შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგოზე


14-09-2015, 10:57
ავტორი mariamabazidze
ნანახია 2 318

თუ თქვენ გსურთ არასოდეს შეაჩეროთ პიროვნული ზრდა, უნდა დაქორწინდეთ გოგონაზე, რომელსაც საკმაოდ რთული ხასიათი აქვს.
კაცების უმეტესობა, ბუნებრივია, არჩევანს გააკეთებს იმაზე, ვისაც ბევრი პრეტენზია არ გააჩნია, რადგან ეს გაცილებით კომფორტულია. ის არ ითხოვს ბევრს, უბრალოდ მიჰყვება დინებას, არის მშვიდი და თბილი, ხშირად გიღიმით.

რთულ გოგონებს არ შეუძლიათ ასე მარტივად შეეგუონ მდგომარეობას, რადგან თვლიან რომ მეტს იმსახურებენ. მათ სჭირდებათ მაქსიმუმი როგორც საკუთარი თავისგან, ისე ცხოვრებისაგან და ისე საყვარელი მამაკაცისაგან.
ასეთი გოგოს გეგმები კიდე ბევრ რამეს გასწვდება. იგი კამათობს, გარწმუნებს, გადაგარწმუნებს — ის საერთო საქმეში დებს მთელ თავის ვნებას, მზრუნველობასა და ემოციას.

ასევე არ შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი ტიპის გოგოსათვის ეს საკითხები უმნიშვნელოა, მაგრამ იგი იმდენად უფრთხილდება თავის ურთიერთობას, რომ საკუთარი საჭიროებები, ოცნებები და იმედები გადააქვს მეორე ან მესამე პლანზე. ეს ყველაფერი კი ემსახურება ნებისმიერ ფასად ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნებას. მას არ ახასიათებს გამომგონებლური გონება, ის გაცილებით უბრალოა.

უინიციატივო მამაკაცი მაშინვე პირველ ვარიანტს აირჩევს, რადგან მას არ სურს ბევრი თავსატეხი და დამატებითი შრომა, არ სურს გამოიწვიონ ურთიერთობაში და შეეწინააღმდეგონ. თუმცა ასეთ ურთიერთობასაც ვერ დაარქმევ უპრობლემოს, რადგან მალე ყველაფერი რუტანაში გადაიზრდება და ჭკნება. ადამიანები კი ჩვევის, იპოთეკის ან ბავშვების ხათრით განაგრძობენ ერთად ცხოვრებას.
რთული გოგონები, როგორც წესი, შემოქმედებითი და კარგი წარმოსახვის უნარის მქონე პიროვნებები არიან. მათ შეიძლება გიჟებიც ვეძახოთ, მაგრამ არავის ეყვარებით უფრო ვნებიანად და ძლიერად.
სწორედ ასეთი გოგონები ახდენენ თქვენს პროვოცირებას, რომ აისრულოთ თქვენივე ოცნებები. მათთან ნებისმიერ თემაზე საუბარი საინტერესოა. მათ არგუმენტებს კი შეუძლიათ თქვენი ღირებულებათა სისტემა დააყენოს ეჭვქვეშ. ზოგჯერ იმასთან შეგუებაც მოგიწევთ, რომ ბევრ საკითხში თქვენზე გონებაგახსნილად აზროვნებს. კი, ვიცი, რომ ეს მარტივი არაა, მაგრამ სამაგიეროდ მოწყენის საშუალება არასოდეს გექნებათ.
უბრალო გოგოებს აზრებიც უბრალო აქვთ, მათთან ცხოვრება მშვიდი იქნება. ასე რომ თქვენი გადასაწყვეტია.

თუ თქვენ გინდათ გაიფართოვოთ აზროვნების ჰორიზონტები და შესაძლებლობები, უმჯობესია დაქორწინდეთ ,,რთულ” გოგონაზე. აი 8 მახასიათებელი, რომ ის რთულია.

1) იშვიათად გეუბნებათ იმას, რისი მოსმენაც გინდათ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მართალი აღმოჩნდება ხოლმე. დაქორწინდით მასზე!

2) დაქორწინდით ისეთ გოგონაზე, რომელიც გთხოვთ მის პატივისცემას.

3) დაქორწინდით გოგონაზე, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი პოლიტიკაზეც კი და შეიძლება ის თქვენსას სულაც არ ემთხვეოდეს.

4) დაქორწინდით გოგონაზე, რომელსაც თვალები უელავს, როცა თქვენ ლაპარაკობთ მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო თემაზე.

5) დაქორწინდით გოგონაზე, რომელიც არასოდეს მოგცემთ მისი ტალანტის დამარხვის უფლებას.

6) დაქორწინდით გოგონაზე, რომელიც გაიძულებთ გახდეთ უკეთესი ყოველ მომდევნო დღეს.

7) დაქორწინდით გოგონაზე, რომელიც ხშირად გეწინააღმდეგებათ.

8) დაქორწინდით გოგონაზე, რომლის ნიჭი და უნარები თქვენი უნარების თანაბარია, ან ამეტებს მას.

მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ დედაჩემში ყველაზე მეტად მოსწონდა ის, რომ იგი მასზე გონიერი იყო. მხოლოდ ძლიერ და ნამდვილ მამაკაცს შეუძლია ამგვარი აღიარება.

ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ასეთი ქალები რეალურად თავის ტკივილია, მათ შეუძლიათ ყველა საკითხზე გეკამათონ და რაღაც მომენტში ისიც გაგრძნობინონ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მისი გაბედნიერება, მაგრამ დროთა განმავლობაში, გამოცდილებასთან ერთად საუკეთესო პრეტედენტი გახდება ცოლის როლისთვის. როცა ასეთს იპოვნით არ მისცეთ თქვენგან წასვლის საშუალება, რადგან იგი შეიძლება საუკეთესო რამეა, რაც ცხოვრებაში შეგმთხვევიათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent