შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაქალის შეყვარებულისგან დავორსულდი…


16-07-2015, 23:06
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 19 480

ძალიან მრცხვენია ამ წერილის დაწერა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ყოველთვის ერთგული და კარგი მეგობარი ვიყავი, მაგრამ ხომ იცით, ადამიანს ეშმაკი რომ შეუჩნდება, არ მოასვენებს, სანამ სისულელეს არ ჩაადენინებს. ისე მკაცრად გავკიცხავდი სხვას ასეთი საქციელისთვის, ქვასაც არ დავინანებდი. მიკვირს, მე როგორ დამემართა ეს. მე და ია ბავშვობიდან ვმეგობრობდით, ძალიან მიყვარდა, თუმცა ია გარეგნობით ჩემზე ბევრად უკეთესი იყო და გულის სიღრმეში, ცოტა არ იყოს, გული მწყდებოდა ამაზე. ია მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, დასდევდნენ, საჩუქრებს უძღვნიდნენ, მის გამო მთელი უბანი აწრიალებული იყო. იას კი ეს აინუნშიც არ მოსდიოდა. ძალიან კარგი გოგოა და თავშიც არ ჰქონია ავარდნილი. ზოგჯერ ამბობენ, ლამაზები შეუხედავებთან იმიტომ მეგობრობენ, რომ პატივმოყვარეები არიან და მათ ფონზე უფრო ლამაზები გამოჩნდებიანო. მაგრამ, იასგან ეს არასოდეს მიგრძნია. ძალიან მიხაროდა და მეამაყებოდა ასეთი მეგობარი. სადაც წავიდოდით, მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, ყველას მოსწონდა და აქებდა. ვერ ვიტყვი, რომ უშნო ვარ, თუმცა არც კარგი მეთქმის. იას ფონზე ხომ სულმთლად ვიჩრდილებოდი. მოკლედ, ცოტა არ იყოს, შური შემეპარა. ხომ იცით, ქალი როგორია, ყველას თვითონ უნდა, ყურადღების ცენტრში იყოს. ჰოდა, ერთ ჟურნალში ასეთი რამ წავიკითხე: „აღფრთოვანებული ხართ მეგობრით და საკუთარ თავს უკანა პლანზე აყენებთ? დროა, გამოხვიდეთ ლამაზი მეგობრის მომაბეზრებელი ჩრდილიდან, თუნდაც ის თქვენი საუკეთესო მეგობარი იყოს”. ერთი სიტყვით, მაგრად „დავიგრუზე”, ვფიქრობდი, ამდენ ხანს რა დებილი ვყოფილვარ-მეთქი.

ერთხელ სადღაც ვიყავით ერთად. ერთი ბიჭი მომეწონა, თანაც ძალიან. სულ ვცდილობდი, სიმპათიური ბიჭებისთვის თვალი არ დამედგა. ვფიქრობდი, მაინც არ შემომხედავდნენ და გული დამწყდებოდა. სულ ასე იყო, მომწონდა ის, ვისაც ვერ მივწვდებოდი. ის კი, ვისაც მოვწონდი, გულზე არ მეხატებოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მახოზე დავშტერდი. მთელი საღამო ვიჯექი და დებილივით ვუყურებდი ჩუმ-ჩუმად. ათასნაირად ვეპრანჭე, ვეკეკლუცე, ვიცინოდი, ვერაფრით მივიქციე მისი ყურადღება. უცებ ადგა და ჩვენკენ წამოვიდა, ჩვენს მაგიდასთან დაჯდა. მთელ საღამოს იას ელაპარაკებოდა, ჩემთვის „სასიამოვნოას” მეტი არაფერი დასცდენია. იაც თვალებს უფახულებდა, მოეწონა ეტყობა. მე თავი მოვიკალი, წავიდეთ წავიდეთ-მეთქი. გამოგვაცილა, იას ტელეფონის ნომერი გამოართვა. მეც იასთან ავედი. იამ მახოზე ლაპარაკით ტვინი გამიბურღა და ვუთხარი, რა გული გააწყალე, ხამივით იქცევი, ჩვეულებრივი ერთუჯრედიანი აყლაყუდაა-მეთქი. ეწყინა და მომახალა: შენს აპოლონჩიკ თაყვანისმცემლებს მაინც არ სჯობიაო? გავბრაზდი, მაგრამ არაფერი მითქვამს.

ამის შემდეგ თავს ისე ვიჭერდი, თითქოს მახოს და იას ურთიერთობის უპირველესი მომხრე და ხელისშემწყობი ვიყავი. რომ ხვდებოდნენ, ზოგჯერ მეც მათთან ერთად ვიყავი. თუმცა, მახო მომწონდა და თავს ვერაფრით ვერეოდი. იას მიმართ ისეთი ბოღმა გავხდი, კარგად რომ გამოიყურებოდა, გულზე ვსკდებოდი. ია გულუბრყვილოდ მემასხრებოდა ხოლმე, როდემდე უნდა იტანტალო ეგრე, ერთი კარგი ბიჭი შენც „ააგდეო”. რა იცოდა, როგორ ნერვებს მიშლიდა მისი სიტყვები. ერთხელ იმასაც მოვკარი ყური, მახო იას ეუბნებოდა – ჩემთან ეგ გოგო გამომწვევად იქცევა, ხომ არ იცი, რა სჭირსო.

მოკლედ, თავს არ ვზოგავდი, რომ როგორმე მახოსთან, თუნდაც ერთხელ დაწოლის შანსი მქონოდა. ბოლოს დარწმუნება დავუწყე, მახო სხვა გოგოებს ხვდება და მეც სხვა თვალით მიყურებს-მეთქი. მახოს გამომწვევ და უხერხულ მესიჯებს ვწერდი სხვისი ნომრიდან. ბოლოს იმდენი მოვახერხე, რომ მასთან დავწექი. არ დავიწყებ იმის მოყოლას, რა და როგორ მოხდა, უბრალოდ, სიტუაციით ვისარგებლე. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ბოროტმა სურვილმა ამიტანა, ია გამემწარებინა. დავურეკე და ვუთხარი, რაც მოხდა, თან დავაყოლე, მაგრად შეინახე შენი ქალიშვილობა-მეთქი. გაოგნებისგან ცუდად გახდა, ყურმილი დამიკიდა… მერე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მეგობრებმა ზურგი მაქციეს, მამა არ მელაპარაკება, ერთადერთი, დედას ვებრალები. მთელ უბანში თითით საჩვენებელი გავხდი. მახოს და იას ვეზიზღები. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ან როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება. მახო ბავშვის გამო ჩემზე არ დაქორწინდება და რომც დაქორწინდეს, ამას თავს ვერასოდეს ვაპატიებ.

თამთა, 25 წლის.
წყარო: ჟურნალი “თბილისელები”



№1  offline წევრი prettygirl

დავმუნჯდი...

 


№2  offline წევრი mendi

sazgvargaret ver shedzleb wasvlas? bavshvis moshorebaze arc ifiqro. dro yvelafers moagvarebs.

 


№3  offline წევრი FrAgOla

არ წამიკიტხავს სტატია ,,გულის ამრევი" სათაურის გამო winked

 


№4  offline წევრი მმარიამი

gamovshterdii...porvelrigshikargia tu nanob. Ar yofilxar monstri sazizgari dá a.shshen chveulebrivi suleli xar ronelic imedia chkuas iswavlis... Ver gagkicxav mase u.dá momxdariyo dá.moxda exla unda ubrdzolo imistvis rom tititsachvenebeli děda iyo... Gamomdinare iqidan rom mamachemze mabodebs am shemtxvevashi yvelaze metad mamasheni mecodba... Nečtu unda ibrdzolo rom vinmes nádoba daimsaxuro sauketeso megobris galati ar vici.mě mimklavda gammanadgurebda dá shemrcxveboda... Minda rom gagamxnevo magram věra aranairi gamartleba ar aqvs shen saqciels... Maxoc damnashavea maham gaachnia sitoacias romlitac shen isargeble... Arada patara agar xarr... Shen axali cxovreba unda daiwyo patara angeloztqn ertad <3 ... Ufalma shegindos es cisca romelsac galati qvia... <3 Icxovre sakutari shvilistvis ubnis choriknebs yuradgeba ar miaqcio.. aec ode Kargi megobrebigyolia warmomidgenia rogor gichirs dá e,ka gaqcies zurgi ... Gamodis rom dedasheni oto mxolod.namdvili mteli 25 wlis mandzilzee... :(((( mamashenze dá mis shemorigebaze izrune

 


№5  offline წევრი ფსიქო.13

არ წავიკითხე,სათაურის გამო.
გულიმერევა,შენნაირებზე :)
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№6  offline წევრი Qeis

ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით ^_^ ყველას მოგვდის შეცდომები, ზოგიერთი უპატიებელი ))) ღმერთმა ანგელოზი გაჩუქა შვილის სახით, იცხოვრე მისთვის )))

 


№7  offline წევრი m a r i a m m

Mogoniliaaaa ;)

 


№8 სტუმარი სტუმარი ნათია

ვაიმე ეს როგორუნდა გააკეთოს ადამიანმა ნუ არვიცირა

 


№9 სტუმარი სტუმარი ანა

კომენტარებს გადავხედე და ერთი-ორი თუ აღმოვაჩინე ისეთი,რომ ამ გოგოს გვერდით დაუდგა.ვიცი,რომ არაა კარგი საქციელი,მაგრამ გული მერევა შენნაირებზე და გულის ამრევია,ასეთებს მაინც ნუ წერთ.ვიცი,რომ თქვენ აზრს აფიქსირებთ,მაგრამ ეს ცოტა “რბილად“ მაინც გააკეთეთ.ვიცი,რომ მან ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ,მაგრამ ამ ურთიერთობაში სამივეს ძალიან აქვს მიქარული. მივხვდი,რომ ია ძალიან ლამაზი გოგონაა,მაგრამ ზოგჯერ უნდა დაფიქრებულიყო თავის კომენტარებთან დაკავშირებით და უარესად არ დაეგდო შენი თვითშეფასება.შენ,უფრო უნდა გყვარებოდა საკუთარი თავი მასთან,მაგრამ არაუშავს...მივხვდი რაც მოხდა,მაგრამ მაინც არ გეპატიება მსგავსი საქციელი,ხომ ხვდები?! აი,მახოს რაც შეეხება არ უნდა აგყოლოდა და რაღაც მაინც ეთქვა შენთვის.ახლა უბრალოდ სხვაგან გადასვლა ცადე,ესეც თუ არა გახდი ისეთი დედა,რომ ყველასთვის მისაბაძი გახდე.

 


№10 სტუმარი სტუმარი Ekaterine

Magari daqali yofilxar uzneo da shuriani xar radgan eseti ragac dawere aqedan tanagrznobas getyoda vinme uzrdelo

 


№11 სტუმარი :)

ra sacodavi arseba xar.. metis girsi xar:)

 


№12  offline წევრი eka3

იცი არმოვყვები ახა ეს რაჩაგიდენიაა და როგორ იკადრეო სისულელეა დგება მომენტი როცა ადამიანი თავს კატგავს და აკეთებს იმას რასსც აკეთებს უფალი ამვოვს არ განიკითხოდა არ განიკითხებიო რა უფლებამაქ განგიკითხო. მეხოარვიცი რასმიმზადებს ცხოვრება იცი სიყვარული თადადგომა და ფეხზე დაყენება წაქცეულებს ესაჩიროებათ და არა მათ ვინც მყარად დგას ფეხზე გახსოვდეს რომ უფალი შენთანაა და უყვარხარ ვიმოდოვნებ რომ ბავშვი გააჩინე და ახლა შენსგვერდითაა არასოდეს მოუსმინო ხალხის რბოს არასდროს მათ უდანაშაულოების დასჯა ყველაზემეტად უყვართ

გახსოვდეს რომ არავისზე ნაკლები არხარ

 


№13  offline წევრი ninsi995

ანგელოზებო

მე მაგალიტად ესე არ განვიკიტხავ ადამიანს.ამ დროს ცჰუმად ვარ უბრალოდ.. ხო მარტალია სასჰინელებაა მაგრამ ისე გამოხტებიტ ზოგი რო : ) ნუ ნეტა მარტლა ეგეტი წმინდანები იკოტ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent