შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშობაო ვარსკვლავი - როგორ მოვუაროთ პუანსეტიას?


9-12-2015, 18:28
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 458

პუანსეტია უნიკალური და ძალიან ლამაზი საშობაო მცენარეა. მას სხვაგვარად ბეთლემის ან საშობაო ვარსკვლავს, რძიანას და ეურფობიასაც უწოდებენ. მასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდაც არსებობს:

თურმე მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა, რომელთაც ძალიან უყვარდათ შობა და ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ერთ-ერთ შობას მოძღვართან ყველამ საჩუქარი მიიტანა. ამ და-ძმას კი საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა და შობის ღამეს მღვდლისთვის მათ ქოთნით პუანსეტია მიურთმევიათ. იმ ღამეს ეს მცენარე გაწითლებულა და მას შემდეგ ის შობის მცენარედ მოიაზრება.

თუ ამ ლეგენდას დავუჯერებთ, მცენარე ნამდვილად სასწაულმოქმედია, რადგან მან უეცრად იცვალა ფერი შობის ღამეს. პუანსეტია ესპანელებმა მექსიკისთვის ბრძოლის დროს ნახეს და სწორედ შობის პერიოდისთვის გაშლილი ულამაზესი ვარსკვლავით იმდენად მოიხიბლნენ, რომ მღვდელმსახურებმა ამ ყვავილს Flora de Noche Bueno, ანუ წმინდა ღამის ყვავილი უწოდეს.

ამასთანავე, ის ძალიან ლამაზია და, თუ თქვენც გაახარებთ, თქვენს ბინას ფერადი ფოთლებით დაამშვენებს.

თუ გსურთ, რომ თქვენი პუანსეტია შობის ღამეს წითელი იყოს, სექტემბრიდან, დღის მეორე ნახევარში, უნდა დადგათ ბნელ ადგილას, ან რაიმე მუქი ფერის ნაჭერი გადააფაროთ და მცენარე "დააბნელოთ". ასე მოიქეცით დეკემბრის ბოლომდე და თქვენი პუანსეტია შობას ნამდვილად წითელი ფოთლებით შეხვდება.

შეგიძლიათ, ეს გაითვალისწინოთ შემდეგი შობისთვის, მაგრამ, თუ უკვე გაქვთ პუანსეტია, აუცილებლად კარგად მოუარეთ და შობის ღამეს თქვენთვის სასურველ ადგილას დადგით, რომ ყოველი წელი ბედნიერების მომტანი იყოს.

თუ თქვენ ახლა შეიძენთ პუანსეტიას და გსურთ, მომავალ შობას ამ მცენარით შეხვდეთ, დაელოდეთ, სანამ რტოები ჭკნობას დაიწყებს, შემდეგ კი ტოტებს სიგრძეში 10 სანტიმეტრი მოაჭერით. მცენარე სიმშრალესა და სითბოში უნდა ამყოფოთ.

უკვე შუა გაზაფხულიდან შეგიძლიათ, უხვად მორწყათ, რომ მცენარემ ზრდა დაიწყოს. დაელოდეთ, სანამ ფოთლები მოიწყენს და მიხვდებით, რომ წყალი სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ მორწყეთ უხვად. თუ თქვენ გსურთ, რომ მცენარე ჯანსაღად იყოს, დაყვავილების შემდეგაც, ორ კვირაში ერთხელ, გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ.

გაითვალისწინეთ ერთი რამ! პუანსეტიას ქოთანი წყალში არ ჩადგათ და არ დატოვოთ. ეს ცუდად აისახება მცენარეზე. როდესაც პუანსეტია წამოიზრდება, მიწა გამოუცვალეთ და იმავე ქოთანში გადარგეთ.

მცენარეს ყველა ეტაპზე უყვარს კაშკაშა, გაბნეული შუქი. არ მოახვედროთ მწველი მზე, რადგან ეს მცენარის ფოთლებს აზიანებს. ზამთარში მოარიდეთ ორპირ ქარს. მისთვის იდეალურია ოთახის ნორმალური ტემპერატურა – 18-24 გრადუსი.

ის არ ითხოვს განსაკუთრებულ პირობებს! თუმცა, საკმაოდ ნელა იზრდება. ამ მცენარისთვის მთავარია განათება, ზომიერი მორწყვა და ცოტაოდენი თქვენი სითბო, რომ ყოველ შობას თქვენთან ერთად გახარებული და გალამაზებული შეხვდეს.

ბევრს აინტერესებს პუანსეტიას მოვლის წესები:

მცენარე მოათავსეთ კარგად განათებულ ადგილას, სითბოში (სულ ცოტა, 16-20°). მცენარის ფესვებს არ უნდა "შესცივდეს"; ასევე, ფოთლები არ უნდა ეხებოდეს ცივ მინას. ყვავილი უნდა მოირწყას ქოთნის ქვემოდან, ნადგომი წყლით. მორწყვებს შორის ნიადაგი მსუბუქად გამოაშრეთ.

გთავაზობთ იდეებს, როგორ მორთოთ საშობაოდ თქვენი პუანსეტია...
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent