შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანის 5 მომხიბლავი თვისება


27-11-2015, 13:42
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 7 062

მოახლოვებული 2016 წელი მაიმუნის წელი გახლავთ, თანაც უბრალოდ მაიმუნის კი არა წითელი, ცეცხლოვანი მაიმუნის. ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანები ყველაზე ორიგინალურები, არაპროგნოზირებადები და გამჭრიახები არიან. მაიმუნს სხვებზე ზემოქმედებაც კარგად შეუძლია და საჭირო დროს, საჭირო ადგილზე ჩნდება მუდამ, როცა საქმე სარფიან გარიგებებს ეხება. ამ ადამიანებს ხასიათში ნაკლიც ბევრი აქვთ და ღირსებაც. თუმცა დღეს ხუთ საუკეთესო თვისებას გაგაცნობთ, რომლითაც მაიმუნის წელში დაბადებულები გამოირჩევიან.


1. კომუნიკაბელურობა
- მაიმუნი საზოგადოების სული და გულია, იგი ყოველთვის ხვდება მოვლენების ეპიცენტრში. შემთხვევითი როდია, რომ ამ წელს დაბადებულებს შორის ბევრი ჟურნალისტი და გამომძიებელი ჭარბობს. მაიმუნები კარგი შუამავლები, მედიატორები და კონსულტანტები არიან. მათ აქვთ ნიჭი, ნებისმიერი ტიპის ქოთანს სიტუაციის შესაბამისად მოარგონ სახელური.

2. ანალიტიკური გონება და გამჭრიახობა, დაკვირვების ნიჭი - რა სიტუაციაშიც არ უნდა მოხვდეს, მაიმუნი დაკვირვებისა და მოვლენების ანალიზის საოცარ უნარს ავლენს. იგი "რენტგენულად" აანალიზებს ყველაფერს და ურთულეს სიტუაციაშიც კი არ იბნევა. მისთვის არ არსებობს ჩიხი და გამოუვალი მდგომარეობა.

3. კრეატიული აზროვნება - მაიმუნზე უფრო შემოქმედებით, არასტანდარტულად მოაზროვნე და იდეებით სავსე ადამიანს ძნელად იპოვნით სადმე. იგი ცხოვრებას ისე უყურებს როგორც აზარტულ თამაშს, შესაბამისად კრეატივის უნარს ყველაზე დიდი განსაცდელის დროსაც არ კარგავს.

4. ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა - მაიმუნი ოპტიმისტი და გამომგონებელია. მისთვის მარტივია სხვებსაც ჩაუსახოს იმედიანი განწყობა. ეს ადამიანები არასოდეს კარგავენ უკეთესი მომავლის იმედს და რწმენას იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

5. კარგი იუმორის გრძნობა - ის ალბათ ერთადერთია, ვისაც საკუთარ წარუმატებლობებზე ხუმრობა შეუძლია. მასზე უკეთ ვერავინ დასცინებს საკუთარ თავს, შესაბამისად, მანამ სანამ სხვები ცინიკური რეპლიკებით მიაყენებენ გულისტკივილს, მაიმუნი თავად ახერხებს საზოგადოება გულიანად აცინოს თავის უიღბლობაზე.



№1  offline წევრი Marryam

E.i chemi weli modis ^_^

 


№2 სტუმარი nino

Chemic ise rac wavikitxe daemtxva maseti xasiati maqvs zustad:-P:-)

 


№3  offline მოდერი წითური გოგონა

მგონი მაიმუნის წელს უნდა დავბადებულიყავი wink
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№4 სტუმარი maimunebi swrafebi da azartulebi arian

wink
წითური გოგონა
მგონი მაიმუნის წელს უნდა დავბადებულიყავი wink

რატო სწრაფები და ენერგიულები რო არიან

maimunebi swrafebi da azartulebi arian
wink
წითური გოგონა
მგონი მაიმუნის წელს უნდა დავბადებულიყავი wink

რატო სწრაფები და ენერგიულები რო არიან

winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent