შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭორიკანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


13-11-2015, 22:57
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 311

ცნობილი გამოთქმა "ჩემი ენა ჩემი მტერიაო" - ბევრ ადამიანზე ზედგამოჭრილი ფრაზაა. ზოგიერთი თქვენგანი იქნებ ვერც კი აცნობიერებს, მაგრამ ელემენტარული საიდუმლოს შენახვაც არ გამოსდის, რაც არ უნდა გულით სურდეს ეს. ჭორაობისკენ მიდრეკილებას კი არც მეტი, არც ნაკლები, ვარსკვლავების გავლენა განაპირობებს. პირადი რუკის მიხედვით, ასტროლოგები იმას არკვევენ, ადამიანი რამხელა მასშტაბების მატყუარაა, უბრალოდ ინტრიგანი თუ მაღალი დონის აფერისტი. დღეს კი იმაზე გიამბობთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან ყველაზე ჭორიკანა და ვისთვის არ ღირს გულის ზედმეტად გადაშლა. აქვე ისიც გაითვალისწინეთ, ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია ნიშნის ტიპურ წარმომადგენლებს ეხებათ - შესაბამისად, თუკი სამეულში საკუთარი თავი აღმოაჩინეთ აღშფოთებას ნუ იჩქარებთ, იქნებ სულაც არ ხართ ნიშნის ტიპური წარმომადგენელი?

ტყუპი - კომუნიკაციური, ყველაზე მოლაპარაკე და აქტიური ნიშანია. ტყუპს უბრალოდ არ შეუძლია ინფორმაციულ ვაკუუმში გაძლება. შესაბამისად, ჭორაობა და სხვადასხვა ამბის მიღებ-გავრცელება მისი საყვარელი საქმიანობაა ყოველთვის. თუმცა, ჭორების გავრცელებაზე მეტად მას ინფორმაციის გავრცელება და გაცვლა-გამოცვლა მოსწონს. ამიტომ თუკი არის კიდეც ენაჭარტალა ტყუპი, მის ამ საქციელს იშვიათად უდევს საფუძვლად ბოროტი განზრახვა, ის უბრალოდ ავრცელებს ინფორმაციას რომელიც მოიპოვა.

მშვილდოსანი - ალბათ ყველაზე დაუკვირვებელია ამ სამეულს შორის. გული ბოროტი არც მშვილდოსანს აქვს, მეტიც - იგი მუდამ ორიენტირებულია სიკეთის კეთებაზე და უყვარს ადამიანების დახმარება, მაგრამ პრობლემას ქმნის მისი ხასიათის თვისება - ყოველთვის დაუფიქრებლად თქვას ის, რასაც ფიქრობს. ამის გამო კი მას ხშირად უტაქტობაში ადანაშაულებენ. მშვილდოსანს არ უყვარს ჭორების გავრცელება. თუმცა, თუკი მას რაიმე სახის ინფორმაცია ანდეთ, შესაძლოა კარგ ხასიათზე მყოფმა უბრალოდ "წამოროშოს" სამეგობრო წრეში, ეს წრე კი მერწმუნეთ, საკმაოდ დიდი და მრავალრიცხოვანი ჰყავთ მშვილდოსნებს.

თევზები - ალბათ ყველაზე მეტად არის მიდრეკილი შეგნებული ინტრიგების ხლართვისკენ, ოღონდ ეს მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ მის სათუთ ფსიქიკას უხეშად შეეხებით. თევზები კეთილი და თანამგრძნობი ნიშანია, ამიტომ სასურველია, მისი ნდობა ბოროტად არ გამოიყენოთ. მას შეუძლია თქვენი ყველაზე საშინელი საიდუმლოც კი წლობით ატაროს ისე, რომ "თევზივით ჩაიგუბოს პირში წყალი". მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თქვენ მის ნდობას არ გაამართლებთ, ან აწყენინებთ, აუცილებლად დაიწყებს ენის ჭარტალს, თანაც დაგეგმილად და მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევით.



№1 სტუმარი black

Axla ar getanebi dzalian gawonasworebuli gaxlavart mag sakitxshi da saertod saidumloebs miwashic chaviyoleb,ai amito memegobrebrebian tore:D..

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

black
Axla ar getanebi dzalian gawonasworebuli gaxlavart mag sakitxshi da saertod saidumloebs miwashic chaviyoleb,ai amito memegobrebrebian tore:D..

აქედან რომელი იყავი?

 


№3  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

არ ვარ ჭორიკანა აბა რაა. ^^^^ <3 (მორიელი)
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№4  offline მოდერი წითური გოგონა

საერთოდ არ გამკვირვებია ამ სამეულში ჩემი ზოდიაქოს აღმოჩენა. ერთადერთი რასაც ვუარყობ საიდუმლოს შენახვაა. ყოველშემთხვევაში ჩემ პერსონაჟს ეს არ სჩვევია! wink
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№5 სტუმარი black

Mshvildosani

 


№6  offline წევრი Firefly

ჰმ მშვილდოსანი არვარ ჭორიკანაა
--------------------
M.T

 


№7 სტუმარი black

Shemidzlia adamians sheucherebliv vesaubro imitom rom am propesias vawvebi,magram arasdros ar wamomcdenia iseti ram rac chemtvis gaumxeliat

MSHVILDOSANI var

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

ყველაზე არ დაემთხვევა,მარა ჩემზე დაემთხვა.
ვერძი ვარ და არ ვარ ჭორიკანა :დ

 


№9 სტუმარი black

drunkinlove
ყველაზე არ დაემთხვევა,მარა ჩემზე დაემთხვა.
ვერძი ვარ და არ ვარ ჭორიკანა :დ

haha chagetvalaa:);):D;D

 


№10  offline ადმინი უნდა ვწერო

black
drunkinlove
ყველაზე არ დაემთხვევა,მარა ჩემზე დაემთხვა.
ვერძი ვარ და არ ვარ ჭორიკანა :დ

haha chagetvalaa:);):D;D

wink wink

 


№11  offline მოდერი Tako Tako_2

მართალოა .........

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent