შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაქალობის ჰოროსკოპი


13-08-2016, 23:07
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 593

როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, ერთგული მეგობრები სასურველია ჩვენგან მეთერთმეტე ნიშნის წარმომადგენლებს შორის მოვნახოთ. ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლს სხვაგვარად "მეგობრობის სახლსაც" უწოდებენ,
მისი მმართველი კი მერწყულია, ყველაზე მეგობრული ნიშანი. თუმცა, თუ თქვენ მორიელი ხართ, საუკეთესო მეგობრად თქვენგან მეთერთმეტე ნიშნის წარმომადგენელი ანუ ქალწული გამოგადგებათ. მოკლედ, მივყვეთ თანმიმდევრობით.

ვერძმა საუკეთესო მეგობარი მერწყულებს შორის უნდა ეძებოს. მას ძალიან მოეწონება მერწყულის კრეატიულობა, დამოუკიდებლობის სიყვარული და უნარი არასოდეს მოაბეზროს თავი სხვას. მერწყულს ვერძის ენერგიულობა და დინამიზმი მოხიბლავს. ამ ორს შეუძლია ერთი შეხედვით უტოპიურ გეგმებსაც კი შეასხას ფრთები.

კუროს შესანიშნავ მეგობრობას გაუწევს თევზები. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული დაქალი კუროს ხელოვნების სფეროს აზიარებს, ასევე ასწავლის ადამიანური ფსიქოლოგიის რთულ ხვეულებში გარკვევას. თავის მხრივ, თევზები კუროს სახით შესანიშნავ დასაყრდენს და სტაბილურ მოკავშირეს შეიძენს, რომლის იმედიც მას ყოველთვის ექნება.

ტყუპ ქალს იდეალურ მეგობრობას გაუწევს ვერძი. ვერძის ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა იმდენად გადამდებია, რომ ტყუპი ხშირად თავად დგამს პირველ ნაბიჯებს მის გასაცნობად. სასურველია, თუ ტყუპი ვერძს ლიდერობაში ნაკლებად შეეცილება. სხვა მხრივ ამ ორს მოწყენილობა ნამდვილად არც ერთ სიტუაციაში არ ემუქრება.

კირჩხიბისთვის შესანიშნავი მეგობრობის გაწევა შეუძლია კუროს. ამ ორს შორის საერთო ძალიან ბევრია. შესაძლოა ისინი კულინარიის სიყვარულმა გააერთიანოს, ან ინტერიერის დიზაინის განხილვით გაირთონ თავი. ორივეს უყვარს ფული და გამორიცხული არაა რაიმე სახის მომგებიან ბიზნესგეგმაზეც იმუშაონ ერთად. მათი მიზნები ყოველთვის რეალური და ასრულებადი იქნება. კირჩხიბის დიპლომატიის და კუროს პრინციპულობის წყალობით.

ლომი ქალი შესანიშნავად გაუგებს ჰაეროვან და მსუბუქ ტყუპს. ამ ორს ყოველთვის ექნება საჭორაო და სახითხითო საბაბი. ერთნაირად დაინტერესდებიან მოდის უახლესი ტენდენციებითა და ქალაქის ცხელ-ცხელ ჭორებსაც დიდი მონდომებით გაუზიარებენ ერთმანეთს. მამაკაცებზეც შესანიშნავად "ინადირებენ" დუეტში.

ქალწული იდეალურად იმეგობრებს კირჩხიბთან. ორივეს უყვარს განმარტოება, სიმყუდროვე, წესრიგი და კომფორტი. მათ საათობით შეუძლიათ ჩაის სმასა და ლიტერატურაზე საუბარში გაატარონ დრო. ერთადერთი პრობლემა, რამაც შესაძლოა გაუგებრობა წარმოშვას, ქალწულის გადამეტებული კრიტიკულობაა, რაც შეიძლება ბუნებით წყენია კიბოს გაბუტვის საბაბი გახდეს.

სასწორი ქალისთვის შესანიშნავი მეგობრობის გაწევა შეუძლია ლომს. ლომი ქალი, სასწორის მსგავსად გიჟდება მოდაზე, ლამაზ აქსესუარებსა და ჩაცმა-დახურვის თემა ამ ორისთვის უცვლელი სასაუბრო იქნება. გარდა ამისა, სასწორს გააჩნია უნარი გამუდმებით წაახალისოს ლომი ქალის თავმოყვარეობა კომპლიმენტებით, რაც ამ უკანასკნელს ჰაერივით სჭირდება.

მორიელი ქალი სათანადოდ დააფასებს თავდაჭერილი და გაწონასწორებული ქალწულის თვისებებს მეგობრობაში. ქალწულს ერთგულება შეუძლია, რაც ასე მნიშვნელოვანი ფაქტორია მორიელისთვის ნებისმიერ ურთიერთობაში. ამასთან ერთად, მას ყოველთვის მოეძებნება დრო მორიელის პრობლემების
მოსასმენად და გონივრული რჩევებით დასახმარებლად.

მშვილდოსანი ძალიან იხიბლება კომუნიკაბელური და ხალისიანი სასწორით. სწორედ მას და არავის სხვას შეუძლია, მშვილდოსნის უტაქტო საქციელი საზოგადოებაში ლამაზად "შეფუთოს" და იმიჯის შელახვას გადაარჩინოს იგი. გარდა ამისა, სასწორი გემოვნებისა და ჩაცმა-დახურვის საკითხშიც დაეხმარება მშვილდოსანს, რომელიც ამ სფეროს მაინცდამაინც არ სწყალობს.

ქალ თხის რქას ძალიან კარგად შეავსებს და დააბალანსებს ემოციური მორიელი. მორიელთან თხის რქა თავს დაცულად და მყარად იგრძნობს. ასეთი მეგობარი მას არასოდეს გაჭორავს ზურგს უკან. მორიელები ბუნებით მაქსიმალისტები და მიზანსწრაფულები არიან, რაც კარგად ესმის არანაკლები პრინციპულობით დაჯილდოებულ თხის რქას. ამ ორს ერთად შეუძლია მთები გადაატრიალოს.

მერწყულს ძალიან მოეწონება ქალ მშვილდოსანთან მეგობრობა. ამ ორის დაქალობა შეიძლება უნივერსიტეტში ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე დაიწყოს. ისინი ერთად განსაკუთრებით მხიარულად დროს მივლინებისას ან მგზავრობაში ატარებენ. მშვილდოსანი დაეხმარება მერწყულს საჭირო ნაცნობების შეძენაში, მერწყული კი მშვილდოსანს დიპლომატიურ სვლებს ასწავლის სასურველი მიზნის ადვილად მისაღწევად.

თევზებს ძალიან ხიბლავთ თხის რქასთან მეგობრობა. თხის რქის რეალისტური მიდგომა ცხოვრების მიმართ, სწორედ ისაა, რაც ასე აკლია მეოცნებე და სათუთ თევზს. სამაგიეროდ, თხის რქა თევზების სახით მზრუნველ, მოსიყვარულე მეგობარს შეიძენს, რომელიც დეპრესიის წუთებში ყოველთვის მზად იქნება მის მოსასმენად და გასამხნევებლად.



№1  offline წევრი teddy))

Sainteresoa! Nu mshvildosani wavikitxe srulad! Xo, martalia mshvildosnebs xalisi gviyvars! Momwons aseti statiebi da manebivreb xolme amit :D :* <3

 


№2  offline მოდერი Tako Tako_2

ზალიან საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent