სიმშვიდე: გულის, სულის, გონების.
დღესაც დავიდგი ჭიქა. ვსვამ და ბოლომდე დავთვრები, მჯერა, ასეც და ისეც, აქაც და იქაც. რაღაც არ მომწონს ეს ჩემი თავი თვალდახუჭული წამოგყვებოდი, თვალებდახუჭულს შენ, ოღონდ მცოდნოდა, ხელს ბოლოშიც არ გამიშვებდი. დავსველდეთ, წვიმს…. წვეთები თხრიან გუბეში საფლავს. დავსველდეთ, გთხოვ… მინდა რომ ლავიწებზე ცა დაგახატო და მზე შენი ყელიდან ამოვიდეს მოვალ, თავს გულზე დაგადებ და მერე თუ უნდა აღარც გათენდეს სიმშვიდეს ვერ ჩავკიდე ხელი, სიბნელე ლამპიონებს ამსხვრევს, წამო, საღამოა ჩვენი, წამო, სახურავზე დავსხდეთ. ნუ მჩუქნი ფრთებს თუ ჩემთან ერთად ფრენას არ აპირებ. რაა საჭირო, რომ დაგინახო ერთი თვალების დახუჭვა ალბათ. ძილის წინ. თუნდაც სიკვდილის მერე. შენ ხარ ღამე, რომელსაც ვერ გავათენებ ვერასდროს და დღე რომელსაც ვერ დავაღამებ. შენ ხარ ვარსკვლავები, რომელსაც ვერასოდეს დავთვლი და სინათლე რომელიც ვერ აღწევს ჩემამდე. შენ ხარ მზე, რომელიც ვერასოდეს გამათბობს ბოლომდე, შეიძლება დამწვას, მაგრამ ვერ გამათბობს. მინდა მაჯები გადავიხსნა, სისხლმდინარე ხელები ჯიბეებში ჩავილაგო და არეული ნაბიჯით გავუყვე გზას რა იქნებოდა, ჩემი თვალები დაგეორთქლა და მაგ თითებით ბედნიერება ამოგეხატა ზედ. აქ არ მოხვიდე, აქ დაგაბრმავებენ, აქ დაგაყრუებენ, აქ დაგამუნჯებენ და თუ შეგატყვეს სიცოცხლე გინდა, გიჟად ჩაგთვლიან. აქ არ მოხვიდე, აქ ისე ცოტაა ჰაერი, რომ სიყვარულის სათქმელადაც არ გეყოფა. შეიძლება ეს სიახლე დეპრესიულადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ რატომღაც მე არ მგონია ასე, თანაც არ ვარ დეპრესიული ადამიანი. უბრალოდ დღეს ისეთ ხასიათზე გავიღვიძე მომინდაა რაღაც ასეთი დამედოო. იმედია მოგეწონათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.