Love is
ბავშვობაში ალბათ ერთხელ მაინც დაგიღეჭიათ Love is -საღეჭი რეზინი. ზოგს მისი გემო მოსწონდა და ზოგსაც ის ნახატები, რომელიც მასში იდო. როცა გავიზარდეთ, ნახატებისა და წარწერების მიხედვით ვმარჩიელობდით, ვისაც რა ამოუვიდოდა, ის ელოდა სიყვარულში. საღეჭი რეზინის ნახატების შემქმნელსაც საოცარი სიყვარულის ისტორია აქვს. ყველა ნახატითა და წარწერით ის ქმარს სიყვარულს უხსნის. Love is-ის კომიქსები ახალზელანდიელმა მხატვარ-მულტიპლიკატორმა, კიმ კასელმა შექმნა. ის 19 წლის იყო და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა. შემდეგ კალიფორნიაში დასახლდა და თავისი მომავალი ქმარი რობერტო კასალი გაიცნო. ხელსახოცებზე პატარა სცენებს უხატავდა: ღიპუცა შიშველი გოგო და ბიჭი ერთმანეთზე იყვნენ შეყვარებულები. კიმმა და რობერტმა ჯვარი იმ ეკლესიაში დაიწერეს, სადაც ოდესღაც კიმის მშობლებმა. პატარძალს გვირილების გვირგვინი და ვუალი ჰქონდა. ასეთივე გმირი დახატა კიმმა - თავსაბურავიანი ღიპუცა. "პატარა ვიყავი, როცა მამაჩემი გარდაიცვალა. როცა რობერტმა დაქორწინება შემომთავაზა, ვთხოვე, იმ პირობით გამოგყვები, თუ ზედ არ დამაკვდები. გაეცინა და დამპირდა, რომ შეეცდებოდა". რობერტმა კომპიქსების გამოქვეყნება ითავა. პირველი Love is 1970 წლის ხუთ იანვარს გამოვიდა. 1974 წლის კომიქსში გოგონას კიმი ერქვა, ბიჭს კი - რობერტო. კიმი თავს მხატვრად არ მიიჩნევდა. 1981 წელს ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ არჩევანი რომ ჰქონოდა რომანტიკული სიმღერების ავტორი გახდებოდა. კომიქსები იმდენად პოპულარული გახდა, რომ მხოლოდ ჟურნალებში კი არა, მაისურებზე, ჭიქებზე, კალენდრებზე იბეჭდებოდა. Love is-ის პერსონაჟებმა ურთიერთობის სხვადასხვა სტადია გაიარეს - გაცნობიდან დაქორწინებამდე და მერე ერთ-ერთი გმირის გარდაცვალებამდე. რეალურ წყვილს ორ ვაჟი ეყოლა, ნახატში წყვილი გოგონასა და ბიჭს ზრდიდა. ხანდახან ნახატებზე ძაღლი ჩნდებოდა. 2005 წელს კომიქსებში ორი კატა გამოჩნდა და ერთი სამწუხაროდ, მალევე მოუკვდათ. კიმისა და რობერტის ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. 1975 წელს რობერტოს კიბოს უკანასკნელი სტადია დაუდგინეს. კიმმა ხატვა შეწყვიტა, საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაეტარებინა. სწორედ ამ პერიოდში კომიქსების ხატვა ინგლისელმა ანიმატორმა ბილ ესპრიმ გადაიბარა. გმირები გაფერადდნენ და სამოსიც მოირგეს. რობერტოს ოპერაცია გაუკეთეს, მანამდე კი მისი გაყინეს, რადგან კიმს საშობაოდ ბრილიანტი კი არა, მათი სიყვარულის კიდევ ერთი ნაყოფის გაჩენა სურდა. რობერტო 1976 წელს გარდაიცვალა. კომიქსებში დარჩა კიმი, რომელიც ქმრის სამარეს დასტირის. საოცარი ბავშვი 16 თვის შემდეგ გაყინული სპერმის გამოყენებით კიმმა კიდევ ერთი ბავშვი გააჩინა, ბრიტანელმა პრესამ ბავშვს საოცარი უწოდა. კიმი ზოგიერთი თაყვანისმცემლისგან პოზიტიურ წერილებს იღებდა, ზოგი კი მის საქციელს ამორალურს უწოდებდა. Love is-ის ნახატზე გაჩნდა კიმი საბავშვო ეტლით და წარწერით: "გაიცანით მილო რობერტო". კიმი 55 წლის ასაკში, ძვლისა და ღვიძლის კიბოთი გარდაიცავლა. ახლა საოჯახო ბიზნესს უფროსი ვაჟი სტეფანო აგრძელებს. ის ხატავს Love is-ის კომიქსებს და ხელშეკრულების თანახმად, ისევ კიმის სახელით აქვეყნებს, მიუხედავად იმისა, რომ კიმი ცოცხალი აღარ არის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.