შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაზე გავრცელებული სიზმრები და მათი ახსნა


1-11-2015, 16:14
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 433

ფსიქოლოგმა იენ უოლესმა 30-წლიანი მუშაობის მანძილზე 150 ათასი სიზმარი გამოიკვლია და ახსნა მოუძებნა. გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ 9 სიზმარს და მის ახსნას.

1. გაქცევა

მნიშვნელობა: სიზმარში ნანახი გაქცევა მიუთითებს, რომ ცხოვრებაში არსებობს სიტუაცია, რომელსაც ვერ ეგუებით, არ გაწყობთ.
როგორ უნდა მოიქცეთ: რეალობაში უნდა `დაეწიოთ~ მიზანს, სათქვენოდ უნდა გამოასწოროთ რაღაც სიტუაცია.

2. კბილის ამოვარდნა
მნიშვნელობა: კბილები სიზმარში იმის სიმბოლოა, თუ რამდენად თავდაჯერებულად და ძლიერად გრძნობთ საკუთარ თავს. სიზმარში კბილების ამოვარდნა მიუთითებს, რომ რეალობაში არის სიტუაცია, სადაც თავს უსუსუსრად გრძნობთ.
როგორ უნდა მოიქცეთ: გადახედეთ რეალობაში მომხდარ ფაქტებს. გაანალიზეთ სიტუაცია. მიიღეთ გამოწვევა, რომელსაც ცხოვრება გთავაზობთ და დაძლიეთ შიში.

3. ვერ პოულობთ ტუალეტს
მნიშვნელობა: თუ სიზმარში ვერ პოულობთ საპირფარეშოს, რეალობაში ვერ იკმაყოფილებთ რაღაც მოთხოვნას.
როგორ უნდა მოიქცეთ: მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მოთხოვნების რეალიზებას.

4. შიშველი საზოგადოების წინაშე
მნიშვნელობა: თუ საკუთარ თავს სიზამრში ტანსაცმლის გარეშე ხედავთ, რეალობაში ნიშნავს სიატუაციას, სადაც თავს გამოაშკარავებულად, მხილებულად გრძნობთ.
როგორ უნდა მოიქცეთ: ზოგჯერ უნდა გაიხსნათ გარშემო მყოფების წინაშე, რადგან მათ თქვენი რეალური სახე და შესაძლებლობები დაინახონ.

5. მოუმზადებელი გამოცდაზე
მნიშვნელობა: გამოცდა ჩვენი შესაძლებლობების ან საქმიანობის შეფასებას სიმბოლოა. ასეთი სიზმარი მიუთითებს, რომ საკუთარი თავის მიმართ მეტად კრიტიკული ხართ.
როგორ უნდა მოიქცეთ: ნუ უწყობთ საკუთარ თავს გამოცდებს. რეალურ ცხოვრებაში წარმატებული და ნიჭიერი ხართ - დატკბით მიღწევებით. ნუ იქნებით საკუთარი თავის მიმართ თვითკრიტიკული.

6. ფრენა

მნიშვნელობა: თუ სიზმარში დაფრინავდით. ე.ი. ცხოვრებაში გათავისუფლდით მძიმე ან მნიშვნელოვანი საქმისგან.
როგორ უნდა მოიქცეთ: შემთხვევით არაფერი ხდება და თუ გაიმარჯვეთ კი არ გაგიმართლათ, თქვენ დაიმსახურეთ წარმატება.

7. დაცემა
მნიშვნელობა: თუ სიზმარში ხედავთ, რომ ვარდებით, ე.ი. რეალურ ცხოვრებაში რაღაც სიტუაციას ხართ მიჯაჭვული, რომელიც უნდა გაუშვათ.
როგორ უნდა მოიქცეთ: ნუ იდარდებთ მომხდარის გამო

გწამდეთ ნათელი მომავლის, საკუთარი თავის და გარშემო მყოფების კეთილგანწყობის.

8. მანქანის საჭეს ვერ იმორჩილებთ
მნიშვნელობა: რეალურ ცხოვრებაში რაღაც სიტუაციას ვერ აკონტროლებთ.
როგორ უნდა მოიქცეთ: ფსიქოლოგები გირჩევენ, არ ეცადოთ სიტუაციის კონტროლს, უნდა დამშვიდდეთ და მიიღოთ სიტუაცია ისე, როგორც ვითარდება.

9. იპოვოთ ახალი ოთახი
მნიშვნელობა: თუ სიზმარში ახალი ოთახი იპოვეთ. ცხოვრებაში, საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობას აღმოაჩენთ, რომელზეც ადრე წარმოდგენა არ გქონდათ.
როგორ უნდა მოიქცეთ: რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ საკუთარი თავში ახალი შესაძლებლობების ამოჩენას, მით მეტად მოგეცემათ ნიჭისა და შესაძლებლობების გამოხატვის საშუალება.



№1  offline წევრი maridb

საინტერესო იყოო ზოგი მართალაც სიმართლეა
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent