შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს - სახალისო ჰოროსკოპი სიმართლის ელემენტებით


24-09-2015, 14:20
ავტორი maridb
ნანახია 4 038

კაცობრიობის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ადამიანი რატომღაც რომელიღაც თანავარსკვლავედის ქვეშ დაიბადა. ანუ, ჩვენ ვიცხოვრებდით, ვიმუშავებდით და გვეყვარებოდა – ჩვეულებრივად, ნორმალურად, რომ არა ეს ვარსკვლავები.
ვერძი
ვერძს უყვარდება აუღელვებლად. და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ვერძი გვერდზე გადადებს თავის ცეცხლოვან ტემპერამენტს და მშვიდად იჯდება მდინარის ნაპირას, სანამ მის წინ ყველა მოწინააღმდეგის გვამი არ ჩამოცურდება. ამის შემდეგ ვერძი მშვიდად მივა თავისი ვნების ობიექტთან და უდარდელად ეტყვის: "წამოდი ბუჩქებში, ვიქორწინოთ".

კურო
კუროს აგრესიულად უყვარდება. სიყვარულის ობიექტი სულით ხორცამდე მას უნდა ეკუთვნოდეს – ყველა პრობლემითა და კრედიტით. რადგან სხვანაირად... არა, ამის ცოდნა არ მოგინდება. კუროს დევიზია, თუ მუქარა: შემიყვარებ, რომ გეუბნები! ასე რომ, მას ყოველთვის პასუხობენ სიყვარულით. ალბათ სწორედ აქ მოქმედებს გამოთქმა: "შიში შეიქმს სიყვარულსაო". და თუკი კუროსგან წასვლა მაინც გადაწყვიტეთ, ეს ფეხაკრეფით, უკუნეთ სიბნელეში და არაფრის გარეშე უნდა გააკეთოთ.

ტყუპი
ტყუპს უყვარს გულწრფელად და სამუდამოდ. ეს "სამუდამოდ" გრძელდება დაახლოებით ნახევარი წელი, ხოლო გულწრფელი სიყვარულის ობიექტი შეიძლება იყოს... ორი. თუმცა ტყუპს ორივე მართლაც მთელი გულით უყვარს. ტყუპისთვის ჩვეულებრივი მომენტია დილით იბღავლოს ერთი მარადიული სიყვარულისთვის, ხოლო ღამით გადაიხსნას ვენები მეორე ნამდვილი სიყვარულისთვის. ორივე შემთხვევაში ურვა ნამდვილია. აი, ვისაც ეს ვერანაირად ვერ ესმის, ეს მერწყულია.

კირჩხიბი
კირჩხიბს ფრთხილად უყვარდება. დაცურავს ნელა ობიექტის ირგვლივ და ფიქრობს: "იქნებ ეს ის არ არის?", "და იქნებ ჩვენ ის გავაკეთოთ და მერე მივხვდე, რომ ეს ის არ არის?". სიყვარულის ობიექტს ეს ირგვლივ ცურვა ხშირ შემთხვევაში ძალიან ღლის, ამიტომაც კირჩხიბის რომანის ალბათობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მომთენია მისი რჩეული. სამაგიეროდ, განსაკუთრებულად მომთმენები დასაჩუქრდებიან – შეყვარებულ კირჩხიბს შეუძლია საყვარელი ადამიანის ფერხთით მთელი სამყარო დადოს. თუმცა, "სამყაროს ფერხთით დადების" პროცესიც იგივე სქემით მიმდინარეობს: "იქნებ ეს სამყარო მოსაწყენია?", "იქნებ ჩემ სიყვარულს სულაც არ ჭირდება ეს სამყარო?" და ასე გრძელდება წლები...

ლომი
ლომს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ უყვარდება. გასაგებია, რომ ეს სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თანამედროვე საზოგადოება შეყვარებულებს თანაბარ უფლებებს ანიჭებს. ლომს კი საერთოდ არ ესმის, როგორ შეიძლება ჰქონდეს ამ არარაობასთან თანაბარი უფლებები. მაგრამ, თუკი გაიგებს ჯადოსნურ სიტყვებს: "მოდი, შენ იყავი ზემოდან" (არა მხოლოდ სექსის კონტექსტში), ლომი ავტომატურად დანებდება ამ გრძნობას.

ქალწული
ქალწულს უყვარდება ისე, თითქოს უკანასკნელად. შეყვარებული ქალწული ზღურბლიდანვე სთავაზობს ვნების ობიექტს საკუთარ ხელს, გულს, მეგობრებს, შვილებს პირველი ქორწინებიდან და გაუთხოვარ მამიდას. მოკრძალებულ შეკითხვაზე: "მაგრამ მამიდა რაღატომ?", შეყვარებული, მაგრამ ჯერ კიდევ გონებაზე მყოფი ქალწული უპასუხებს, იმიტომ, რომ ოჯახი ხრამია. და თუკი ვნების ობიექტი მოულოდნელად გაქრება, ქალწული მშვიდად დაიტანჯება და მოიცდის რამდენიმე წელს იმ იმედით, რომ ობიექტი გადაიფიქრებს. სხვათა შორის, გადაფიქრება და ქალწულთან დაბრუნება – სწორი გადაწყვეტილებაა.

სასწორი
სასწორებს ხელოვნების სიყვარულის გამო უყვარდებათ. რადგანაც რომანი – ეს ლამაზია. ლამაზი რომანი კი – ძალიან ლამაზი. სასწორი ლამაზად მოგიდგებათ, ლამაზად დაკავდება თქვენთან სექსით და ლამაზად წავა ერთ მშვენიერ ღამით. შემდეგ კი ლამაზად

დაბრუნდება. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბოროტულად არა – უბრალოდ ცხოვრება მოკლეა და ყველაფერი უნდა გასინჯო. ყველაფერი ხომ ასეთი გემრიელია.

მორიელი
მორიელს ტექნიკურად უყვარდება: მსხვერპლის სწრაფი არჩევა, ზუსტად გულში ჩხვლეტა და აი, მსხვერპლი აგონიაშია და ითხოვს: "დამიპყარი". მორიელი კი სიხარულით იპყრობს, შემდეგ კი გარბის სავარჯიშოდ.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს ურჩევნია, რომ საერთოდ არ შეუყვარდეს, რადგან იცის, ყველაფერი ცუდად იქნება. ყველაფერი ძალიან, ძალიან ცუდად იქნება, როგორც ყოველთვის. მაგრამ თუკი მშვილდოსანი შეძლებს დაივიწყოს და გადალახოს წინა სიყვარულებისგან დარჩენილი საშინელი მოგონებები, მაშინ ყველა დანარჩენი ნიშანი შურით დაუწყებს ყურებას შორიდან.

თხის რქა
თხის რქას რაციონალურად უყვარდება. არანაირი პეპლები მუცელში. თხის რქამ იცის, რომ ეს ფიზიოლოგიურად არ არსებობს და სანამ შეუყვარდება, კარგად უნდა აწონ-დაწონოს მოსალოდნელი ვნება. ის იჯდება ხის ტოტზე, როგორც ავაზა და წლებით დააკვირდება მსხვერპლს, რათა ზუსტი ნახტომი გააკეთოს – და აი მსხვერპლი მის ქვეშ გდია და ჩურჩულებს: "მეც მიყვარხარ".

მერწყული
მერწყულს სწორად უყვარდება. ყველა დანარჩენი ნიშანი სიყვარულს დაახლოებით ასე აღიქვამს: "მე შენ მიყვარხარ, ესე იგი, უნდა დამითმო მთელი შენი დრო, ყურადღება, საფულე და ყველაფერი, რაც გაგაჩნია, მერწყული კი თვლის, რომ თუკი ვინმე შეუყვარდა, იქეთ უნდა იზრუნოს მასზე. მერწყულს საოცარი უნარი აქვს – მაშინაც კი, როცა რომანი პიკს აღწევს, არ გაბრაზდება, თუკი საყვარელი ადამიანი აგერ უკვე 40 წუთია არ ურეკავს. ხოლო სახლში გვიან დაბრუნებებზე კი დაახლოებით ასე რეაგირებს: "ხვალაც სამსახურში მოგიწევს გვიანობამდე ყურყუტი? წაიღე ეს ყველიანი ბუტერბროდი, მოგშივდება". ბუტერბოდი კი ნამდვილად ყველით იქნება და არა შხამით.

თევზები
თევზებს კლასიკურად უყვარდებათ. სასიყვარულო რომანების მკაცრად განსაზღვრული კანონებით – ვნებით, ჰორმონებით, ბედნიერებით, ტკივილით და სისხლიანი სკანდალებით. მნიშვნელოვანი მომენტია: სიყვარულის ობიექტი მაქსიმალურად მიუწვდომელი უნდა იყოს: იცხოვროს სხვა ქალაქში, უკეთესია - სხვა ქვეყანაში, იდეალურია - საერთოდაც მარსზე. თევზი უნდა იტანჯოს და გადალახოს წინააღმდეგობები, სხვაგვარად არანაირი აზრი არ აქვს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent