შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წიგნი_ძვირფასი მასწავლებელი


30-01-2016, 11:29
ავტორი sopiko
ნანახია 3 255

ყოველთვის მინდოდა ჩემი საყვარელი წიგნები და შთაბეჭდილებები სხვა წიგნების მოყვარულისთვის გამეზიარებინა და მგონი საუკეთესო გზა ერთი სტატიის დაწერაა, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვან წიგნებს მოვუყრი თავს.
ჯერ ვიფიქრე, ჩემთვის ყველაზე კარგი და აზრიანი წიგნების ათეულს შევქმნი_მეთქი, მერე ოცეულზე გადავედი ყოყმანით, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ეს ძალიან რთული იქნებოდა, რადგან შეიძლება ისეთი წიგნი გამომრჩეს, რომელმაც წაკითხვისას დიდი ორომტრიალი მოახდინა ჩემში. იტყვით, ასეთი წიგნი არც დაგავიწყდებაო, მაგრამ არავინ ვიცით, რა იქნება, ამიტომ გადაწყვეტილებაც შევიცვალე.
მერე იმაზე დავიწყე ჭოჭმანი, რა დამერქმია ჩემი პირველი სტატიისთვის და ამაზეც დიდხანს ვიფიქრე... რა დავარქვი, ალბათ უკვე იცით და დასასრულს იმასაც გაიგებთ, რატომ დავარქვი.
ისე ამ ''რაღაცას'' სტატიასაც ვერ დავარქმევ, რადგან ისეთი რამ მაქვს გეგმაში, სტატიის კრიტერიუმებში მთლად არ ჯდება, ზღვარს სცილდება კიდეც.
წერისას თავში ხელი შემოვიკარი! ამდენს რომ ფიქრობ, ჯერ დაწერე და მერე გადაწყვიტე, დადებ თუ არა_მეთქი... უკვე იცით, რომ დავდე და შეფასება თქვენ მოგანდეთ!
''სტატიის'' პირველი ნაწილი იმ წიგნებისგან შედგება, რომლებმაც თავის დროზე დიდად მომხიბლეს და ჩემს გონებაში კუთვნილი ადგილები დაიკავეს.
[როგორც უკვე გითხარით, შეიძლება ამ სიას ბევრი ისეთი წიგნი დააკლდეს, რომელიც წამიკითხავს და მომწონებია, რაც არ წამიკითხავს, იმაზე ლაპარაკი აღარ მაქვს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჯერ მხოლოდ 15 წლის ვარ და ჰიუგოს და დოსტოევსკს არ გავცნობივარ (ეს ორი მწერალი მხოლოდ მაგალითია)]
1) მარგარეტ მიჩელის ''ქარწაღებულნი''–ამ წიგნმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კითხვისას მგონი პირველად დავფიქრდი სერიოზულად ცხოვრებაზე. თუ როგორი რთული იყო ის და რამდენი ბარიერით იყო აღსავსე. თითოეული გმირის სიყვარულს, იმედგაცრუებას, ტკივილს, სინანულს, უბედურებას, ბედნიერებას განვიცდიდი და შორიდან ვნსჯიდი მათ საქციელებს. რომანის მთავარი პერსონაჟი სკარლეტ ო'ჰარა ზოგჯერ მებრალებოდა, ზოგჯერ მიყვარდა, ზოგჯერ მეამაყებოდა და ზოგჯერ მძულდა! ამ ცვალებად შეხედულებას წიგნის სიყვარულზე არ უმოქმედია. წაიკითხეთ და ისიამოვნეთ! დამერწმუნეთ, არ ინანებთ!
[ის, რომ ეს წიგნი პირველი ნომრის განსწვრივ მიწერია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაზე ძალიან მიყვარს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს საყვარელი წიგნების ათეული არ არის.]
2}ერიხ მარია რემარკის ''ტრიუმფალური თაღი''–ეს წიგნი სულ ახლახან წავიკითხე და მივხვდი, თუ ვინ კი არა, რა არის ადამიანი! ადამიანი ზოგჯერ უბრალო სათამაშოა, ზოგჯერ კი მის გადაწყვეტილებას, არჩევანს, მთელი სამყაროს გადატრიალება შეუძლია. გააჩნია ჩვენ როგორ გამოვიყენებთ იმ უნარს, ძალას, რომელიც ღმერთმა მოგვცა. რომანში აღწერილი დრო, პარიზის ცხოვრება, ისტორიული ხანა, პრობლემები ისე ნათლად არის წარმოჩენილი, რომ თავი მეც იქ მეგონა... რავიკის თვალთახედვიდან ვხედავდი ყველაფერს. მე გავაღმერთე ეს პერსონაჟი, თავისი ცოდვების მიუხედავად. მისი და ჟოანის სიყვარული ყველაზე ''სხვანაირი'', პრინციპებზე დაყრდნობილი გრძნობა იყო. დასასრულიც ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც უნდა ყოფილიყო. უპირველეს ყოვლისა ამ წიგნს ამ ადამიანებს ვურჩევ, ვისაც დრამა მოგწონთ, ვინც ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით არ უყურებთ, თორემ ამ უკანასკნელებისთვის დიდი დარტყმა იქნება ამ ნაწარმოების წაკითხვა.
3)შარლოტა ბრონტეს ''ჯეინ ეარი''–ზოგი ფიქრობს რომ ეს წიგნი უბრალო ზღაპარია, ყალბი ცრემლებით, მელანქოლიკი პერსონაჟებით და ბანალური ''ჰეფი ენდით'', მაგრამ ეს ასე არ არის! აბა, წარმოიდგინეთ თავი ობოლი ჯეინ ეარის ადგილას, რომელიც ოჯახს სძულს. ის დაშინებულია წარმოსახვითი გმირებით და საშინელი ურჩხულებით. ის წიგნებს კითხულობდა, რადგან მოპარული ბავშვობა, სხვა პერსონაჟების ცხოვრებიდან დაებრუნებინა. გავიდა წლები და ჯეინმა ბრძოლა დაიწყო! ბრძოლა ბედნიერებისთვის! სამწუხაროდ ეს ოცნებაც ისევე ჩაიფერფლა, როგორც სხვა დანარჩენი, ჯეინს კი მაინც არ დაუკარგავს ის სიწმინდე და უმწიკვლოება, რაც გააჩნდა. დასასრულს კი მისმა ნაპოვნმა ბედნიერებამ მეც მომცა იმედი! ეს წიგნი ძალიან სასიამოვნო წასაკითხია ოპტიმისტებისთვის, ასე რომ...
4)ჰარიეტ ბიჩერ სტოუს ''ბიძია თომას ქოხი''–ეს წიგნი წლების წინ წავიკითხე. კითხვის პროცესში დრო ისე გადიოდა, ვერ ვგებულობდი. მთელი გულით მხარს ვუჭერდი ბიძია თომას და სხვა ფერადკანიან მონებს. ამ წიგნში სიკეთის და ბოროტების, კეთილი და გულღრძო ადამიანების გარჩევა არ მიჭირდა. არსებობდა დისულოვანი და არსებობდა უგულო პერსონაჟი, ეს იმიტომ რომ ცხოვრება ასეთია! შენ, ვინც ამას კითხულობ, არ აქვს მნიშვნელობა დიდი ხარ თუ პატარა, წაიკითხე ეს რომანი და საკუთარ თავზე გამოსცადე თითოეული ქარტეხილი!
5)დათო ტურაშვილის ''ჯინსების თაობა''–ამ წიგნში გადმოცემულია ქართველების დიდი ტკივილი. საბჭოთა კავშირის დროს მომხდარი დიდი უბედურება. იმას, რასაც ამ რომანის კითვისას განიცდით, საოცრება ჰქვია. უდიდესი სიყვარულის ისტორია და მჭიდრო მეგობრობის ქსელი... თვითმფრინავის გატაცების გულუბრყვილო გეგმა და მტანჯველი მსაჯულები... დაკარგული ბავშვი და უსახელო საფლავები... ისინი არ იყვნენ გმირები, მაგრამ იყვნენ ადამიანები, მათ კი არავინ მოქცევია ადამიანურად! წაიკითხეთ, დაღვარეთ ცრემლები და ამის მერე მიხვდებით, თუ რა სახელი ჰქვია მათ საქციელს და თვითონ მათ!
6)ალექსანდრე ჩხაიძის ''როცა მთავრდება ბავშვობა''–წიგნი, რომელმაც შემაბიჯებინა ახალ ხანაში! წინასწარ შევიგრძენი ის, რაც მაშინ ხდება, როცა ბავშვობა მთავრდება... ამ დროს ჩვენს გულებში ამბოხება ხუვლობს... უამრავი პრობლემა ყოფს თავს... ჩვენ ვიცით, რომ დიდები ვართ, მაგრამ ის არ ვიცით, რომ დიდობა ჯერ არ გვისწავლია. წაიკითხეთ ეს რომანი და მიხვდებით რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ასაკში მშობლების დიდი ყურადღება, დამრიგებლების თბილი სიტყვა, მოფერება, ალერსი და მკაცრი, მაგრამ ფარული ხელი. ავტორი ისე რეალურად აღწერს თითოეულ მოვლენას, რომ ამ რომანის კითხვა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ!
7)გრიგოლ აბაშიძის ''ლაშარელა'' და ''დიდი ღამე''–ამ ორ ისტორიულ რომანზე ძალიან დიდხანს შემიძლია ვილაპარაკო. ეს ის წიგნებია, რომლების სავსეა ტკივილით, სიყვარულით, იმედგაცრუებით, სინანულით, ცოდვებით, სიკვდილით და ლამაზი თუ ჭუჭყიანი გრძნობებით. თითოეული გმირი თავს ისე შეგაყვარებთ, მათ ტკივილსაც კი გაითავისებთ. თქვენ აღმოჩნდებით ბრძოლის ველზე, დაჭრილების ქვეშ მოქცეული, ლუხუმის ადგილას, გამარჯვებულს მეფის სასახლეში თავისივე ცოლი რომ დახვდება, ლილეს, არჩევანის გაკეთება რომ მოუწევს, თორელს, სიყვარული რომ გააბრუებს, ვაჩეს, მტერს თავს რომ არ დაუხრის. ეს ორი წიგნი და განცდილი მთელი ცხოვრება მოგყვებათ...
და ახლა მინდა ჩამოვთვალო ის მწერლები, რომლის შემოქმედებაც განსაკუთრებით მომწონს და მისი ნამუშევრების ერთმანეთისგან გარჩევა მიჭირს.
1)ნოდარ დუმბაძე (''მე, ბებია, ილიკო და ილარიონი'', ''მე ვხედავ მზეს'', ''მზიანი ღამე'', ''თეთრი ბაირაღები'')
2)მიხეილ ჯავახიშვილი (''ყბაჩამ დაიგვიანა'', ''ჩანჩურა'', ''კურკას ქორწილი'', ''თეთრი კურდღელი'', ''მიწის ყივილი'')
3)ო'ჰენრის ყველა მოთხრობა, დიდი თუ პატარა...
4)მაინ რიდი (''პატარა ზღვის მგელი'', ''ბორნეოს ხიზნები'', ''უთავო მხედარი'', ''თეთრი თათმანი'' ,''ოკეანეში დაკარგულები'', ''ბურები', ''კვარტერონი'')
5)ჟიულ ვერნი (''დაკარგული კუნძული'', ''80000 კოლიმეტრი წყალქვეშ'', ''კაპიტან გრანტის შვილები'') [რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სხვები დიდად არ მომწონს]
6)ალექსანდრე დიუმა (''გრაფი მონტე კრისტო'' ''სამი მუშკეტერი'')
7)აგათა კრისტის, არტურ კონან დოილის, კოლინზის დეტექტივები [სხვები ისე არ მაინტრიგებს და მითრევს]
8. და ბოლოს! მინდა თანამედროვე მწერლებიდან გამოვარჩიო მაია ბურჭულაძე, რომლის ''იათამზე მდივანი–თვითმარქვია დეტექტივი''–ის და ''დემეტრე ძნელაძე ლაბირინთში''–ის ყველა დეტექტიური რომანი საუკეთესოა, რომლებიც სიყვარულით არის აღსავსე.
სტატიის ორი ნაწილი უკვე დასრულდა! ახლა რისი თქმა მინდა? მე უკვე გირჩიეთ წიგნები! შეგიძლიათ რომელიმეს კითხვა დაიწყოთ ახლავე ან არდადეგებისთვის გადადოთ ისინი... ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა მეც მაქვს თქვენთან თხოვნა! თანაც ორი თხოვნა...
მე შემოგთავაზებთ ერთ წიგნს და თუ მათზე პატარა რეფერატს დაწერთ და კომენტარებში განათავსებთ ან სიახლის სახით წარმოადგენთ, ძალიან გამიხარდება.
ეს წიგნია სუადის ''ცოცხლად დამწვარი''.
და ჩემი მეორე თხოვნა!
თუ მეც შემომთავაზებთ რამდენიმე წიგნს ჩემი ასაკის შესაფერისად, დიდ საჩუქარს გამიკეთებთ!
ჩემი სტატიაც თუ სტატიისმაგვარიც დასასრულს მიუახლოვდა!
მე მას ამ სიტყვებით დავასრულებ:
იკითხეთ ადამიანებო ბევრი და ისწავლით სიყვარულს, სიკეთეს, სამართლიანობას!

პ.ს. დიდი ბოდიში მათ, ვინც ''ჭირვეულ პატარძალს'' ელოდა. სამწუხაროდ ჩემი სტატუსიდან გამომდინარე ხვალამდე შემდეგ თავს ვერ დავდებ, თუმცა მერწმუნეთ, დიდი თავი იქნება.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

სოფიკო,მიხარია რომ შენს ასაკთან შესაბამის წიგნებს კითხულობ,რადგან არასწორად შერჩეული წიგნი ისეთ გრძნობებს ვერ დაგიტოვებს ამ ასაკში რასაც,რამდენიმე წელში...ყველაზე მეტად ქართველი მწერლების ხილვამ გამახარა სტატიაში.მიხარია,რომ ე.წ.მოდას,რომ მხოლოდ უცხოელი მწერლების კითხვაა ''მაგრობა'',არ მისდევ...შენ ჯავახიშვილის ის მმოთხრობები ჩამოთვალე,რაც ბევრ უფროსი ასაკის არ აქვს წაკითხული.(როგორც ფილოლოგს მესიამოვნა)...ლაშარელა ჩემი ბავშვობის სამაგიდო წიგნი იყო.
მომწონს შენი აზროვნება,ხედვა,წაკითხულის სწორად გააზრება.კარგი გოგო ხარ.
გირჩევდი გამსახურდიას ნოველები წაგეკითხა,''ეკატერინე ჭავჭავაძე'',''დავით აღმაშენებელი'',ნაირა გელაშვილის ''ამბრნი, უმბრნი და არაბნი'',პუშკინის ''ქალბატონი გლეხი გოგო''.კიდევ ბევრი წიგნის შემოთავაზება შემიძლია,მაგრამ ვფიქრობ ჯერ ქართველი მწერლები უნდა გაიცნო,რომ ადვილად გარცნო უცხოელებს.წარმატებები სოფიკო

 


№2  offline მოდერი ლილიანა

შენ წიგნია ჭია ყოფილხარ ❤❤❤❤❤სუადის ცოცხლად დამწვარი რამოდენიმე თვის უკან წავიკითხე.სამი რამ ვიგრძენი ამ წიგნის წაკითხვისას_ ღებინება,ზიზღი და გაოცება.რატომ?
1 . გული ამერია იმ დროინდელი( ახლაც ასეთები არიან) პაკისტანელების ყოფაზე,ტრადიციებზე,სიბრმავეზე,უგულობაზე,სიბინძურეზე, უპატივცრმულობასა და გარყვმნილებაზე.
2. ზიზღი,მშობლების მიმართ,ზიზღი დების მიმართ,ზიზღი ძმისა და სიძის მიმართ,ზიზღი საერთოდ კაცთა იქაური მოდგმის მიმართ და ყველაფრის მიმართ ,რასაც შეუძლია ადამიანი ცხოველად აქციოს მხოლოდ და მხოლოდ სახელის გამო.
3.გაოცება.ამ გოგოს სიმამაცემ,გაბედულებამ,სიმტკიცემ და ხალხის სიყვარულმა,მომხიბლა.ალბათ ბევრი თავს მოიკლავდა ან დეპრესია მოკლავდა.მან კი სისუსტეში იპოვა ძალა.დაბრკოლების ლოდი კვარცხლბეკად გამოიყენა.
მისაბაძია მისი სულისკვეთება და ჰუმანურობა.
ესეც ჩემი მცირე მოკრძალებული აზრი.❤❤❤

ჰო დავამატებ ❤ მეტი გრძნობები,განცდები და ემოციები მინდოდა,არ იყო ანით სავსე ჩემთვის
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline მოდერი sopiko

ლორელაი
სოფიკო,მიხარია რომ შენს ასაკთან შესაბამის წიგნებს კითხულობ,რადგან არასწორად შერჩეული წიგნი ისეთ გრძნობებს ვერ დაგიტოვებს ამ ასაკში რასაც,რამდენიმე წელში...ყველაზე მეტად ქართველი მწერლების ხილვამ გამახარა სტატიაში.მიხარია,რომ ე.წ.მოდას,რომ მხოლოდ უცხოელი მწერლების კითხვაა ''მაგრობა'',არ მისდევ...შენ ჯავახიშვილის ის მმოთხრობები ჩამოთვალე,რაც ბევრ უფროსი ასაკის არ აქვს წაკითხული.(როგორც ფილოლოგს მესიამოვნა)...ლაშარელა ჩემი ბავშვობის სამაგიდო წიგნი იყო.
მომწონს შენი აზროვნება,ხედვა,წაკითხულის სწორად გააზრება.კარგი გოგო ხარ.
გირჩევდი გამსახურდიას ნოველები წაგეკითხა,''ეკატერინე ჭავჭავაძე'',''დავით აღმაშენებელი'',ნაირა გელაშვილის ''ამბრნი, უმბრნი და არაბნი'',პუშკინის ''ქალბატონი გლეხი გოგო''.კიდევ ბევრი წიგნის შემოთავაზება შემიძლია,მაგრამ ვფიქრობ ჯერ ქართველი მწერლები უნდა გაიცნო,რომ ადვილად გარცნო უცხოელებს.წარმატებები სოფიკო

გმადლობ, ლორე ♥ გამსახურდიას "დავით აღმაშენებელი" და "მთვარის მოტაცება" ზუსტად ვიცი რომ მაქვს და აუცილებლად წავიკითხავ.
ლილიანა
შენ წიგნია ჭია ყოფილხარ ❤❤❤❤❤სუადის ცოცხლად დამწვარი რამოდენიმე თვის უკან წავიკითხე.სამი რამ ვიგრძენი ამ წიგნის წაკითხვისას_ ღებინება,ზიზღი და გაოცება.რატომ?
1 . გული ამერია იმ დროინდელი( ახლაც ასეთები არიან) პაკისტანელების ყოფაზე,ტრადიციებზე,სიბრმავეზე,უგულობაზე,სიბინძურეზე, უპატივცრმულობასა და გარყვმნილებაზე.
2. ზიზღი,მშობლების მიმართ,ზიზღი დების მიმართ,ზიზღი ძმისა და სიძის მიმართ,ზიზღი საერთოდ კაცთა იქაური მოდგმის მიმართ და ყველაფრის მიმართ ,რასაც შეუძლია ადამიანი ცხოველად აქციოს მხოლოდ და მხოლოდ სახელის გამო.
3.გაოცება.ამ გოგოს სიმამაცემ,გაბედულებამ,სიმტკიცემ და ხალხის სიყვარულმა,მომხიბლა.ალბათ ბევრი თავს მოიკლავდა ან დეპრესია მოკლავდა.მან კი სისუსტეში იპოვა ძალა.დაბრკოლების ლოდი კვარცხლბეკად გამოიყენა.
მისაბაძია მისი სულისკვეთება და ჰუმანურობა.
ესეც ჩემი მცირე მოკრძალებული აზრი.❤❤❤

ჰო დავამატებ ❤ მეტი გრძნობები,განცდები და ემოციები მინდოდა,არ იყო ანით სავსე ჩემთვის

ჩემშიც იგივე განცდები გამოიწვია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent