შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალის ფსიქოლოგიური ტიპები. რომელი ხართ თქვენ?


13-01-2016, 01:21
ავტორი Nude
ნანახია 2 582

მეცნიერები ქალებს 5 ფსიქოლოგიურ ტიპად ყოფენ და ამის მიხედვით იგებენ, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ მათ მამაკაცებთან.
1. ქალი "დედიკო" ასეთი ქალი ყველაზე მეტად გამოირჩევა მზრუნველობითა და ყურადღებით, მთავარ მიზნად აქვს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას მამაკაცს და მფარველობდეს მას.მისთვის არ აქვს მნიშვნელობა კაცის ასაკს, ის ნებისმიერ შემთხვევაში მას ბავშვივით მოუვლის.ასეთი ქალები მამაკაცებს კარგი კარიერის გაკეთებაშიც უწყობენ ხელს და ხშირ შემთხვევაში ქმრების წარმატებები უფრო მათი დამსახურებაა.ისინი ძალიან კარგი საყვარლებიც არიან და ლოგინში არაფრით არ ზღუდავენ პარტნიორს.საპირისპირო სქესსაც ადვილად იზიდავენ და მათი ოჯახები ძალიან იშვიათად ინგრევა.
2.ქალი "სამშვენისი" ასეთი ქალი ყოველთვის ასაკით უფროს მამაკაცს ირჩევს, რომელიც მასზე იზრუნებს და გაანებივრებს.იგი ეგოისტია, რომელსაც არავინ აინტერესებს საკუთარი თავის გარდა, ამიტომაც არასდროს მოუვლის ქმარს და შვილს, არაა კარგი დიასახლისი და საერთოდ, სახლის საქმეებით თავს არ დაიღლის.ასეთი ქალი მხოლოდ საკუთარ თავს უვლის და ყოველთვის კარგად გამოიყურება, თუმცა ლოგინში არც ისე აქტიურია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სექსუალურია.ასეთ ქალთან მამაკაცი მზრუნველი მამის როლში გამოდის, ის მას უბრალოდ ვერაფრით დაეხმარება და მხოლოდ მომეტებულ ყურადღებას მოითხოვს, კაცი კი მარტო მისი სილამაზით თუ დაიტრაბახებს.მიუხედავად ამისა, ქალი "სამშვენისი" საკმაო პოპულარობით სარგებლობს მამაკაცებში.
3.ქალი "მეგობარი" ასეთი ქალი ნამდვილი საჩუქარია მამაკაცისათვის.იგი ყოველთვის გვერდში უდგას პარტნიორს, ყველაფერში მხარს უჭერს მას და მისი ერთგულია.კაცს მასზე დაყრდნობა ყოველთვის შეუძლია, ის არასოდეს გაგიცრუებს იმედებს და ყველაფერში ხელს შეგიწყობს.ასეთი ქალი მამაკაცს თავს ნამდვილ ლიდერად აგრძნობინებს, ეხმარება კარიერის გაკეთებაში და საერთოდ მისთვის პირველი მეგობარი ხდება.მიუხედავად იმისა, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის მათთან ურთიერთობა ძალიან ღირებულია, ცოლად ასეთი ქალები იშვიათად მოჰყავთ.თავად ეს ქალებიც არ არიან მიდრეკილნი ოჯახის შექმნისაკენ, რადგან საკმაოდ დიდ მოთხოვნებს უყენებენ როგორც მამაკაცს, ასევე საკუთარ თავსაც, თუმცა თუ მამაკაცი მას ცოლად შეირთავს, მას მართლაც ღირსეული ცხოვრების მეგზური ეყოლება.
4. ქალი "მონადირე" მას არ აინტერესებს მამაკაცის გარეგნობა, განათლება, ასაკი და ასე შემდეგ, მთავარია - ფული.იგი მატერიალისტია და ეძებს მხოლოდ ფინანსურად შეძლებულ პარტნიორს, რომელთანაც ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება.ასეთი ქალი ოჯახში ლიდერობას არავის დაუთმობს, იგი ბუნებით მბრძანებელია და მორჩილებას მოითხოვს, რაც ზოგიერთ მამაკაცს სავსებით მისაღებად მიაჩნია.სექსუალური კუთხით ის დიდად არ გამოირჩევა, თუმცა როგორც დიასახლისი მოწოდების სიმაღლეზეა.ეს ქალი სხვებთან შედარებით ყველაზე მიზანდასახულია, იცის, რა სურს და ხშირად იღებს კიდეც ამას. 5."საქმიანი ქალი" გამოუსწორებელი კარიერისტია და სამსახურს ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს.მას უბრალოდ დრო არ რჩება მამაკაცებისთვის, თუმცა საკმაოდ ვნებიანი საყვარელია და თუ ვინმესთან სერიოზულ ურთიერთობას გადაწყვეტს, მამაკაცს მისი დათმობა გაუჭირდება.ასეთი ქალები ნაკლებად ქმნიან ოჯახებს, თუმცა გამოირჩევიან პასუხისმგებლობის გრძნობით და არც მზრუნველობას აკლებენ ქმარს, თანაც კარგ დედობას უწევენ შვილებს.მიუხედავად ამისა, ის არასდროს დაუთმობს ლიდერობას პარტნიორს და ოჯახურ საკითხებსაც თავისი ნებით გადაწყვეტს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent