როგორ უნდა ჩაიცვათ, თუ 160 სმ-ზე დაბალი ხართ
მინიატურული გოგონები მუდამ ლამაზად გამოიყურებიან (მაღლები ნუ განაწყენდებიან). გაიხსენეთ კაილი მინოუგი (155 სმ), სელმა ჰაიეკი (157), შაკირა (150), დები ოლსენები (155), მადონა (158) და სხვები. თუმცა, ყველა ზემოჩამოთვლილმა იცის, რა უნდა ჩაიცვას და რა - არა. რჩევებს თქვენც გაგიმხელთ. 1. ტანზე მომდგარი და არა ტომრისმაგვარი სამოსი მძიმე სამოსი ვიზუალურად ამძიმებს სხეულს. 2. მუქი ფერები კი, შავი - არა შავი ფერის სამოსის ჩაცმა დაბალ გოგონებს ეკრძალებათ. ის უფრო ადაბლებს მათ. გამოიყენეთ ყავისფერი, ბორდოსფერი, იისფერი და ნაცრისფერი. 3. ერთი ტონის სამოსს კი, კონტრასტულს - არა სხვადასხვა ფერის სამოსი კიდევ უფრო ადაბლებს გოგონას. მიჩნეულია, რომ ტანდაბლებმა მონოქრომული (ერთმანეთთან ახლო ტონები) ტანსაცმელი უნდა ჩაიცვან. 4. მაღალ წელს კი, დაბალს - არა აწეული წელი ფეხებს აგრძელებს და სილუეტსაც ამაღლებს. დაბალწელიანი კი პირიქით, ამოკლებს ფეხებს. 5. მომდგარ კაბას კი, ბალახონს - არა ტანდაბალ გოგონებს ტანზე მომდგარი კაბები უხდებათ. ის ვიზუალურად ადიდებს სიმაღლეს. კაბა-ბალახონს კი არც გაეკაროთ. 6. მინი-კაბას კი, მიდის - არა ტანდაბალმა ქალმა კაბა მუხლს ზემოთ უნდა ჩაიცვას. თუ მიდის ჩაცმას გადაწყვეტთ, შეარჩიეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გნომების დედოფალს დაემსგავსებით. 7. კლასიკურ შარვალს კი, დამოკლებულს - არა ვიზუალურად სიმაღლეს მოგიმატებთ სწორი, საშუალო სიგანის შარვალი, ხოლო განიერი და მოკლე შარვალი კიდევ უფრო დაბალს გამოგაჩენთ. იმავეს თქმა შეგვიძლია ჯინსზე. აარჩეთ ბოლოებისკენ ოდნავ ვიწრო შარვალი. ჯინსი-ბოიფრენდი ან სხვა ტომრისმაგვარი ჯინსი არ მოგიხდებათ. 8. ტოპები კი, ტუნიკები - არა ტანდაბალ გოგონებს ტუნიკები არ უხდებათ. ან მოკლე ბლუზა ჩაიცვით, ან ტოპი. 9. მოკლე ჟაკეტი ან ჟილეტი კი, გრძელები - არა მინიატურულმა ქალბატონებმა მინიატურული ჟაკეტები უნდა აარჩიონ. მათი სიგრძე წელზე უნდა დასრულდეს. ამასთანავე, არ ჩაიცვათ გრძელი ჟაკეტები, კიდევ უფრო დაგადაბლებთ. 10. მუხლამდე პალტო კი, გრძელი - არა შემოდგომა-გაზაფხულზე პატარა ტანის გოგონებმა უპირატესობა მუხლს ზემოთ პალტოებს უნდა მიანიჭონ. 11. ვიწრო ქამარს კი, ფართოს - არა ვიწრო ქამარი ტანს გამოგიჩენთ და ვიზუალურად აგამაღლებთ; ფართო - უკუეფექტს მოგცემთ. 12. ვერტიკალური ზოლები კი, ჰორიზონტალური - არა თქვენთვის დასაშვებია ნებისმიერი ფერისა და სიგანის ვერტიკალური ზოლები, ჰორიზონტალური უნდა დაივიწყოთ. ის ვიზუალურად აგანიერებს ფიგურას. 13. დახვეწილ ფეხსაცმელს კი, ქამრიანს - არა უპირატესობა ხორცისფერ ე.წ. ნავებს მიანიჭეთ. ის ფეხს ვიზუალურად აგრძელებს და ნებისმიერ სამოსს უხდება. არ ჩაიცვათ მასიური ფეხსაცმელი, პატარა გოგონებს არ უხდებათ. ქამრიანი ფეხსაცმელი კი ფეხს ამოკლებს. 14. ბოტილიონებს კი, მუხლამდე ჩექმას - არა ტანდაბალ გოგონებს ბოტილიონები უფრო უხდებათ. 15. პატარა ჩანთებს კი, დიდებს - არა მართალია, დიდ ჩანთაში მილიონი ნივთი ეტევა და მისი ტარება მოსახერხებელია, მაგრამ პატარა გოგონებს არ უხდებათ. ისეთი გრძნობა იქმნება, თითქოს თავადაც მოთავსდება თავის ჩანთაში. უპირატესობა პატარა ზომის ჩანთებს მიანიჭეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.