შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

10 მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტი სქესთა ურთიერთმიზიდულობის შესახებ


25-08-2015, 00:00
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 253

დაფიქრებულხართ, რატომ მოგეწონათ ეს მამაკაცი დანახვისთანავე? იქნებ ეს ერთი ნახვით შეყვარებაა, მაგრამ რა გვაიძულებს ადამიანი დანახვისთანავე მოვიწონოთ, ან შევიყვაროთ... მეცნიერების დასკვნები ჩვენთვის საინტერესო კითხვებს პასუხს გასცემენ.
2006 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ მშიერ მამაკაცს პუტკუნა ქალები ხიბლავს.

ავტრალიელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ქალებს წვერიანი მამაკაცები მოსწონთ. ისინი მათ სექსუალურად აღიქვამენ. ამასთანავე, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცი, რომელიც წვერს ატარებს, უკეთესად ზრუნავს შვილებსა და ოჯახზე.

მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ ქალებს... წითელ სამოსში. ეს ფერი მათ სექსუალურად აღაგზნებთ.

მამაკაცი სიმეტრიული სახის ნაკვთებით ყველა ქალისთვის სიმპათიურია. მეცნიერების აზრით, მას კარგი გენეტიკა აქვს. ქალების აზრით, იგი სექსუალურია. სექსოლოგების აზრით, კი მამაკაცი, რომელსაც სახის სიმეტრიული ნაკვთები აქვს, 4-ჯერ მეტჯერ აქვს სექსი.

მამაკაცების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ქალს, რომელსაც ქვიშის საათის ფორმის სხეული აქვს.

მეცნიერებმა საინტერესო აღმოჩენას მიაგნეს, ადამიანი, რომელსაც ასაკიანი მშობლები ჰყავს (30 წლის ზევით), ასაკოვან პატნიორს ირჩევს.

მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებსაც მაღალი ხმა აქვთ. მათთვის ეს ახალგაზრდულობისა და მიმზიდველობის ნიშანია. ქალებს კი პირიქით, დაბალხმიანი მამაკაცები ხიბლავთ. რადგან მათ უფრო ძლიერ პარტნიორად მიიჩნევენ.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მოღიმარი ქალი მამაკაცისთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება. მაგრამ ქალისთვის მოღიმარი მამაკაცი მიმზიდველი სულაც არაა.

უჩვეულოა, მაგრამ ფაქტია, რომ ქალებს იარებიანი მამაკაცები იზიდავენ. მათთვის ისინი სიძლიერესა და სიმამაცესთან ასოცირდებიან.

დაბოლოს, მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს და უჩვეულო შედეგი მიიღეს. მონაწილე ქალები და მამაკაცები დააწყვილეს. 90 წუთის განმავლობაში ისინი ერთმანეთის ინტიმურ წვრილმანებს განიხილავდნენ. შემდეგ ჩუმდებოდნენ და ერთმანეს თვალებში უყურებდნენ. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ბევრმა აღნიშნა, რომ მეწყვილეს მიმართ რაღაც გრძნობა გაუჩნდა, ზოგიერთი წყვილი და კი ერთი წლის განმავლობაში დაქორწინდა.



№1 სტუმარი s

დაბოლოს, მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს და უჩვეულო შედეგი მიიღეს. მონაწილე ქალები და მამაკაცები დააწყვილეს. 90 წუთის განმავლობაში ისინი ერთმანეთის ინტიმურ წვრილმანებს განიხილავდნენ. შემდეგ ჩუმდებოდნენ და ერთმანეს თვალებში უყურებდნენ. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ბევრმა აღნიშნა, რომ მეწყვილეს მიმართ რაღაც გრძნობა გაუჩნდა, ზოგიერთი წყვილი და კი ერთი წლის განმავლობაში დაქორწინდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent