10 კითხვა, 10 პასუხი.
მოგესალმებით, ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ათი ძალიან საინტერესო კითხვა, თავისივე პასუხებით... (კითხვები აღებულია თემურ ივანიძის მიერ შედგენილი წიგნიდან, ტაიმ-აუტი) კითხვები: 1)აღორძინბის ხანის ევროპაში არსებობდა ლეგენდა, თუ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს სიხარული და მწუხარება. როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი და როგორ იქორწინეს, ქორწინების შედეგად ქვეყნიერებას მოევლინა მათი პირმშო, რომელიც მას აქეთმოყოლებული მხარში უდგას მშობლებს და ყველაფერში ეხმარება მათ. დაასახელეთ იგი. 2)ევროპაში არსებობდა ლეეგნდა: ერთი ქალღმერთი მდინარეში ბანაობდა. მეორე მიეპარა და ტანსაცმელი მოჰპარა. მას მერე მირველი შიშველი დადის, მეორეს კი მისი ტანსაცმელი აცვია. დაასახელეთ ორივე. 3)ანტიკური დროის ამ ქალაქში დიდი ყურადღება ექცეოდა თეატრალური წარმოდგენების სანახაობრივ მხარეს. პიესაში „ალმოდებული სახლი“ სცენაზე ნამდვილი სახლი იწვოდა მთელი მისი შიგთავსით, ხოლო თუ პიესის მიხედვით რომელიმე გმირი უნდა მომკვდარიყო, მსახიობს სიკვდილმისჯილი ბოროტმოქმედით ცვლიდნენ, რომელსაც პირდაპირ სცენაზე უღებდნენ ბოლოს. დაასახელეთ ეს ქალაქი. 4) 1977 წელს მილანში პატარა ბიჭი დაიკარგა. „დედას კალთაზე რატომ არ მოჰკიდე ხელი?“ ჰკითხა მას გამვლელმა. რა უპასუხა ბიჭმა? 5)რომელ პროფესიას ვერ აირჩევს იტალიის ქალაქ სიენაში მცხოვრები ქალი, თუკი სახელად მარია ჰქვია? 6)აინშტაინის უკანასკნელი სიტყვები სამუდამოდ უცნობი დარჩა კაცობრიობისთვის, რატომ? 7)ვის უკეთებდნენ ინდიელები ყელზე სველი ტყავის სარტყელს? 8)სიკვდილის წინ ვინ დაასახელა პეტრე პირველმა თავის მემკვიდრედ? 9)რატომ ატარებენ ინდოელი შეშის მჭრელები კეფაზე ნიღბებს? 10 )ცნობილი გამონათქვამის თანახმად, საკუთარ შეცდომებს არქიტექტორები ფასადით ფარავენ, მზარეულები _ სოუსით. რით ფარავენ საკუთარ შეცდომებს ექიმები? პასუხები: 1)იუმორის გრძნობა. 2) სიმართლე და სიცრუე. 3) ძველი რომი. 4) „იქამდე ვერ ვწვდები!“ . -თავი იმართლა ბავშვმა. (იმ პერიოდში მოკლე კაბებისა და მაღალი ქუსლების მოდა ბატონობდა) . 5) მეძავის პროფესიას. 6) მომვლელმა ქალმა გერმანული არ იცოდა. 7)სასიკვდილოდ განწირულ, ხელებშეკრულ ადამიანს, ტყავი შრებოდა, ვიწროვდებოდა და ადამიანს გუდავდა. 8) არავინ. ნარცისიზმით დაავადებულ მეფეს, რომელმაც საკუთარი შვილიც კი მოკლა, ფიქრადაც არ გაუვლია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ საერთოდ ვინმე გამეფდებოდა. 9) ვეფხვებისგან თავის დასაცავად. ეს მტაცებელი ადამიანს ყოველთვის ზურგიდან ესხმის. 10) მიწით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.