შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შეშლილების ენაზე ვლოცულობ.


29-07-2015, 15:08
ავტორი BvBArMy
ნანახია 3 117

საშინელებაა,
როცა
ის
ვინც გიყვარს,
გიყვება მასზე ვინც უყვარს,
თითქოს ართმევდეს შენს თავს ვიღაცა,
შენს გარეშე
და
დაუკითხავად,
მაგრამ
რატომ არ ეჭვიანობენ ღმერთზე,
ღამეზე,
ყვავილებზე,
ვარკსვლავებზე,
და
ვინ იცის კიდევ რამდენ რამეზე.
დედაჩემი სიკვდილზე ეჭვიანობს,
ალბათ მივეცი ამის საბაბი,
მაგრამ
უფლება არ მიმიცია.

___________________________________________________________


რაღა გვეშველება,
ან უფრო სწორად გვეშველა უკვე.
ჩვენ ხომ დამპალი პოეტები ვართ,
კიდევ უფრო დამპალ ცხოვრებაში,
ნუ გვიწყენთ,
ნუ გაგვიბრაზდებით.

ჩვენ ფსიქიატრები ვართ,
ფსიქოლოგები ვართ,
ნევროპათოლოგები ვართ
და
ვაფათურებთ ხელებს თქვენს სულში,
ვანგრევთ თქვენს ნერვულ სისტემებს,
ვარყებთ ფსიქიკებს
და
ვკვებავთ ტრაგედიებს.

ჩვენ ისინი ვართ,
ვინც ლაპარაკობენ ღმერთზე
და
თქვენი ძვლებისგან აგებენ ტაძრებს,
სამსხვერპლოებს
სადაც კერპებად დგებიან
და
სისხლის წყურვილი კლავთ.
თქვენც მოიქცეოდით ასე,
რომ
იცოდეთ რა სასიამოვნოა
როცა გეწირება მსხვერპლი,
როცა გული ხელში გიჭირავს
და
თითებს უჭერ გაჩერებამდე.

ჩვენ ისინი ვართ,
ვისაც თქვენი აზრები არ გვაინტერესებს,
გრძნობებისკენ ვიწევთ,
ჰალუცინაციებისკენ ვიწევთ,
ვნებებისკენ ვიწევთ
და
მხოლოდ თქვენს გემოვნებებს
და
ხასიათებს ვემთხვევით
შუბლებზე,
ხელებზე,
ტერფებზე.

ჩვენ თქვენი თვითმკვლელობები ვართ,
თქვენი ვერნათქვამი სიტყვები,
თქვენი ვერგამოღადრული მაჯები,
თქვენი ვერგადადგმული ნაბიჩები,
თქვენი ვერდაძლეული შიშები,
თქვენი მიუტევებელი ცოდვები,
თქვენი ამოუღებელი ხმა.

ჩვენ წყალში დამხრჩვალი თევზები ვართ,
ტყეში მოჭრილი ხეები,
ასფალტზე ამოსული ყვავილები.

ჩვენ არ ვართ მართლები,
მართლები ნაგავსაყრელებზე ყრიან
და
ცოფიანი ძაღლები ულოკავენ წყლულებს.
ჩვენ ცამდე ყალბები ვართ
და
ვამბობთ იმას რასაც ვაკეთებთ
და
არ ვაკეთებთ იმას რასაც ვამბობთ.

ჩვენ არ შეგვიძლია არ ვჩანდეთ,
გვტკიოდეს და ვიყოთ ჩუმად,
ვტიროდეთ და ცრემლს არ ვღვრიდეთ,
გვეწერებოდეს და არ ვწერდეთ,
ვახველებდეთ და არ ვაფურთხებდეთ,
ვკვდებოდეთ და მოვკვდეთ,
საგიჟეთებში ვიბრალებდეთ გიჟობას.

ჩვენ ნარკოტიკები ვართ
და
საკუთარ თავებს ვასაღებთ.

ამბოხებები ვართ,
თავისუფლებები,
ანარქიები,
კავზე გამობმული ჭიები ვართ.

ეს არ არის აღსარება,
რადგან
არაფერს ვნანობ.

ჩვენ ხომ დამპალი პოეტები ვართ.


_____________________________________________________


გზას ისევ
სადაც მიმიყვანს განწყობით მივყვები.
ლექსს ისევ
რაც გამომივა განწყობით ვწერ.

დღეს ქუჩამ ცელოფანი ამაკრა სახეზე,
ვერც მოვასწარი ხელის აფარება.
ან ხელებს რას ვერჩი,
აღარ ეყრდნობიან ინსტიქტებს,
მას შემდეგ რაც ნერვებზე გადავრთე.

არაფერი მამჩნევია მაჯებზე,
საერთოდ არაფერი,
თხელი, ღია ცისფრად ამობერილი ვენების გარდა.

მაჯებში ცა მაქვს
და
სისხლი დაფრინავს გიჟივით.
თვალებში ღრუბელი
და
გუგებში წვიმს.

მე ვარ სისხლი.

დატბორილია ჩემი სული ამაოებით.

_______________________________________________________________


იცი?
რაზეც დღეს უბრალოდ გეღიმება,
ხვალ შეიძლება სიმწრით გაგეცინოს.

ნუ ჩაუღრმავდები იმაზე მეტად,
ვიდრე
სუნთქვის შეკავება შეგიძლია,
არ დაიხრჩობი,
ვერ ამოისუნთქებ.

დღესაც გამექცა ხელი ყვავილისკენ,
თუმცა
მხოლოდ მოფერება მინდოდა,
რადგან
არ მყავდა არავინ,
ვისთვისაც ღირდა მომეწყვიტა.

შენ იცი ჩემი ხასიათის თავისებურება,
მხოლოდ ხელნაკეთ ნივთებს ვენდობი
და
ხელით გამომცხვარი პური მიყვარს.
ის ოცნებები ხომ საერთოდ,
რომლებიც ამ ხელებს ქმნიან
და
აძლევენ ძალას.

ნუ ჩამოეშვება შენი მხრები,
ნუ ჩამოიყრება,
ნუ მოიხრება,
ცასაც სჭირდება ადგილი,
სადაც ჩამოჯდება და დაისვენებს.


______________________________________________________________


ჩემი ყველა ლექსი უშენოდ დაიწერა,
იმიტომ არ აკლიხარ არცერთს.

ყველგან ვიყავი,
სადაც ვიცოდი არ იქნებოდი,
არსად ვყოფილვარ,
სადაც შემეძლო,
მენახე,
მეთქვა - მიყვარხარ.

მორჩა.
აქ აღარაფერს ვამატებ.
გულში ღმერთმა იცის მხოლოდ.


_____________________________________________________________


თავსაც მოვიკლავდი,
მაგრამ
თვითმკვლელობაში ჩამითვლიან...


____________________________________________________


ზოგჯერ,
როცა იქამდე მივდივარ,
რომ
ვიფიტები,
ვიხრები,
ვცარიელდები
და
ლამისაა ჩამომეძინოს
საკუთარ თვალებზე,
სულ ერთი სიტყვა გამომაფხიზლებს ხოლმე,
შენი ერთი სიტყვა - მიყვარხარ.

ჩემს მიყვარხარს
სხვა ვერავინ გეტყვის,
ვერც მე ვეტყვი
შენთვის სათქმელ მიყვარხარს სხვას,
ჰოდა მიყვარხარ!!!


____________________________________________________________


არ ვიცი
რომელ მხარეს აქვთ ხეებს ზურგი,
მაშინ
როდესაც ქარი კენწეროებს არხევს,
ტოტებს ერთ მხარეს მოაქცევს
და
ფოთლებს დააფრთხობს.

როცა მე დაკეტილ ფანჯრებთან ვდგავარ,
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი
და
ვფიქრობ,
ხეზე რომელიც შარშან მოვჭერი,
უფრო სწორად იმაზე
ზურგიდან ხომ არ ჩავარტყი ნაჯახი.

საშინელებაა როცა წინასწარ გტკივა
და
შემდეგ არაფერს გრძნობ.


__________________________________________________________


გზა ყოველთვის ყველა მიმართულებით იქნება,
უმიზნო კაცისთვის,
უმიზნო ხეტიალითვის,
მითუმეტეს ღმით,
შუა ღამით
და
ერთი-ერთზე.

მე კი მხოლოდ სიარული მჭირდება,
ცივი,
ღრმა ამოსუნთქვასავით
და
არა მიმართულება.

ნუ გამაყოლებ თვალებს,
ხელებს,
გულს
და
ნერვიულობას.

შეიძლება აღარც დავბრუნდე
და
იმან მომკლას,
რომ
მეცოდინება ვიღაც მელოდება.

გზა ყოველთვის ყველა მიმართულებით იქნება,
ვზივარ
და
გზაჯვარედინებს თვალს ვარიდებ.

_______________________________________________________________


რა სიყვარული,
რა თანაგრძნობა,
რა მიტევება.

მხოლოდ და მხოლოდ მოთმინება.
კბილებით,
ნერვებით,
მყესებით,
ძარღვებით,
ვენებით,
ძვლებით
და
მეტი არაფერი.

ეს პლანეტა,
ეს სამყარო,
ეს ცხოვრება,
ეს ქალაქი,
ეს ქუჩა,
ნაძირლებით არის სავსე.
აი ისეთი ნაძირლებით
რომ
არ იძირებიან.

მიკუბულ-მოკიბული არ მიყვარს,
ხოდა წადი თქვენი დედაც მო***ყან ! ! !

ძალიან პირდაპირი ქარია,
წვიმს.
განმიკითხეთ.

მე შეშლილების ენაზე ვლოცულობ.




იმედია მოგეწონათ.



№1  offline წევრი ნენე

გავგიჟდი და გადავირიე.
მეორე ლექსი,ზუსტად ჩემი იყო...
და ბოლო,საერთოდ...

პს: ხომ ვერ მეტყვი ვისი ლექსებია.
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№2 სტუმარი okay

შენი სიახლეები ყოველთვის "ზე" არაჩვეულებრივია.
მეორე ლექსი ვიცოდი და ისე მიყვარს, რომ... არვიცი!
ამ ბოლო დროს, გაიშვიათდა შენი სიახლეები და თანაც ფოტოებსაც არ ადებ!

ესეიგი, წარწერებიანი სურათებიც დაამატე, უფრო ხშირ-ხშირად დადე და ქუულ იქნები. :* :*

ბევრი გულები შენ!

 


№3  offline წევრი BvBArMy

ნენე
გავგიჟდი და გადავირიე.
მეორე ლექსი,ზუსტად ჩემი იყო...
და ბოლო,საერთოდ...

პს: ხომ ვერ მეტყვი ვისი ლექსებია.

ლაშა მარგიანი.

მიხარია, რომ მოგეწონათ. ეს ყველა სიახლე ჩემთან იმდენად ახლოსააა, ყველა აქ დაწერილი ლექსი. გენიალურია მათი ავტორი ლაშა მარგიანი.
--------------------
I Hate Everything About You

 


№4  offline წევრი ფორთოხალი

მარგიანი არი საოცრება!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent