შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოდი ავდგები და ცაში გადავხტები.


2-08-2015, 17:24
ავტორი BvBArMy
ნანახია 5 471

ვწევარ იატაკზე,მტვრიან იატაკზე,
ვწევარ გულაღმა და ჭერზე ცარიელი,
ოთახს კიდევ ერთი სტროფი მივაკაწრე,
ირგვლივ მიმოვფანტე მინდვრის ყყვავილები.

არ დგას არაფერი გარდა სიჩუმისა
და დევს სიჩუმეზე ჩემი ხერხემალი,
ცოტა იწვიმა და ბევრი იგულისხმა,
რატომ გადაიღო წვიმამ ესე მალე...

სუსტი სიმშვიდეა ფერში მზესუმზირის,
ახლა ეს სიმშვიდეც თითქოს მეზიზღება,
მინდა რომ ცოცხალი ერთხელ დაგესიზმრო,
თორემ ვიცი მკვდარი ხშირად ესიზმრებათ.

ჰაერს ვერ ჩავხუთავ ისე მესუნთქება,
თვალებს ვერ გავახელ ისე მენატრები,
სისხლი ერთ წრედ წავა, მერე შეგუბდება
ტვინში და გავყვები ნერვებს ფეხაკრეფით.

თითქოს ეს ოთახი ხმაურს ინარჩუნებს,
თუმცა დუმილია მისი გასაღები,
სანამ მიწის ქვემოთ ადგილს მიმიჩენენ,
მოდი ავდგები და ცაში გადავხტები.


მოდი ავდგები და ცაში გადავხტები.




როდესაც ვარსკვლავებს ვუყურებ,
გუგები თვალებში არ მეტევა.

მთელი დღე სახლში ვარ
და
იმ დღეებს მივყვები,
რომლებიც
არასდროს მომენატრება.

შემეძლო
იდაყვები მუხლებზე დამედო
და
ხელებს შუბლით დავყრდნობოდი,
გადამედებოდა
რაღაც
მოსვენების მსგავსი თითებიდან,
თუმცა
მე მაინც ტკივილი ვარჩიე.

თუ გინდა თავდაყირამ შეხედე ცას,
მაინც ვერ გადმოხედავ ზემოდან.

* * *

მე გიახლოვდები,
შენი მხრიდან კი მანძილი არ იცვლება.
ასე
ვერასდროს შევხვდებით ერთმანეთს.

არაფერი დამრჩა,
შენთან დატოვებული გულის გარდა.

მოდი ავდგები და ცაში გადავხტები.


როგორ უნდა ვლაპარაკობდე
სამყაროს შემოვლაზე,
როცა
გუშინ რამდენიმე ქუჩის გადაღმა
მთხოვე და არ გაგყევი.

როგორ უნდა ვლაპარაკობდე
სიყვარულზე,
როცა
სახლში მთელი კოლოფი სიგარეტი მქონდა
და
შენ ერთი ღერი გაგატანე.

როგორ უნდა ვლაპარაკობდე
სიმართლეზე,
როცა ათასი მიზეზი გითხარი
და
თავის მართლება მანამდე დავიწყე
სანამ რამეს დავაშავებდი.

როგორ უნდა ვლაპარაკობდე
ძმობაზე,
როცა
ბოლო თვეებია სულ შენ მნახულობ,
მე კი არ მინახიხარ.

როგორ უნდა ვლაპარაკობდე
ღმერთზე,
როცა თავად დიდი ხანია
არ მილაპარაკია ღმერთთან,
მითუმეტეს შენზე.

როგორ უნდა ვლაპარაკობდე
პოეზიაზე,
როცა ამასაც კი ვერ ვწერ ისე
შენ რომ სერიოზულად აღიქვა.

მაგრამ,
რაც არ უნდა იყოს,
იყოს
როგორც ჩვენ გვინდა.


მოდი ავდგები და ცაში გადავხტები.



მე გული მტკივა,
რომ
არ იზრდება,
ჩემი ოთახის იატაკზე მზესუმზირები,
რომ
არ ამოდის კიბეებზე შენი ფეხის ხმა,
რომ
ეს კედლები მზის სინათლეს ვერ ინარჩუნებს.

დავწვები ხოლმე გულაღმა
და
მტვრის ფორმას ვიღებ
და
ველოდები შენს ხელებს,
რომ
თითებზე ავყვე, მაგრად მივეკრო
და
სულზე დამრჩეს, შენი მშვიდი ნათითურები.

ტკივილებს ვსუნთქავ
და
ფილტვები ჰაერს ქაჩავენ,
სისხლი არ მყოფნის,
რომ
ამ ოთახში არ გააჩნიათ
საკუთარი ადგილი ნივთებს,
ადრე თუ გვიან ეს ნათურაც გადაიწვება
ისევე როგორც გადავიწვი მე შარშან ზაფხულს,
მაგრამ
დღემდე ვერ გამომცვალეს,
რადგან ვარ ერთი
და
ყველაფერს თანაბრად ვყოფნი
რაც მე ვერ მავსებს.

* * * * * * * *

მე გული მტკივა,
რომ
ჩემს ოთახში
მზეც ყოველთვის ფანჯრიდან მოდის,
მე კი კარი მუდამ ღია მაქვს.

და
რა იქნება,
რომ
ამ კარში შენ შემოხვიდე,
ერთხელაც
როცა მე ფანჯრიდან გასვლას დავიწყებ
და
ჩემი მხრების ჰორიზონტზე ნიკაპი დადო.


მოდი ავდგები და ცაში გადავხტები.



ახლა
როცა მე
ერთი სული მაქვს გავგიჟდე
და
საღი აზროვნება დავკარგო,
მოვცილდე და დავანებო თავი
ყველას და ყველაფერს
ვინც თვითონ არ შემეშვა,
ახლა
როცა მე
ერთი სული მაქვს გავგიჟდე
და
საღი აზროვნება დავკარგო,
გენიოსები პოზიციებს იმყარებენ.

როგორც იმ ფილმშია
რომ ჰქვია
მაგიდაზე ადიან
და
სამყარო სხვანაირი ჩანს,
ლეონარდს კი
გასეირნების უფლებას არ აძლევენ,
არა და გამოაღვიძეს უკვე.

ელ.
ლეონარდ.
ელ.
ლეონარდ.
წამოდი გავისეირნოთ,
გარეთ მაინც არ გაგვიშვებენ,
აქ არ არსებობს გარეთ,
აქ დგას მაგიდა.

მოდი ავდგები და ცაში გადავხტები.



მინდა
დახეთქილ ფოთლებზე ვწერდე,
მაგრამ
ჩემი სურვილი არ არის იმდენად წმინდა,
რომ
გაყვითლდნენ,გაწითლდნენ,გახმენ
და
ჩამოიყარონ.

შეიძლება ქუჩაში იდგე,
ერთადერთი გუბის წინ
რომელიც
ქუჩის ნოლი მთელ რაღაც პროცენტს იკავებს
და
მე შემთხვევით თვალი გამომექცეს შენკენ,
ისიც იმიტომ რომ უმნიშვნელოს ვაქცევ ყურადღებას
და
მხოლოდ ვიგრძნო,
რომ
მაინცდამაინც ამ გუბეზე გინდა გადასვლა,
თან ისე რომ ფეხი არ დაისველო,
ავდგები, მოვალ, მაისურს გავიხდი
და
მღვრიე წყალზე დავაფენ,
ისე როგორც ზღაპრებში ხდება
და
არ შემრცხვება ჩემი სიშიშვლის.

შენ
რათქმაუნდა მაინც დასველდები,
მაგრამ გადახვალ,
გესიამოვნება,
რომ
ვიღაც უცხომ რომელსაც პირველად ხედავ,
პირველად
და
უკანასკნელად
რაღაც გააკეთა შენთვის,
გააკეთა სიყვარულით
და
არა სიყვარულისთვის.

მოდი ავდგები და ცაში გადავხტები.


შენ დამინახე,
დამინახე
და
გამოიქეცი გიჟივით,
ისე თითქოს ღმერთი შეგენიშნოს სადმე.
თვალებში ჩაგხედე შორიდანვე
და
ვიგრძენი როგორ გაგიხარდი,
როგორ გინდოდა მომვარდნოდი
და
ხელები შემოგეხვია მხრებზე,
ჩამხუტებოდი,ჩაგესუნთქე მთელი ძალით
და
არ გაგეშვი არსად.

მე შევტრიალდი,
ზურგი შეგაქციე.

შენ არც კი დაუკვირდი ამას,
მოიქროლე აქოშინებულმა
და
ზურგიდან ჩამეხუტე,
მესმოდა როგორ მომიახლოვდა
შენი ნაბიჯების ხმა.
შემომეკარი.

იმ წამს შენ იყავი ღმერთი
და
მე ჯვარს ვგავდი.

მაპატიე.

მოდი ავდგები და ცაში გადავხტები.




ზოგჯერ,
როცა ძალიან,
ძალიან მინდა რომ ვწერდე
და
არაფერი გამომდის,
როცა
ერთი სიტყვაც ვერ მიმყავს ფურცლამდე,
კიდევ უფრო მაგრად მომინდება,
მაჯები გადავიხსნა
და
ძარღვებზე მოწოლილი სისხლი
სისხლივით გამოვუშვა მთლიანად
და
სუფთა ფურცელი გავჟღინთო ბოლომდე.

შემდეგ ავიღო
და
უბრალოდ მოვუსმინო ლაქებს.




№1  offline წევრი თამუნა

ძალიან მომეწონა, ყველა უგემრიელესია... <3
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№2 სტუმარი okay

თამამად ვამბობ, ამ საიტზე შენი სიახლეები, ყველაზე მეტად მიყვარს !!!!
საუკეთესო ლექსები და ფოტოები <3
რომ მიყვარხარ გეცოდინება ^_^
კიდო გეტყვი :დ მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ.
და მოუთმენლად ველი შემდეგს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent