შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

8 სიტყვა-პარაზიტი, რომელსაც ადამიანის ხასიათზე ბევრის თქმა შეუძლია


8-09-2015, 09:54
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 659

ხშირად ადამიანების საუბარში გვხვდება ისეთი სიტყვები, რომლებსაც არანაირი აზრობრივი დატვირთვა არ აქვს. თუმცა ეს სიტყვა "ორატორები" ამა თუ იმ ადამიანის მეტყველებაში მეორდება იმდენად ხშირად, რომ გამაღიზიანებელიც კი ხდება.
გარდა ამისა, მსგავსი სიტყვების წამდაუწუმ გამოყენება ადამიანის საუბრის დაბალ კულტურაზე, მსმენელის უპატივცემულობასა და ინტელექტის დაბალ დონეზე მეტყველებს. თუმცა, ხანდახან ეს სიტყვები ადამიანს, შესაძლოა, უბრალოდ, წამოსცდეს დაბნეულობის ან სხვა მიზეზის გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, იყავით ფრთხილად, ზედმეტმა სიტყვებმა შესაძლოა ბევრი რამ თქვას თქვენს ხასიათზე.

1."სხვათა შორის"
ამ სიტყვას ყველაზე ხშირად იყენებენ ის ადამიანები, რომლებიც ყურადღების ნაკლებობას განიცდიან. ახალ გარემოში აღმოჩენილები სიტყვათა შეთანხმებას "სხვათა შორის" იყენებენ უხერხულობისა და დაბნეულობის მოსახსნელად.

2."მოკლედ"
ამ სიტყვის მოყვარულებისთვის დამახასიათებელია მოუთმენლობა, სიჩქარე, ნევროზულობა, აგრესიულობა და ფეთქებადობა. ასევე, ამ სიტყვის ხშირად გამოყენება დამახასიათებელია ზედმეტად მოლაქლაქე ადამიანებისთვის.

3."ისა"
ამ სიტყვას ყველაზე ხშირად იყენებენ ზარმაცი ადამიანები და ისეთები, რომლებსაც არ უყვართ საკუთარი მოვალეობებისა და საქმის შესრულება. ასეთი ადამიანების ნდობა არ შეიძლება. ასევე, ისინი ძალიან იმპულსურები არიან, მარტივად არიდებენ პასუხისმგებლობას თავს და საკუთარ დანაშაულს სხვებს აბრალებენ.

4."საერთოდაც"
"საერთოდაც" – ეს სიტყვაც საკუთარი თავის რწმენის არმქონე ადამიანებს ახასიათებთ, ისეთებს, რომლებიც საკუთარი მერყევი ხასიათის გამო უმიზეზოდ აწყობენ სკანდალებს.

5."სინამდვილეში"
აქ ყველაფერი პირიქით არის – ამ სიტყვას ხშირად იყენებენ საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული ეგოისტები, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერი ყველაზე კარგად იციან. ისინი რთულად ეგუებიან ადამიანებს, ჰყავთ ძალიან ცოტა მეგობარი.

6."იქნებ"
ეს პარაზიტი – შემოქმედებითი ბუნების მქონე ადამიანის საყვარელი სიტყვაა, ადამიანის, რომელიც დიდ დროს ატარებს საკუთარ, გამოგონილ სამყაროში. ამ სიტყვით ეს ადამიანები ხაზს უსვამენ, რომ საზოგადოებისგან შორს არიან და რომ მათ ცხოვრებაში მომხდარი ყოველი მოვლენა მხოლოდ მათ ეხებათ.

7."უბრალოდ"
ამ სიტყვას ხშირად მოისმენთ იმ ადამიანთა მეტყველებაში, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი აზრი. ისინი დამოკიდებულები არიან გარშემომყოფებზე და როგორც წესი, ეშინიათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების. მათთვის დამახასიათებელია ხშირი თავის მართლება, რასაც მეგობრებისა და უბრალო ნაცნობებისგან უპატივცემულობა მოჰყვება.

8."ესე იგი", "ანუ"
ეს ორი სიტყვა ნამდვილი კონსერვატორებისთვის არის დამახასიათებელი. ისინი ნებისმიერ სიახლეს და ნოუ-ჰაუს აკრიტიკებენ, ხოლო საკუთარ აზრს აგრესიულად აყალიბებენ.

დაბოლოს, იმისათვის, რომ ღირსეული იყოთ ყველა გარემოსა და სიტუაციაში, აკონტროლეთ საკუთარი საუბარი და გამორიცხეთ იქიდან სიტყვა-პარაზიტები, რომლებიც არანაირ აზრს არ მატებენ თქვენს საუბარს და არც ისე კარგად გახასიათებენ.



№1  offline წევრი maridb

აუ რაა კარგი სიახლე იყო მომეწონა ძალიან . ყოჩაღ<3 love winked
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

maridb
აუ რაა კარგი სიახლე იყო მომეწონა ძალიან . ყოჩაღ<3 love winked

მადლობ.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent