ ვერევი...ჩემი ძმის საცოლე შემიყვარდა"


15-07-2015, 22:52
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 16 778

საშინელ მდგომარეობაში ვარ. ისეთი რამ შემემთხვა, თავი რომ მოვიკლა, ის მირჩევნია. ვიცი, გასამხელადაც სამარცხვინოა, მაგრამ თავს ვერ ვერევი და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. საქმე ისაა, რომ ჩემი ძმის საცოლე შემიყვარდა. გიგა და ია თითქმის ერთი წელია, ერთმანეთს ხვდებიან, ოფიციალურ საცოლედ და საქმროდ ითვლებიან, მაგრამ მე მხოლოდ ერთხელ მყავდა ჩემი სარძლო თვალმოკვრით დანახული. ამას წინათ კი, გიგამ ია სახლში მოიყვანა, რომ ოჯახისთვის ოფიციალურად გაეცნო და იქ დამთავრდა ჩემი ცხოვრება: სახეში შევხედე თუ არა, კინაღამ გული წამივიდა. ასეთი რამ მხოლოდ წიგნებში თუ წამიკითხავს და ყოველთვის მეცინებოდა ამგვარ სენტიმენტალობაზე. იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ თავად აღმოვჩნდებოდი სიყვარულის ხაფანგში თავიან-ფეხიანად გაბმული?!

რა თქმა უნდა, არავის წარმოდგენაც კი არ აქვს, რა დღეში ვარ. სიკვდილი მენატრება. ვიცი, რომ ეს, ყველაფერ დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, კაცობის ღალატია, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. წარმოდგენა არ მაქვს, გიგა ცოლად რომ მოიყვანს იას, ერთ ბინაში როგორ უნდა ვიცხოვროთ. სიამოვნებით გადავიკარგებოდი სადმე, ან უცხოეთში წავიდოდი სამუშაოდ და უკან აღარ დავბრუნდებოდი, მაგრამ ამ წასვლასაც იმხელა თანხა სჭირდება, ჩემი ხელფასით ათ წელიწადში ვერ დავაგროვებ. ახლა გადავწყვიტე, სანამ რამე გზას ვეწევი, ცალკე, ქირით გავიდე საცხოვრებლად ყველაზე მოშორებულ გარეუბანში, ან, სულაც, სხვა ქალაქში ან რაიონში დავსახლდე და აღარასოდეს ჩამოვიდე თბილისში.

ჩემი ამბავი, თუნდაც ერთმა ადამიანმა რომ გაიგოს, ზუსტად ვიცი, არაკაცის სახელი შემერქმევა. წადი მერე და იმართლე თავი! ვინ დამიჯერებს, რომ ყველაფერი თავისთავად, ჩემდაუნებურად დამემართა?!

დათო, 24 წლის.

წყარო: "თბილისელები"



№1  offline წევრი ფსიქო.13

ოხ ეს არაკაცი ხდდ
არაფერი არ ეშველება სიყვარულს,თავისით მოდის,და თავისით მიდის.
დრო ყველაფრის მკურნალიაო,გადაეცით დათოს.
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline წევრი DaaDaa

ესრომ წავიკითხე დავმუნჯდი.წარმომიდგენია რა მდგომარეობაშია ეხლა,ამის დამწერი.

 


№3  offline მოდერი ელი

მართლაც რთულ მდგომარეობაშია. არაა სწორი ეს გრძნობა,მაგრამ ეს ხომმართლაც გრძნობაა,რომელიც არავის და არაფერს ემორჩოლება?! არც იფიქრო სუიციდზე.ეს არაა გამოსავალი.არა სააჭირო შენი სიკვდილი საქმის "მოსაგვარებლად". უბრალოდ ახლა, შენ ფიდგას ცხოვრების ალბათ ირთულესი პერიოდი. აზლ უნდა გამაგრდე და არა დაეცე. უბრალოდ მიენდე უფალს და რწმენა გაგაძლიერებს. საცხოვრებელის გამოცვლაც კარგი იქნებოდ ვფიქრობ და მიგასქავლი თუ გინდა ადგილს.წარმატებები. უბრალოდ გაძილიერდი და არ დაეცე. უფალი გფარავდეს .

 


№4  offline წევრი cancara

გულს ვერ უბდზანებ არვიცი რა გირჩიო სიყვარულში გამოცდილი არვარ

 


№5  offline წევრი Tekla99

Ecade sxva gogoebze gadaatolo guli da is daiviwyo vinme iseti araa vinc mogwons an arvi auu ((

 


№6  offline მოდერი ანკა

მე გირჩევ, რომ რაიმეთი დაკავდე და იმ გოგოზე არ იფიქრო. როდესაც მარტო დარჩები ისეთი რამე აკეთე, რაც ყურადღებას სხვა რამეზე გადაგატანინებს. დროთა განმავლობაში დაგავიწყდება :)
წარმატებებიი!!!<3

 


№7  offline წევრი Maia-Mia

ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხარ ნამდვილად :(მე გირჩევდი,რომ თავი მაქსიმალურად დაიტვირთო.არ ვიცი რა პროფესიის ხარ,მაგრამ რაც არ უნდა იოს იმუშავე.რაც უფრო მძიმე სამუშაო იქნება უფრო გაგიადვილდება.დაიღალე დაიტვირთე და საფიქრელად დრო აღარ დაგრჩება.გამომიცდია და ვიცი...პირველი უიღბლო სიყვარულის შემდეგ სწორედ ამან მიშველა.გამოთაყვანებამდე ვიყავი დატვირთული სამსახურით...სწავლით და მართლა აღარ მქონდა დრო და ენერგია რომ მეფიქრა ამაზე. ღმერთი დაგეხმარება,არ დაეცე სულიერად და სხვაც გამოჩნდება დამიჯერე..."ახალი სიყვარული კლვს ძველს" არ მჯეროდა ამის მარა ესეც გამოვცადე. წარმატებები :)

 


№8 სტუმარი სტუმარი თამარი

უფალს მიენდე არ გაგწირავს.დამიჯერე ილოცე შენს სულს გადაარჩენ.გამოჩნდება ადამიანი შენს ცხოვრებაში ვინც ბედნიერებას მოგიტანს.ცხოვრება წინ გაქვს.ვიცი ძნელია ამის თქმა,მაგრამ დაძლევ. ცხოვრება ხომ ბრძოლააა.... წარმატებები

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

ჰაიმეეე საწყალი ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent