სასიყვარულო ფრაზები
“სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია” – ნოვალისი “სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით” – ანაკრეოტი “სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი” – ებნერშენბახი “სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს” – ბეთჰოვენი “სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა” – ჰიუგო “სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე” – სტენდალი “სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა” – ფრ.რიუკერტი “სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის” – ტომას ჰობსი “სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს” – ვ.როზანოვი “სიყვარული – ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ” – ნეტარი ავგუსტინე “სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს” – ვოლტერი “სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს” – ალფრედკამიუ “სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა” - მეტერლინკი “რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს” – გერმანული ცხოვრებისეული სიბრძნე “სიყვარული ერთადერთია როდესაც მისი მსგავსი ათასია” - ლაროშფუკო “სიყვარული ბრძოლაა, თუ არ სძლიე, ქალი ისე ვერ შეგიყვარებს” – ქოლალომთათიძე “სიყვარული – აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში – აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი” - მოპასანი “სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ” – მოციქული პავლე “სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით “იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება” - ლობერგერი “სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს” “სიყვარული – ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი, ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი” – უილიამშექ სპირი “სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა” – ვაჟა-ფშაველა “სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს” – მ.გორკი “სიყვარული რაა ბრძენო? – ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა ორი სული – ერთი ფიქრი, ორი გული – ერთი ფეთქვა” – ფრ.ჰალმი “სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს” – რუსული ანდაზა “სიყვარული მარტო ურთიერთ შერწყმას კი არ გულისხმობს, არამედ ფილოსოფიასაც. ბრძენი სიყვარულსაც მიეცემა და სახელმწიფო საქმეებსაც გააკეთებს, დაქორწინდება კიდეც და მეფეებთანაც იცხოვრებს” - არისტოტელე “სიყვარული საზიანოცაა, ერთსა და იმავე დროს მსუბუქიც და რთულიც, სიმსუბუქის წყალობით ის ბადეში გვახვევს, ხოლო სიძნელეებთან ის გვაბრძოლებს” - სენეკა “სიყვარული ყველაფერს სძლევს. იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე, სიმდიდრეზე ძვირია, დიდებაზე კეთილშობილია” - ტეკერეი “სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ” – ბალზაკი “სიყვარული – ცეცხლია: თუ არ კვებავ – ქრება” – მიხეილ ლერმონტოვი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.