შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიკო გომელაურის თვალით დანახული სიყვარული...


15-01-2016, 21:52
ავტორი maridb
ნანახია 2 918

რა არის სიყვარული? ეს მარადიული კითხვაა...ბოლომდე უპასუხოდ დარჩება. ამით არის ის დიდებული. ღმერთია თავად სიყვარული- სიყვარულს მეტი განსაზღვრება არ აქვს. სიყვარული უნდა იყოს ყველაფერში, რასაც არ უნდა აკეთებდე... სხვაგვარად ცხოვრება წარმოუდგენელია.. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ბოროტებისთვის კი არა, სიყვარულისთვის ვართ გაჩენილები. ნამდვილი გრძნობით ნათქვამი "მიყვარხარ" არასოდეს გაუფასურდება... საკუთარი თავი კი არ უნდა გიყვარდეს და იძახო, რა კარგი ვარ, ეს სიყვარული რომ დავიმსახურეო, პირიქით, სულ უნდა ფიქრობდე, რა გავაკეთო, რომ კიდევ უფრო მეტად შევუყვარდეო.. როგორც წესი, შეყვარებული ადამიანები სიყვარულს არ უფრთხილდებიან. სიყვარული სწორედ იმიტომაა სიყვარული, რომ როცა შენ არ უფრთხილდები საკუთარ გრძნობას, მე უნდა გავუფრთხილდე და შესაბამისად, შენ უნდა გაუფრთხილდე ჩემსას. მერე წყენა, გაბრაზება და გულისტკენაც გაივლის.. სიყვარულის გამო შეიძლება ვიღაც დაახრჩო, შეიძლება თავი მოიკლა... თუ კაცი ხარ, თუ გიყვარს, რა გასაკვირია, რომ გინდა საყვარელ ქალს მთელი სამყარო აჩუქო, დაუსრულებლად უთხრა, რომ მშვენიერია და რომ გიყვარს, აკეთო მისთვის პატარა სისულელეები... თუმცა რატომაა სისულელეები, თუ ამით სიამოვნებას იგრძნობს.. ისედაც ხომ ისე ხდება, რომ ყველაზე ახლობელ ადამიანებს ყველაზე მეტად სტკენ გულს, ხანდახან ნაკლებ ყურადღებას აქცევ, იმიტომ რომ იცი შენი ადამიანია, შენი ნაწილია... მოკლედ შენია და ძალიან უყვარხარ... სიყვარული ბედნიერებაა, რაც ყველა უბედურებას გადაგატანინებს... ეს ის გრძნობაა, როცა არაფერზე ფიქრობ და გგონია, რომ ყოველთვის ასე გაგრძელდება... როცა პირველი გრძნობა ცვლილებას განიცდის, არ უნდა იფიქრო, რომ ყველაფერი დამთავრდა.. უბრალოდ გრძნობამ სხვა ფორმა შეიძინა და ამ ფორმას უნდა გაუფრთხილდე... ჩვენ კი, სულ ის გრძნობა გვინდა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ნელდება... არა მგონია, რომ სიყვარულის დასამტკიცებლად ბევრი სიტყვა იყოს საჭირო... ადამიანებს თვალებში გვაქვს სიყვარულის მუხტი და ამის გასხივება უსიტყვოდაც შეგვიძლია... მიმაჩნია, რომ კაცი არ უნდა იყოს მონა... საშინელებაა მონობა!!! თუმცა, სიყვარულის მონობა სასიამოვნოც არის და აუცილებელიც...!!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent