შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა არის თქვენი ნამდვილი მოწოდება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


16-09-2016, 22:52
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 578

ადამიანების დიდი ნაწილი, ხშირად მთელ ცხოვრებას ატარებს ამაოდ საკუთარი მოწოდებისა და ჭეშმარიტი მისიის ძიებაში. ასტროლოგებმა კი ზუსტად იციან, ის თუ კონკრეტულად რა ტიპის საქმიანობაა ბედნიერების მომტანი ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულისთვის.

ვერძმა შეიძლება საკუთარი თავი სამხედრო საქმეში, სპორტში, ცეკვაში იპოვოს. მისთვის ნებისმიერი საქმეა მისაღები, რომელიც ლიდერული თვისებების გამოვლენას გულისხმობს.

კურომ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ბედნიერია კულინარის როლში, მისთვის ასევე სასიამოვნოა შენება და კომფორტის შექმნა.

ტყუპის სისუსტე ლაპარაკია, ამიტომ მისთვის შეიძლება მოწოდება იყოს შუამავლისა და კონსულტანტის პროფესია. ასევე ჟურნალისტიკა.

კირჩხიბი ოჯახზე, ფესვებზე დამოკიდებული ადამიანია. ამიტომ იგი სულიერად ბედნიერი იქნება თუ დაკავდება ისტორიით, ანტიკვარიატით ან სიძველეების მოვლით.

ლომისთვის მთავარია ამბიციები, საკუთარი იმიჯი და უფროსობა. ამიტომ მისთვის იდეალური საქმიანობაა ორგანიზატორის საქმიანობა. ასევე შემოქმედებითი სფეროები და ფსიქოლოგია.

ქალწულს საშინლად აღიზიანებს ქაოსი. ამიტომ იგი ბედნიერად ნებისმიერ ისეთ სფეროში იგრძნობს თავს სადაც მას "დალაგების" და ზრუნვის საშუალება მიეცემა. საუკეთესო შეიძლება იყოს მედიცინა.

სასწორი პოეტური და რომანტიკული ნიშანია. გამოკვეთილი სამართლიანობის გრძნობით. მისთვის კარგია მოდა, დიზაინი, არქიტექტურა. ასევე იურისპრუდენცია.

მორიელს გამოწვევებისა და ექსტრიმის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება. შესაძლოა ცხოვრებისეულ მოწოდებას ნებისმიერი ტიპის, ექსტრემალურ პროფესიაში მიაგნოს დაწყებული მრბოლელის პროფესიით, დასრულებული მაშველისა და კასკადიორის საქმიანობით.

მშვილდოსანს ძალიან უყვარს სხვებისთვის მორალის კითხვა და ჭკუის სწავლება. იქნებოდა კარგი ლექტორი. მისი მეორე სისუსტე მოგზაურობაა. შესაბამისად, ტურიზმშიც უნდა სცადოს ბედი.

თხის რქას დისციპლინა და კარიერული ამბიციები აწუხებს. მისთვის აუცილებელია საქმიანობა, რომელიც წინსვლისა და პროფესიულად გაზრდის საშუალებას მისცემს.

მერწყული თავისუფლად მოაზროვნე, კრეატიული ნიშანია. იგი ბედნიერი იქნება თუკი რაიმე ტიპის ჯგუფურ საქმიანობაში ჩაებმება ან სოციალური პროექტებით დაკავდება.

თევზები "უდიპლომო" ფსიქოლოგები არიან. მათთვის ერთი სიამოვნებაა ადამიანური ისტორიების მოსმენა და რჩევების გაზიარება. ამიტომ სასურველია, ზუსტად ამ პროფესიაში ან ხელოვნებაში სცადონ ბედი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent