შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წიგნი: 1

24-03-2016, 17:16
ავტორი mari177777
ნანახია 5 367

მოგესალმებით, ეს სტატია ეძღვნება წიგნებს და წიგნის მოყვარულებს, შევეცდები თქვენთვის საინტერესო წიგნების ,,ანალიზი" შემოგთავაზოთ რათა მიხვდეთ თქვენთვის წასაკითხად მისაღებია თუ არა. იმის გათვალისწინებით, რომ მე 15 წლის ვარ ალბათ ჩემი მოწოდებული წიგნის ვარიანტები უფრო თინეიჯერებისთვის იქნება საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ასაკში წიგნთან დაკავშირებული ძალიან დიდი პრობლემებია შევეცდები თქვენთვის საინტერესო საგანი გახდეს წიგნთან ურთიერთობა.
დიდი ხნის განმავლობაში არ მიყვარდა წიგნები, 7 წლის ვიყავი როცა დედა სამსახურიდან წიგნით ხელდამშვენებული მოვიდა, უაღრესად გაბრაზებული ვიყავი ამ ამბით, თითქმის 2 კვირა თაროზე მედო და რამდენი დავინახავდი ვუბღვერდი. ერთხელ დედამაც გადმომიბღვირა და მივხვდი ჩემი საშველი არ იყო და კითხვა დავიწყე, სწორედ მაშინ შევაბიჯე პირველად წიგნების სამყაროში, აღფრთოვანებული დავრჩი :) მოკლედ ვისაც არ წაგიკითხვათ წაიკითხეთ ეს ნამდვილად გაგახსენებთ ბავშვობის ,,სურნელს".
ახლა კი რაც შეეხება დღევანდელ სტატიას, დღეს მინდა განვიხილო ,,შიმშილის თამაშები"(The Hunger Games). სიუზენ კოლინზის ეს ნაწარმოები იყო ერთ-ერთი პირველი რომელმაც თინეიჯერული წიგნების სამყაროში მომისროლა. სიუზენ კოლინზის ტრილოგიაში შემავალი რომანები მალე ბესტსელერები გახდა. ტრილოგიის პირველ ნაწილს ჰქვია ,,შიმშილის თამაშები"(The Hunger Games), მეორეს ,,ცეცხლის ალში" (Catching Fire), მესამეს ,,კაჭკაჭჯაფარა" (Mockingjay). ამ წიგნის პოპულარობა გაიზარდა 2012 წლიდან როდესაც კომპანია „Lionsgate“-მა უფლება მოიპოვა ტრილოგიის ყველა ნაწილის ეკრანიზაციაზე.
რომანი გამორჩეული იყო ნომინაციაში 2009 წლის საუკეთესო წიგნი მოზარდთათვის და დასახელებულია წლის საუკეთესო რომანად როგორც საუკეთესო ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში.

წიგნი: 1

[/center]პოსტაპოკალიფსური სამყაროს 12 რაიონად დაყოფილ ქალაქ-სახელმწიფოს, პანემს, კაპიტოლიუმი მართავს და თავისი სრული ძალაუფლების შესახსენებლად ყოველწლიურ "შიმშილის თამაშებს" აწყობს. თამაში, რომელშიც თითოეული რაიონიდან 2-2 თინეიჯერი მონაწილეობს, ჩვეულებრივი სპორტული შეჯიბრება არ არის, ეს ბრძოლაა არსებობისთვის, რომელშიც გაიმარჯვებს ის, ვინც ცოცხალი გადარჩება, გამარჯვებული და მისი რაიონი კი ერთი წლით კაპიტოლიუმის მოწყალებით ისარგებლებენ. თამაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა და მისი ყურება პანემის ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა.
16 წლის გოგონა, ქეთნის ევერდინი უღარიბეს მე-12 რაიონში ცხოვრობს და თამაშების ერთ-ერთი მონაწილეა. მან იცის, რომ უნდა გაუძლოს ყველაფერს და ცოცხალი გადარჩეს, ხოლო გადარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენებს და მათ შორის, თავის თანარაიონელსაც გაანადგურებს. ეს შიმშილის თამაშების შეუცვლელი კანონია.

[center]წიგნი: 1

წიგნი გამოცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, ფასი 9.90. ამ დღეებში გავრცელდა ცნობა რომ ქართულად თარგმინილი წიგნის ტირაჟი ამოიწურა თუმცა ნებისმიერ ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ ამ წიგნის მოძიება.
ახლა კი, მიუხედავად იმისა რომ ვთქვი ეს სტატია წიგნზე იქნებოდა არ შემიძლია ორი სიტყვა არ გითხრათ კინოზე. ამ წიგნის მიხედვით გადაღებულია 4 ნაწილიანი კინო. მესამე ნაწილი ორ ნაწილადაა დაყოფილი. კინოს რეჟისორი გახლავთ გარი როსი, კინოს ჟანრია:დრამა, მძაფრ-სიუჟეტიანი, ფანტასტიკა,
ტრილერი. ხოლო რაც შეეხებათ მსახიობებს კინოში მთავარს როლს ასრულებს უნიჭიერესი ჯენიფერ ლოურენსი(ქეთნისი), რომლსაც უდიდესი პოპულარობა სწორედ ამ კინოს მოუტანა. ასევე მონაწილეობს ჯონ პატჩერსონი(პიტას როლში)არაჩვეულებრივი ვუდი ჰარელსონი(ჰეიმიჩის როლში),ულამაზესი და უნიჭიერესი ელიზაბეთ ბენქსი(ეფის როლში), ლიამ ჰემსოურთი(გეილის როლში რომელიც ალბათ თქვენთვის ცნობილი მაილი საირუსისგან :) ), ჯულიანა მური და სხვა უამრავი უნიჭიერესი მსახიობი, აქ ჩამოვთვალე უფრო მეტად ცნობილი მსახიობები.
იმედია მოგეწონათ ჩემი სტატია. გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი კომენტარებში ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაწერეთ რომელი იყო თქვენი პირველი წაკითხული წიგნი, წაგიკითხავთ თუ არა შიმშილის თამაშები ან გინახავთ თუ არა ფილმი :) წარმატებებიიი <3

წიგნი: 1

წიგნი: 1

წიგნი: 1

წიგნი: 1

წიგნი: 1

წიგნი: 1

№1  offline მოდერი წითური გოგონა

"შიმშილის თამაშები"

ჰოოო, პირველი ნაწილი წაკითხული მაქვს, თუმცა ჩემში ფეერვერკები არ გამოუწვევია.
რაღაც ძალიან დიდი...
არა, არა, ეგ ჩემი აზრია.
მე გირჩევდი მხოლოდ 'ბესტსელერებით' არ დაკავდე.
15 წლის ხარ და ვფიქრობ უკვე პირველი საფეხური წიგნების წაკითხული უნდა გქონდეს.
პირველი საფეხური საბავშვო ლიტერატურაა.
ელემენტარული მაგალითებს მოვიყვან (მწერლები) ჟიულ ვერნი, ასტრიდ ლინგრენი, მარკ ტვენნი, ჯეკ ლონდონი და ა.შ. ვიმედოვნებ აუკვე მეორე საფეხურზე დგახარ.
არც ბესტსელერები არის ცუდი, პირიქით ეცადე თანამედროვეობას არ ჩამორჩე და მორიგეობით წაიკითხე.
რაც მთავარია ქართული მწერლები არ დაივიწყო და ჩვენებურ ლიტერატურასაც გადაავლე თავი.
მეორე საფეხურსაც კარგად გაეცანი, ძაააააალიან საინტერესო წიგნები შედის მასში, ფსიქოლოგიური, ცხოვრებისეული...
ველი მეორე ნაწილს.
--------------------
მწვანე ლიმონი

№2  offline მოდერი Eleniko13

მომეწონა სტატია...
ჰო, შიმშილის თამაშები კარგია, მაგრამ...
პირველი წიგნი იყო ტომ სოიერი, რომელიც მეზიზღება და მეორედ წაკითხვას არ ვაპირებ.
საერთოდ, არაფერია აქ გასაგიჟებელი და რავიცი...
მერე, კარლსონი და პეპი, ზუსტად არ მახსოვს, თუმცა ქართველი მწერლების ზღაპრებს და საბავშვო რომანებს ვკითხულობდი.
მაგრამ რატომღაც სულ არ მქონია იმაზე პრობლემა, რომ ბუკოვსკი ათი წლისამ წავიკითხე.
დოსტოევსკი თორმეტისამ.
ჟიულ ვერნი და რემარკი მიყვარს ძალიან.
თუმცა ახლა უფრო სხვანაირ წიგნებს ვკითხულობ.
ვგიჟდები აგატა კრისტიზე, და საერთოდ დეტექტივზე.
გაგიკვირდება და ლიბერთინს-ის წიგნებსაც ვაგროვებ.
სულ არ მომწონს, მაგრამ ვცდილობ გავუგო როგორმე თინეიჯერებს.
ნუ, მოვალე ვარ გავუგო, მეც 14-ის ვარ.
მაგრამ ბუკოვსკის არაფერი მირჩევნია.
მოკლედ, როგორც არის რა, აზრი არ აქვს, რით დაიწყებ და რით დაამთავრებ, რა ასაკში წაიკითხავ და რას წაიკითხავ, წიგნის პირველი ფურცელიდანვე გრძნობ უნდა გააგრძელო თუ არა კითხვა და ვფიქრობ რომ, უნდა იკითხო ის, რაც მოგწონს და არა ის, რაც სხვებს მოსწონთ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№3  offline წევრი mari177777

Eleniko13

გმადლობთ რომ გამოეხმაურეთ ჩემს სტატიას. არა შიმშილის თამაშები არ ყოფილა პირველი. პირველად პეპი წავიკითხე, შემდეგ ტომ სოიერი(მეც არ მიყვარს, შეიძლება იმიტომ რომ ძალით წამაკითხეს) შემდეგ კარლსონი წავიკითხე და ა.შ. მერე ცოტა რომ მოვიზარდე ჯეინ ეარი მირჩიეს. მგონი 12ის ვიყავი და კარგად ვერც გავიგე და ამიტომ არ მომეწონა.
ააჰ ლიბერთინი არ გამიკვირდა. იანვარში გავიგე ლიბერთინის შესახებ და თავიდან მომწონდა და ახლა რომ ვუკვირდები ვხვდები რომ კარგად ვერც მე გავუგე, თუმცა ზოგიერთი მაინც კარგი წიგნია. ზოგადად ყველა წიგნში ვხედავ რაღაცას რისთვისაც ღირდა წაკითხვა.
არ მახსოვდა ეს სტატია, ალბათ კიდევ დავდებ რაიმე წიგნზე ამ დღეებში. იმედია ისევ დაგაინტერესებთ.

წითური გოგონა
"შიმშილის თამაშები"

ჰოოო, პირველი ნაწილი წაკითხული მაქვს, თუმცა ჩემში ფეერვერკები არ გამოუწვევია.
რაღაც ძალიან დიდი...
არა, არა, ეგ ჩემი აზრია.
მე გირჩევდი მხოლოდ 'ბესტსელერებით' არ დაკავდე.
15 წლის ხარ და ვფიქრობ უკვე პირველი საფეხური წიგნების წაკითხული უნდა გქონდეს.
პირველი საფეხური საბავშვო ლიტერატურაა.
ელემენტარული მაგალითებს მოვიყვან (მწერლები) ჟიულ ვერნი, ასტრიდ ლინგრენი, მარკ ტვენნი, ჯეკ ლონდონი და ა.შ. ვიმედოვნებ აუკვე მეორე საფეხურზე დგახარ.
არც ბესტსელერები არის ცუდი, პირიქით ეცადე თანამედროვეობას არ ჩამორჩე და მორიგეობით წაიკითხე.
რაც მთავარია ქართული მწერლები არ დაივიწყო და ჩვენებურ ლიტერატურასაც გადაავლე თავი.
მეორე საფეხურსაც კარგად გაეცანი, ძაააააალიან საინტერესო წიგნები შედის მასში, ფსიქოლოგიური, ცხოვრებისეული...
ველი მეორე ნაწილს.

რათქმაუნდა ეს არ არის ის წიგნი რომელზეც გაგიჯდები, თუმცა შიმშილის თამაშები და ბინდი იყო ჩემთის ის პირველი წიგნები რომლებიც წავიკითხე ,,თინეიჯერობის პირველ საფეხურზე" და რომელმაც სხვა სამყარო მანახა უფრო განსხვავებული იყო იმ წიგნებისგან განსხვავებით რაც მანამდე მქონდა წაკითხული.
მადლობა გამოხმაურებისთვის ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. აუცილებლად დავდებ სხვა წიგნებზეც :)) იმედია ისევ დაგაინტერესებთ

№4 სტუმარი სტუმარი ანი

PDF ვერსია მინდა ამ ეიგნის იქნებ გწონდეთ რა ????❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent