შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზედმეტმა მორჩილებამ მარტო დამტოვა ცხოვრებაში – არც შეყვარებული მყავს და არც მეგობარი


27-07-2015, 22:33
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 8 649

უკვე 30 წლის ვარ და სიცოცხლე მომბეზრდა – არაფერი საინტერესო და სასიხარულო არ ხდება ჩემს ცხოვრებაში. ვიცი, რომ ცოდვას ვამბობ, მაგრამ, ასეა. ყელში ამომივიდა ერთი და იგივე, სულ დათმობა, სულ უკან დახევა და ჩრდილში დგომა.
მთლად პატარაობიდან, რაც კი თავი მახსოვს, სულ კანონებისა და მიღებული წესების დაცვით ვცხოვრობდი – ასე მოითხოვდნენ ჩვენი მშობლები, რადგან თვითონაც ასე ცხოვრობდნენ და მიაჩნდათ, რომ მხოლოდ ასე ცხოვრება იყო სწორი, წესიერი და მართალი. რაღაც ასაკამდე ჩემს დასაც იმორჩილებდნენ, მაგრამ მერე ინგა მიხვდა, რომ იხრჩობოდა ამდენი „არ შეიძლებათი“, ამდენი „სირცხვილია, ხალხი რას იტყვის“ და სხვა მსგავსი აკრძალვებით და, ერთ დღესაც, ისეთი მიტინგი მოუწყო დედ-მამას, რომ იქით ეხვეწებოდნენ, ოღონდ დაწყნარდი და რაც გინდა, ის ქენიო.
იმ დღიდან მართლაც დაიხსნა თავი მშობლების „აღმზრდელობითი კლანჭებიდან“ და ცხოვრობს თავისთვის ბედნიერად. მე კი, ამხელა ქალი ვარ და სამი წლის ბავშვივით ყველაფერში ვემორჩილები მშობლებს. მაქვს ხოლმე შინაგანი პროტესტი, მაგრამ ხმამაღლა დაწიკვინებასაც კი ვერ ვბედავ. შეიძლება, დებილად ჩამთვალოთ, მაგრამ ბოლომდე სიმართლე უნდა დავწერო: ვჭამ იმას, რასაც თვალის დასანახავად ვერ ვიტან, მაგრამ, რადგან ჩემი მშობლები გიჟდებიან, სულ „იფ, იფ“ გამიდის, თუმცა, ისე მეზიზღება, ლამის გული ამერიოს ხოლმე; ასევე, მაცვია ის ტანსაცმელი, რომელიც დედაჩემს მოსწონს (ძირითადად თავისი ნაქონი), თანაც იმ სტილში, რომელიც უკვე გადასულია მოდიდან, მაგრამ, რადგან დედას მიაჩნია, რომ მაღალი დონის გასათხოვარმა გოგომ აკადემიურად უნდა ჩაიცვას და ასე შემდეგ. შედეგად კი ის მივიღე, რომ 30 წლის ქალს ჯერ ფლირტიც კი არავისთან მქონია. არადა, მართლა არა ვარ მახინჯი და გოიმი. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაზე „დახადიაკ“ ბიჭებსაც კი არ მოსწონთ მუდო, საკუთარ თავში ჩაკეტილი, ზედმეტად მორცხვი და გაუბედავი გოგოები. ასეთი თუ ხარ, თუნდაც ფრთიანი ანგელოზი იყო, მზეთუნახავი და თან, დედამიწაზე ყველაზე ნიჭიერი და განათლებული, კაციშვილი ზედ არ შემოგხედავს. ჩემმა ზედმეტმა მორჩილებამ მარტო დამტოვა ცხოვრებაში – არც შეყვარებული მყავს (პირად ოჯახზე აღარაფერს ვამბობ) და არც მეგობარი. ისე ვარ დაკომპლექსებული, სამსახურშიც კი ვერავინ დავიმეგობრე – მეშინია, უარი არ მითხრან და შეურაცხყოფილი არ დავრჩე. დედაჩემს კი ეს სულაც არ აღელვებს, მეუბნება – შენ შენი წესიერებითა და ინტელექტით ყველაზე მაღლა დგახარ, იმათ იკითხონ (ოღონდ, ვერ ვხვდები ხოლმე, „იმათში“ ვის გულისხმობს), თორემ შენ არსად დაიკარგებიო.
დედამიწის ზურგზე შენი ოჯახის წევრების გარდა რომ არავინ გიცნობს, არავის ახსოვხარ და არავის ენატრები, დაკარგული ხარ, აბა, რა ხარ?!

მარინა, 30 წლის.
წყარო: "თბილისელები"



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

აქ წერა მივიდეს და მშობლებს უთხრას ეს ყველაფერი,თუ იმის იმედზეა,რომ დედამისი ან მამამისი სადმე მოჰკრავს თვალს ამ სტატიას,წაიკითხავს და გულში მოხვდება..

 


№2  offline წევრი pumpula

Netav icode rogori kargad mesmis sheni radgan analogiur mdgomareobashi var mec ukve vxvdebi rom ert dgesac dzala agar meyofa da yvelafers davamtavreb. Aramaklebebi chemi mshoblebi arian. Arc garegnobas vuchivi da arc cudi samsaxuri maqvs magram chemtvis piradi cxovreba ar arsebobs imitom rom eg turme bozobaa da turme mteli cxovreba chem mshoblebs unda vuyuro. Mamas vezizgebi imis mere rac gaigo rom ert bichs movwondi. Sakmarisia rom rameze protesti gamovtqva fizikur sheurawyofaxe gadadis ukve vnatrob neta ertxel ise damartyav movkvde

Icii rogori natvra myavs gverdit myavdes adiani vinc damafasebs da adamianad chamtvlis da ara robotad arc fuli minda da arc araferi bedniereba minda

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

pumpula
Netav icode rogori kargad mesmis sheni radgan analogiur mdgomareobashi var mec ukve vxvdebi rom ert dgesac dzala agar meyofa da yvelafers davamtavreb. Aramaklebebi chemi mshoblebi arian. Arc garegnobas vuchivi da arc cudi samsaxuri maqvs magram chemtvis piradi cxovreba ar arsebobs imitom rom eg turme bozobaa da turme mteli cxovreba chem mshoblebs unda vuyuro. Mamas vezizgebi imis mere rac gaigo rom ert bichs movwondi. Sakmarisia rom rameze protesti gamovtqva fizikur sheurawyofaxe gadadis ukve vnatrob neta ertxel ise damartyav movkvde

Icii rogori natvra myavs gverdit myavdes adiani vinc damafasebs da adamianad chamtvlis da ara robotad arc fuli minda da arc araferi bedniereba minda

შენს ადგილას მშობლების სახლიდან გადავიდოდი.
ვერ ვხვდები რატომ არ შეიძლება ვინმესმოსწონდე,რა არის ამაში ცუდი და,მითუმეტეს,ბა.ანუ შინაბერა უნდათ რომ დარჩე? თვითნ როგორ ცხოვრობდნენ საინტერესოა..უბრალოდ დატოვე მათი სახლი და ახალი ცხოვრება დაიწყე.ეს უკვე ზედმეტია ადამიანი და რობოტი ზრდასრულმა ადამიანმა უნდა განარჩიოს ერთმანეთისგან.არ შეძლება მუდამ უაზრო ჩარჩოებში ყოფნა.

 


№4  offline წევრი pumpula

Xoo martivi satqmelia gadadi sxvagan sacxovreblad magram roca tavisuflad garet fasvlac ar shemidzlia ra rogor unda gavaketo gmerts yovel dge imas vevedrebi rom gamosavali mapovninos

 


№5  offline წევრი pumpula

Tviton dzalian kargad grdznoben tavs simartle gitxra ocneba maqvs chemi saxli mqondes tundac iatakze davidzino. Amas rom vambob sulels miwodeben normaluria 25 wlis gogos mama xelit rom sheexeba da skams rom aigebs da dasartymelad gagimetebs

 


№6  offline წევრი pumpula

Ar vici albad imitom rom mshobelia da matnairi sr var ar minda sicocxle gavumwaro tviton ki amdens ver xvdebian

 


№7 სტუმარი nona djishkariani

გაფრთხილება! თქვენ არ გაქვთ უფლება რომ ნახოთ დამალული ტექსტი.

მოკლედ ამ გოგოს უნდა ვურცჰიოტ რამე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent