შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სად დავისვენოთ ზაფხულში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


26-07-2016, 00:09
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 544

ზაფხული ძალაში შედის და ალბათ ყველას აინტერესებს, სად ჯობს დასვენება. ასტროლოგიურად ქვეყნებსაც საკუთარი ზოდიაქოს ნიშანი და ასტროლოგიური მოცემულობები გააჩნიათ. ამიტომ სასურველია საშვებულებო ქვეყანა თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე ჰარმონიულად შეარჩიოთ. გთავაზობთ "ვარსკვლავურ ორიენტირს" ასტროლოგიური ნიშნის მიხედვით.


ვერძი
წელს უმჯობესია ნესტიანი ადგილებისგან შორს, სუბტროპიკულ ზონაში დაისვენოთ. ეგვიპტე, ისრაელი, ტუნისი – აქ დასვენებასაც მოახერხებთ და კულტურის გაცნობასაც. აგრეთვე, გარდერობის განახლებასა და სამკაულების შეძენას. აი, ახლობლებისთვის
სუვენირებზე კი ფულს ნუ დახარჯავთ.

კურო
დასვენებას ბიზნესურთიერთობების დარეგულირება ან სწავლა უნდა შეუთავსოთ. აგრეთვე შვებულების დროს შეისწავლეთ, გაიღრმავეთ უცხო ენა. ხმელთაშუა ზღვის სანაპირო – დასვენებისთვის, ევროპის ქვეყნები – ექსკურსიის, ხოლო ეგზოტიკის მოყვარულთათვის კუნძული ბალი იქნება შესაფერისი.

ტყუპი

ძვირად ღირებულ კურორტებზე ფულის ხარჯვას არ გირჩევთ. ამასთანავე, ნურც კომფორტზე იტყვით უარს. მოერიდეთ მოგზაურობას ავტოსტოპით, ნაკლებად ნაცნობი ადამიანების კამპანიებს. თქვენთვის სასურველია მაღალმთიანი კურორტები, სადაც სუფთა ჰაერი, მზე და მინერალური წ....ბი გელით. ჩერნოგორიე, ჩეხეთი, სომხეთი და ნურც საქართველოს კურორტებს დაივიწყებთ; ხოლო თუ წმინდა ადგილებსაც მოინახულებთ, ფიზიკურადაც დაისვენებთ და სულიერადაც.

კირჩხიბი

დასვენებისთვის იდეალური ადგილი ზღვის სანაპიროა. ამასთანავე, მოერიდეთ მზის გულზე დიდხანს ყოფნას, რამაც შეიძლება ალერგია, მზის დაკვრა და დამწვრობა გამოიწვიოს. ქვეყნებიდან უპირატესობა მიანიჭეთ იტალიას, საბერძნეთს, შვეიცარიას. მოინახულეთ ეთნიკური მუზეუმები; შეიარეთ სუვენირების მაღაზიაში; დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები და არ დაგავიწყდეთ სამახსოვრო ფოტოების გადაღება.

ლომი
მოერიდეთ ძვირად ღირებულ და ხალხმრავალ კურორტებს. შეარჩიეთ ისეთი დასასვენებელი ადგილი, სადაც პასიურად დაისვენებთ, აღიდგენთ ძალებს, დაიწყნარებთ ნერვებს. კარგია თუ ინდოეთს, კატალონიას ან ჩეხეთს ეწვევით. ამ უკანასკნელის სამკურნალო წყაროები გამოგაჯანმრთელებთ და ახალი ინერგიით აგავსებთ.

ქალწული

წელს ისე ადგილას უნდა დაისვენოთ, სადაც ჯერ არ ყოფილხართ. ახალი შთაბეჭდილებები ცხოვრებისეულ ცვლილებებსა და დაუვიწყარ დასვენებას გთავაზობთ. მაგრამ მაინცდამაინც ეგზოტიკურ ქვეყნებს ნუ აირჩევთ. ისეთი ქვეყნები შეარჩიეთ, რომელთა კულტურაც თქვენს ბუნებასთან ახლოა. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელით იაპონიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და პრიბალტიკის ქვეყნებში. გაეცანით ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, მოსახლეობას, შესაძლოა საქმიანი ან სასიყვარულო ურთიერთობებიც გააბათ.

სასწორი

დასვენებისთვის ისეთი ადგილები შეარჩიეთ, სადაც მინიმალური კომფორტი მაინც გექნებათ. უმჯობესია ერთკვირიანი, მაგრამ დაუვიწყარი შვებულება მოიწყოთ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, ვიდრე მთელი თვე ველურივით იცხოვროთ. რაც შეეხება კლიმატს, ისეთი რეგიონი შეარჩიეთ, სადაც სიმწვანე და სუფთა ჰაერია. ასეთია ბირმა, ინდოეთის მთიანი რეგიონი, ტიბეტი, მაგრამ თუ ევროპაში გაქვთ წასვლა გადაწყვეტილი, საფრანგეთის რომელიმე პროვინციას ეწვიეთ.

მორიელი

თქვენ ყოველთვის გიტაცებთ საიდუმლოებები და მისტიკა, კარგი იქნება თუ წელს, გველის წელში შვებულებას ეთნიკურ ადგილას ან უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაში გაატარებთ, სადაც გაეცნობით მათ კულტურას წეს-ჩვეულებებს. გაერკვევით მათ ტრადიციებში. კლიმატური თვალსაზრისით, ტროპიკული ან სუბტროპიკული ქვეყნები შეგეფერებათ. ასეთია ზამბია, სადაც შეგეძლებათ ბუშმენების ტომს შეეკედლოთ, ან ალჟირს ეწვიოთ და ბერბერებს დაუახლოვდეთ. უფრო ცივილიზებული ქვეყნებიდან თურქეთს, ეგვიპტეს, მაროკოს, ტუნისსა და აზერბაიჯანს გირჩევთ.

მშვილდოსანი

დასვენებისთვის ისეთი ადგილები შეარჩიეთ, სადაც მშვიდად იქნებით. მოერიდეთ ქვეყნებს სადაც ომი, კონფლიქტი და სამოქალაქო დაპირისპირებაა. უპირატესობა მიანიჭეთ პოლონეთის, საფრანგეთისა და არგენტინის მყუდრო და ლამაზ ქალაქებს.

თხის რქა

შვებულების დროს თქვენი მთავარი საზრუნავი დასვენება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა იქნება. ეწვიეთ სამკურნალო წ....ბით მდიდარ ადგილებს, - ისრაელი, გერმანია. მოერიდეთ ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას; ისეთ ადგილებს, სადაც ქვეწარმავლები ბინადრობენ.

მერწყული
წელს ექსტრემალურ დასვენებაზე უარი თქვით და შვებულება "პენსიონერივით" გაატარეთ. აგრეთვე, კარგი იქნება თუ თავისუფალ დროს ახალ ცოდნას შეიძენთ. წელს შეგიძლიათ კაპადოკიას (თურქეთი) ეწვიოთ, სადაც ისტორიულ და საინტერესო ადგილებს დაათვალიერებთ და ულამაზესი ბუნებით დატკბებით.

თევზები
თქვენთვის იდეალური იქნება საზღვაო კრუიზი, რომლის დროსაც საპორტო ქალაქებს დაათვალიერებთ, გაერთობით ცურვითა და თევზაობით. დასვენებისთვის გაემგზავრეთ შრი-ლანკაზე, ვენესუელაში, ჰავაისა და ფილიპინების კუნძულებზე. დაეყრდენით ინტუიციას და ის გიკარნახებთ სად იმოგზაუროთ, რომ აღიდგინოთ ენერგია და მოიპოვოთ ბედნიერება.



№1  offline წევრი teddy))

Saintereso iyo <3

 


№2  offline წევრი ing88

საინტერესო იყო :* მიყვარს ზოდიაქოს კითხვა ხშირად შემოგვთავაზე :*

 


№3  offline მოდერი Tako Tako_2

საინტერესოა smiley grinning

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent