"99 ფრანკის" ავტორი თბილისში
ავტორთან შეხვედრა გაიმართება 15:30 საათიდან 17:00 საათამდე "ბიბლუსი გალერეაში" - ფრედერიკ ბეგბედერი გაესაუბრება მკითხველს, უპასუხებს მათ კითხვებს და დაარიგებს სამახსოვრო ავტოგრაფებს. ავტორის ვიზიტთან დაკავშირებით "გამომცემლობა პალიტრა L" გამოსცემს ბეგბედერის საქვეყნოდ აღიარებული წიგნის, "99 ფრანკის" სპეციალურ ვერსიას, რომლის შეძენას შეძლებთ 10 მარტიდან წიგნის მაღაზიებში და ვიზიტის დღეს "ბიბლუსი გალერეაში". "გამომცემლობა პალიტრა L" ფრედერიკ ბეგბედერის წიგნებს 2012 წლიდან გამოსცემს. უკვე გამოიცა: "99 ფრანკი" , რომელიც შევიდა სერიაში: "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ"; ცალკეულ გამოცემებად გამოვიდა "Windows On The World", "საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე", "მიშველე, ბოდიში". ბეგბედერის სამტომეული გამოვიდა "ჩემი რჩეული მსოფლიოს" ფარგლებშიც. მასში შევიდა წიგნები: "ფრანგული რომანი", " 99 ფრანკი", " მოსიყვარულე ეგოისტი", "Windows On The World". თანამედროვე ფრანგი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი და გამომცემელი ფრედერიკ ბეგბედერი დაიბადა 1965 წელს საფრანგეთში. თავის ოჯახს ძალიან ბურჟუაზიულს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ფენისგან გამოყოფა მოისურვა. გამოეყო კიდეც თავისი სკანდალური რომანით - 2000 წელს გამოიცა ბეგბედერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები " 99 ფრანკი" , რომელსაც მოგვიანებით ავტორის აღიარება მოჰყვა, თუმცა რომანის სიუჟეტისა და მასში ასახული თანამედროვე რეალობის გამო ბეგბედერი სარეკლამო სააგენტოდან დაითხოვეს. "99 ფრანკის" სხვადასხვა ენაზე თარგმნამდე მხოლოდ საფრანგეთში 400 000 ეგზემპლარი გაიყიდა. ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს "ჟურნალი 12"-ის რედაქტორის, ოლგა ბაბლუანის მოწვევით ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში, 11 მარტს, ავტორი გამართავს პრესკონფერენციას მედიის წარმომადგენლებისათვის და მწერალთა სახლში დახურულ შეხვედრაზე შეხვდება ქართველ მწერლებს. 12 მარტს გაიმართება მისი ახალი ფილმის, "სიყვარული ცოცხლობს 3 წელი" ჩვენება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.