დღეს წვიმს...
დღეს წვიმს. ასეთი გამჭირვალე გარეთ მარტო არ გავიშვები. ქუჩის ბოლომდე მომეშველე, მერე მეთვითონ. როცა ღამეები გადათენდებიან და დღეები გადაღამდებიან, მე მოვალ, მხარზე ფრთხილად შეგახებ ხელს , ჩემკენ მოგაბრუნებ და გეტყვი, რომ ვერასოდეს მომიშორებ …. მერე არეული ნაბიჯებით, გადავკვეთ ქუჩებს და შენზე ფიქრებს გადავუსხამ სისხლით დაცლილ არტერიებს.. მერამდენე ღამეა ვდგები და საკუთარ თავს ვუდასტურებ, რომ ქუჩები დადიან ჩვენში, რომ სახლები ჩვენში ცხოვრობენ, რომ გვჭამს საკვები, რომ გვსვამს წყალი, რომ მზეს ჩვენ ვათბობთ. როდესაც გაიღვიძებ, როდესაც გაიღვიძებ ნამდვილად და დაეჭვდები, მოიხურე შენი სიზმარი და გარეთ გადი, იქნებ ამ დროს შენს სიზმარში მეც გამეღვიძოს. სიჩუმეა… ალბათ უკვე ის დროა, საკუთარი თავი რომ ყველამ იცის . ვაჟს ეშინია, რომ ეს ქალიც წავა, შეერევა ქალაქს, გაუჩინარდება. მაგრამ არა, ქალი ზის მის წინ, ტირის, თვალები ცრემლით აქვს სავსე. ვაჟი ხელს ხელზე ჰკიდებს და სახეზე იკრავს. თუ შემოაღებ კარს მე დაგახვედრებ სკამს დავსხდებით ერთად და ვუყურებთ ცას. ისეთი სიტყვა მინდა დავწერო შენ რომ გაიგებ. ეცადე შეინარჩუნო ნელი, მშვიდი სვლა, არ ააჩქარო და არ შეანელო მოძრაობა, რომელიც თანდათან მუსიკასავით შთანთქავს მთელ შენს არსებას, მიყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული. ჩემი სახლი კი უფრო სწორად ერთი ოთახი, ფიქრების არქივით, ოცნებების სასაფლაოთი, და სიზმრების დამტვერილი თაროებით ჩემში ეტევა. თუ კი სხვები სახლში ცხოვრობენ, ჩემი სახლი ჩემში ცხოვრობს და, ამ ხნის მანძილზე ისე გაზრდილა რომ ვეღარც გადის… მძაფრი შეგრძნება მაშინ გრჩება, სიყვარული როცა გიკვდება. მკვლელიც შენ ხარ და შენვე მარხავ. ხოლო შემდეგ ვეღარ ხვდები რა უფრო გტკივა-მხრები,რომლითაც გაათრიე, თუ ხასიათი, რომლითაც წყვეტდი,როგორ მოგეკლა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.