შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 ნიშანი იმისა, რომ ამ დაქალს სასწრაფოდ უნდა დაშორდე


4-12-2015, 13:53
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 397

დაქალთან შენი ურთიერთობა უცნაურად გეჩვენება? თითქოს ყველაფერი წესრიგშია, არ ჩხუბობთ, არც ცუდი არაფერი გაუკეთებია შენთვის, მაგრამ გრძნობ, რომ რაღაც ისე არ არის? აი, 7 ნიშანი, რომელიც დაგეხმარება გაარკვიო, რომ ის სინამდვილეში შენი დაქალი არ არის.
ის გასწავლის ცხოვრებას
შენ მასთან მიდიხარ ან იხმობ, რათა ამოთქვა, გული იჯერო დარდისგან, პასუხად კი იღებ რჩევებს, როგორ იცხოვრო. და პრობლემა თავად რჩევებში კი არ არის, არამედ იმაშია, რომ ამ საუბრის შემდეგ თავს სულელად და უიღბლოდ თვლი. და კიდევ გასიებულ ძროხად.

ის ირონიულია

ფრთხილად ირონიული: "ძვირფასო, რა კარგი მაკიაჟი გაქვს დღეს! საერთოდ არ გეტყობა მუწუკები და ჩაშავებული თვალები!" შენ გეჩვენება, რომ ის ამას ბოროტებით სულაც არ აკეთებს, უბრალოდ, ასეთია – არ შეუძლია კომპლიმენტების თქმა, ასეც ხდება. სისულელე ნებისმიერს წამოუროშავს უბოროტოდ. ოღონდ ხანდახან. შენი დაქალი კი კვლავ და კვლავ გირჩევს, არ იყიდო ჩექმა, რომელიც მაღალფეხება გოგოებისთვის არის შეკერილი. ეს უკვე შემთხვევით წამოსროლილი სისულელე არ არის.

ის ყურადღებას ამახვილებს შენს შეცდომებზე

თანაც თავის ყურადღებას კი არა, საზოგადოებისას. მაგალითად, როცა რესტორანში დაგპატიჟებთ, ხმამაღლა განაცხადებს: "ამას მეტი არ დაუსხათ, თორემ წინა ჯერზე მაგიდაზე იცეკვა!" თითქოს უვნებელი ხუმრობაა, მაგრამ შენ მაინც გაწითლდი და გინდა, მიწა გაგისკდეს და ჩავარდე, რადგან გრძნობ, როგორ გაკვირდებიან მზერით: "აბა, გოგონი, დღეს რა სპექტაკლს გვაჩვენებ?" ეს საშინელებაა.

ის კვებავს შენს შინაგან დემონებს

სხვათა შორის, მაგიდაზე ცეკვაზე: ეს ხომ მან დაგათრო. ზუსტად იმიტომაც, რომ იცოდა, ადვილად მოგეკიდებოდა სასმელი. და თუ დეპრესიისკენ ხარ მიდრეკილი, დარწმუნებული იყავი, ყველაზე რთულ მომენტში მოვა და ისე დაგამძიმებს, რომ ბაწარს დაუწყებ ძებნას, რომ თავი გაუყარო.

ის აუფასურებს შენს განცდება
"კაი რა, რას დარდობ!" – მისი საყვარელი სიტყვებია. ჩვენ ყველა ვამბობთ ამ სიტყვებს, როცა რაღაც უმნიშვნელო ხდება – მაგალითად, ტყდება ფინჯანი ან გიფუჭდებათ მანიკიური ზუსტად პაემნის წინ. მაგრამ თუკი კოლეგა ჩაგისაფრდა და ცდილობს, შანტაჟი მოგიწყოს, ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სერიოზულად დაგეძაბა, ის მაინც ასე გეტყვის: "ოო, მოიცადე, რა!" და იმიტომ არა, რომ დაგამშვიდოს, არამედ იმისთვის, რომ გააცნობიერო, ყველა შენი პრობლემა – წვრილმანია გლობალურ დათბობასთან შედარებით. რას ჩამოგიშვია ცხვირი, ქვეყანაში კრიზისია, შენ კიდევ კაცზე დარდობ. და შენ თავს საცოდავად და დამნაშავედ გრძნობ ქვეყნიერების წინაშე.

ის იღებს და სამაგიეროდ არაფერს გაძლევს
იღებს, რა თქმა უნდა, ყველაფერს, რისი მიცემაც შეგიძლია. ფულს სესხად, შენს საყვარელ ჩანთას, გართმევს ძალებს, ემოციებსა და შენს ძვირფას დროსაც კი. შენ კი აქეთ ვერაფერს იღებ. სტილისტის ნომერი, რომელიც უცებ დაგჭირდა, დაკარგა, შენს ძაღლს ვერ მიხედავს, პაემანი აქვს აი, იმ საინტერესო ტიპთან... არადა, სასწრაფოდ გასასვლელი ხარ ქალაქიდან... დალაპარაკების დროც არ აქვს, მნიშვნელოვან შეხვედრაზე აგვიანდება. არადა, რაღაც მნიშვნელოვანი გქონდა მოსაყოლი და ძალიან გჭირდებოდა ადამიანი, ვისაც გაუზიარებდი ამ ამბავს. აპატიე, სასწრაფო საქმე გამოუჩნდა.

შენ მას ვერ ენდობი
ის გამუდმებით გათქვამს შენს საიდუმლოებებს, მაგრამ ყოველთვის აქვს ამის ახსნა. სულ შემთხვევით წამოსცდა. მნიშვნელოვანი ინფორმაციის შენთვის გადმოცემაც დაავიწყდა, ამ მომენტში თავში იმდენი რამ უტრიალებდა, რომ თქმა დაავიწყდა. რა თქმა უნდა, გწყინს, მაგრამ მან ხომ ბოროტულად არ გააკეთა, უბრალოდ, ასე მოხდა! არა, ზუსტადაც რომ ბოროტულად გამოუვიდა. და რაც უფრო სწრაფად დაამთავრებ ამ ურთიერთობას, მით უკეთესი.



№1  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Ho minda saswrafod chamovshorde tumca is amis sashulebas ar madzlevs, arada vicirisgamoc var misi "sauketeso megobari"

 


№2 სტუმარი lapiarlok

Minda vtqva rom ubednieresi var radgan me Da chemsegobars "marsheils"AR gvaqvs arcerti tviseba Da vgijdebi masze yvelqze yvwlaze magari daqali ro myavs upro davamtkice❤❤

 


№3  offline წევრი lizilizi

მინდა მისი მეგობარი აღარ ვიყო, მაგრამ საშუალებას არ მაძლევს no

 


№4  offline მოდერი Tako Tako_2

საინტერესოაააად:

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent