შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დაქალი ჩემი ქმრის საყვარელი გახდა...


18-07-2015, 01:11
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 15 929

ზუკა რომ გავიცანი და მასთან პაემნებზე დავიწყე სიარული, ჩემი დაქალი დამცინოდა – ამისთანა რა გაგიჭირდა, რომ ეგეთ ბიჭს ხვდებიო. მე ძალიან მწყინდა, მაგრამ არაფერს ვეუბნებოდი, რადგან არ მინდოდა, ბავშვობის მეგობრის დაკარგვა. ბოლოს, გული რომ გამიწყალა, ვუთხარი, შეიძლება, გარეგნობით ვარსკვლავებს არ ეთამაშება, მაგრამ, იმდენად დადებითი პიროვნებაა, მასთან თავს ბედნიერად ვგრძნობ-მეთქი. ამ სიტყვებზე იმდენი იცინა, კინაღამ გული წაუვიდა – კაცი მხოლოდ მაშინ არის დადებითი პიროვნება, როცა ბევრი ფული აქვს, შენს ჯიბეგაფხეკილ შეყვარებულს კი რა გააჩნიაო. ესეც გადავყლაპე, რადგან უსიამოვნებას მოვერიდე. რამდენიმე თვეში მე და ზუკა დავქორწინდით. გამოგიტყდებით და, არ მინდოდა, მეჯვარედ ნეკა წამეყვანა, მაგრამ, სხვანაირად არ გამოვიდა და ნეკა ჩემი მეჯვარე გახდა. თუმცა, ჩვენთან იშვიათად მოდიოდა, რადგან ჩემი ქმარი მაინცდამაინც არ ეხატებოდა გულზე. მერე ისე მოხდა, რომ ზუკა სამსახურში დააწინაურეს და საკმაოდ სოლიდურ და მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნეს. ეს რომ ჩემმა დაქალმა გაიგო, ჩვენთან სიარულსა და ზუკას ქებას მოუხშირა. ჩემს ქმარს ეს ძალიან უკვირდა. ერთხელ მითხრა კიდეც, რა ბზიკმა უკბინა შენს მეჯვარეს, ასე რომ შევუყვარდიო. მე კი ვიცოდი მიზეზი, მაგრამ მაინც დავინდე ჩემი დაქალი და ქმართან მასზე ცუდი არაფერი ვთქვი. ამდენ სიარულში ნეკა ისე შემოგვეჩვია და ისეთი შინაური გახდა, როცა არ მოდიოდა, ზუკა მოიკითხავდა ხოლმე – სად არის, რატომ აღარ ჩანსო. მეც მიხაროდა ნეკას მოსვლა, რადგან ზუკას სულ აქებდა, ორივეს თვალებში შემოგვციცინებდა და ჩვენს ოჯახში ხალისი შემოჰქონდა.

მერე ისე მოხდა, რომ საოპერაციო გავხდი და თითქმის ორი თვე საავადმყოფოში ვიწექი. ნეკა ყოველდღე მაკითხავდა. მე ვნერვიულობდი, ზუკას ვინ მიხედავს-მეთქი და სულ ამაზე ვწუწუნებდი. ბოლოს ნეკამ ხუმრობით მითხრა, თუ არ იეჭვიანებ, მე მივხედავო. მადლობის მეტი რა მეთქმის-მეთქი, ვუთხარი. იმ დღიდან ნეკა ყოველდღე მიდიოდა ზუკასთან, სადილს უკეთებდა, ურეცხავდა, უუთოებდა, მერე კი ანგარიშს მაბარებდა.

სახლში რომ დავბრუნდი, მართლაც ისე დაწკრიალებული დამხვდა ყველაფერი, გამიკვირდა კიდეც. ნეკა ისევ განაგრძობდა ჩვენთან ყოველდღე სიარულს. მე ძალიან დასუსტებული ვიყავი და სახლის საქმეებში მეხმარებოდა. თავიდან ვერაფერს ვამჩნევდი, მაგრამ, ერთ დღეს, ჩემს ქმარს შემთხვევით თავზე წავადექი, მობილურით ვიღაცას ელაპარაკებოდა, დღეს არა, ხვალო, – უთხრა. ისე, სხვათა შორის ვკითხე, ვინ არის-მეთქი. არავინ, ჩემი თანამშრომელია და რაღაც საქმეზე დამირეკაო – მითხრა დაბნეულმა. სასწრაფოდ გათიშა მობილური და რაღაცნაირად, ძალიან ნაძალადევად და ხელოვნურად დაიწყო ხუმრობა და მლიქვნელობა. ამან დამაეჭვა. ოთახიდან რომ გავიდა, ჩუმად ავიღე მისი მობილური, „გავქექე” და, ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ნეკას ტელეფონის ნომერი იყო არაერთხელ დაფიქსირებული. ქალურმა ალღომ მაშინვე მიკარნახა, რაშიც იყო საქმე. მაგრამ, გადავწყვიტე, არაფერი მეთქვა და თვალთვალი დამეწყო. სულ სამი დღე დამჭიდა სიმართლის დასადგენად. ჩემთვის ეს მომაკვდინებელი იყო, მაგრამ თავს დღემდე იმით ვიმშვიდებ, რომ ზუკა ეუბნებოდა, გვეყოფა, რაც მივქარეთ, მე ჩემი ცოლი მიყვარს, ვერავის გამო ოჯახს ვერ დავანგრევ და შენ ჩემი ცხოვრებიდანაც და ჩემი ოჯახიდანაც უნდა წახვიდეო. ნეკა ათასნაირად აცოდებდა თავს, ემუქრებოდა კიდეც, მაგრამ ზუკას ვერ ითანხმებდა, ურთიერთობა გაეგრძელებინათ.

მე დღემდე არაფერი მითქვამს ჩემი ქმრისთვის და მხოლოდ ღმერთმა იცის, ეს რა ძალისხმევად დამიჯდა. ნეკა კი მართლა წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან. მე ისევ ისე მიყვარს ჩემი ქმარი და მეშინია, მისი დაკარგვის, მაგრამ, როგორც კი გამახსენდება, როგორ მიღალატა ჩემსავე დაქალთან, გაორება მეწყება და აღარ ვიცი, ღირს კი ასეთ კაცთან მთელი ცხოვრების გატარება?

მზია, 32 წლის.

წყარო: "თბილისელები"



№1  offline წევრი nanako123

Dzlieri qali yofilxar !

 


№2  offline წევრი marisa

ეს სიძლიერე სულაც არ არის და ასეთი შენარჩუნებული "ოჯახები" არ მწამს. ერთია, ქმარს აპატიო და მეორე, მთელი ცხოვრება ტყუილში იცხოვრო.

 


№3  offline წევრი ფსიქო.13

ras xedavs chemi tvalebi!
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№4  offline წევრი Tako Gogelia

მე ეს რომ გამეგო გავგიზდებოდი და დაქალი კაიარა თმებით ვიტრევდიი და შეურაწყობას მივაყენებდი შევარცხვენდი ისე რომ ჩემ სახლთან გასვლის ცხვენოდესს

 


№5  offline მოდერი ანკა

თუ შენი დაქალი უკვე გაქრა შენი ცხოვრებიდან მაშინ თავი დაანებე, ნუღარ დაუბრუნდები ძველს. შენს ქმარს რაც შეეხება, არ ვიცი რა გითხრა. თუ გიყვარს მასთან ჩხუბი ან რამე ეგეთი არ გინდა, უბრალოდ შეგიძლია ნამიოკები ჩაურტყა ისე, რომ თვითონ აღიაროს ეს საქციელი და ბოდიში მოგიხადოს... არ ვიცი. შენი გადასაწყვეტია. ტყუილში ცხოვრება მართლაც გაუსაძლისი იქნება და მგონი ჯობს ყველაფერი გაარკვიოთ.
წარმატებები! smile love

 


№6  offline წევრი vaNga

სათაურის გამო, აღარ წამიკითხავს შინაარსი. და საერთოდ, ვერ ვხვდები, რატომ აქვეყნებს ადმინისტრაცია ამას? :)
--------------------
ზ.ფაჩულია

 


№7 სტუმარი tatia

მასეთი არც ქმარი მენდომებოდა და არც დაქალი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent