შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ ერთობიან ზოდიაქოს ნიშნები! 90-95 პროცენტით სიმართლე, გამოსცადეთ მეგობრებსა და საკუთარ თავზე


18-11-2015, 23:32
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 800

იცით, რომ ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველა თავისებურად ერთობა? გაიგეთ, როგორ ატარებს თავისუფალ დროს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი.

ვერძი - კლუბში
მას აუცილებლად დიდ და მხიარულ წვეულებაზე შეხვდებით. მუდამ ფლირტისა და გართობის განწყობაზეა. კლუბსაც ახალგაცნობილთან ერთად დატოვებს.

კურო - მდიდრულ რესტორანში

ასტროლოგიურ ნიშნებს შორის ყველაზე დიდი გურმანი დროს ქალაქის ყველაზე მდიდრულ რესტორანში გაატარებს. პირველ რიგში, კურო ბევრს მუშაობს და კარგ დასვენებას აფასებს; მეორე რიგში, სიმდიდრე - მისი მეორე სახელია.

ტყუპი - ტური მოდურ ადგილებში
მის დაჭერას მოდურ ბარებსა და კლუბებში შეძლებთ, სადაც ნახევარი საათით შეირბენს მეგობრების მოსანახულებლად. შემდეგ - ახალი ადგილები და ახალი კომპანია.

კირჩხიბი - სახლში, თბილი პლედის ქვეშ, ფინჯან ჩაისთან ერთად
კირჩხიბებს სწორედ ასე ესმით დასვენება და ვერც შეეწინააღმდეგებით. მართლაც, რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, რომ მთელი დღე საყვარელ ადამიანთან ერთად ერთი საბნის ქვეშ, თბილად გაატაროთ?..

ლომი - ხმაურიანი წვეულების ცენტრში
ლომი არის იქ, სადაც მხიარულება და ხმაურია. პუბლიკა მისი სტიქიაა. იქ თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. თავის მხრივ, ნებისმიერი პუბლიკა ბედნიერი იქნება, თუ მას ცენტრში ლომი ეყოლება.

ქალწული - after-party-ზე
თუ გართობაა, გართობა იყოს, დილამდე, მოლხენით. დიდი ალბათობით, მას შეხვდებით მყუდრო კუთხეში, სადაც მისნაირი დახვეწილი "ტუსოვშიკები" ნარგილეს აბოლებენ.

სასწორი - რომანტიკული ვახშამი
მთავარი მის ცხოვრებაში სიყვარული და რომანტიკაა. ამიტომ საღამოებს რომანტიკულ გარემოში გაატარებს ან საყვარელ ადამიანთან ერთად, ან პოტენციურ კანდიდატურასთან.

მორიელი - V.I.P-დარბაზი
საქმე სტატუსში კი არა, კომფორტშია. ამასთანავე, უცნობი თვალისგან შორს, მორიელი დაისვენებს და მეგობრების კომპანიით დატკბება. თანაც, მშვიდად დააკვირდება გარშემო მომხდარ მოვლენებს.

მშვილდოსანი - მყუდრო ადგილი მეგობრებთან ერთად
რა დღესასწაულსაც არ უნდა აღნიშნავდეს მშვილდოსანი, მოლხენა ახლობელ მეგობრებთან ერთად ურჩევნია. სწორადაც იქცევა, მხოლოდ ახლობელ მეგობრებთან შეიძლება კარგად მოლხენა და არც იმაზე ფიქრი, იდეალურად გამოიყურებით თუ არა სხვების თვალში.

თხის რქა - ცეკვა დილამდე
ღამის დადგომისთანავე, როცა შუქები ინთება, თხის რქა თავის მოქუფრულ იერს შორს მალავს და ცეკვაში ერთვება. კარგი მუსიკა, შამპანური, მხიარული კომპანია და ცეკვა - აი, მის საუკეთესო დასვენება.

მერწყული - რელაქსი ლაუნჯ-ბარში
შორს ხმაურისგან! მხოლოდ სიმშვიდეში შეიძლება განტვირთვა და რელაქსაცია. მყუდრო ადგილას, სადაც მშვიდ საუბარს გააბამს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან, რათა არავინ და არაფერმა შეუშალოს ხელი დასვენებაში.

თევზები - ბუნებაში
თევზები კი დასვენებას ბუნებაში ამჯობინებენ. ეს შეიძლება იყოს ან პიკნიკი, ან მდიდრული რესტორანი სუფთა ჰაერზე. მთავარია, დრო გაატარონ საყვარელ ადამიანებთან ერთად და რაც მთავარია, ხმაურისა და გამონაბოლქვისგან შორს.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

რა თქმა უნდა!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline წევრი maridb

აბა რააა
ნუ რა რომანტიკოსი ვარრ love wink wink
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

maridb
აბა რააა
ნუ რა რომანტიკოსი ვარრ love wink wink

wink

 


№4  offline წევრი flightless bird

სასწორი :დდდ ნუ მართალია ვერ შეგედავებით :დ
--------------------
თ.ნ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent