შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღის ჰოროსკოპი


1-02-2016, 10:33
ავტორი FrAgOla
ნანახია 3 084

ვერძი
დღეს ნუ დაუშვებთ შეცდომებს სამსახურში. პროფესიულ საქმიანობაში თქვენი ნიჭის გამოვლენის საშუალება გექნებათ. რაიმე ახლის დაწყებას წარმატება არ ექნება, დღეს ჩანიშნული შეხვედრები გადაიდება თქვენი მიზეზით. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს.

კურო
დღე ბევრ სანერვიულოს და საგანგაშოს მოგიტანთ, რაც ახლობელ ადამიანს ეხება. თქვენ კიდევ უფრო სერიოზული და შრომისმოყვარე გახდებით. თავს ვერ აარიდებთ უსიამოვნო საუბარს. საღამოს ბავშები წაახალისეთ ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით.

ტყუპი
დღევანდელი დღე განსაკუთრებით წარმატებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაკავებული არიან შემოქმედებით. დაძაბული ოჯახური გარემო გაიძულებთ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. გულში ჩადებული წყენა კარგად გააკონტროლეთ, რათა სახლში კამათი აიცილოთ თავიდან. წარმატებული იქნება მმართველ ორგანოებთან კონტაქტი.

კირჩხიბი
უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი და გაფრთხილდით, სისწრაფეში არაფერი გამოგრჩეთ. არავინ ჩაახედოთ თქვენს პირად ურთიერთობებში. ყურადღება გმართებთ საბინაო საკითხების მოგვარებისას. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა.

ლომი
ეს დღე წარმატებული და ბედნიერია. ყველა საქმე და მოლაპარაკება საჭიროა კარგად გააანალიზოთ, განიხილოთ. მხოლოდ სიზმრები შეიძლება იყოს მეტნაკლებად საეჭვო

ქალწული
ენერგიული და აქტიური ხართ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ კონფლიქტურ ურთიერთობებს. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

სასწორი
შეიძლება ყველა საქმემ გამარჯვება ვერ მოგიტანოთ, მაგრამ გამოცდილებას მიიღებთ. საოჯახო საკითხები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. საყვარელ ადამიანს თქვენი გამხნევება და მზრუნველობა სჭირდება.

მორიელი
სანამ კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამდეთ, დაფიქრდით, რა გამოხმაურება მოჰყვება მას გარშემო მყოფებში. დღეს საკუთარ თავში შეიძლება ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, განსაკუთრებით, თუ საჭესთან ზიხართ.

მშვილდოსანი
განახორციელეთ ჩანაფიქრი. ეცადეთ, ყველასთვის გასაგებ ენაზე გამოთქვათ თქვენი სურვილები და მოსაზრებები. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს. საყვარელ ადამიანის გულს მხოლოდ ღიმილით ვერ მოიგებთ.

თხის რქა
არ ჩაერიოთ არავის საქმესა და ურთიერთობაში. მოერიდეთ რჩევების გაცემას. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავების მიმართ. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს.

მერწყული
მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. მშვიდად გაანალიზეთ სიტუაცია. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. წარმატებული დღე ელით საბანკო სფეროში მომუშავეებს. მატერიალურ მდგომარეობას პრემია ან ჰონორარი გაგიუმჯობესებთ.

თევზები
დღეს კომპანიის გული და სული ინქებით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მოერიდეთ ზედმეტ სიჯიუტეს და სიმკაცრეს. ბავშვებს დიდი ხნით ნუ მოიცილებთ თვალსაწიერიდან, რომ არ დაიკარგონ ან რამე არ იტკინონ. კუჭის დაავადებების მქონე პირებისთვის რეკომენდირებულია მენიუდან მლაშე და ცხარე საკვების ამოღება. შესაძლოა შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან.


დღის ჰოროსკოპი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent