Strong Life !
"მე არასოდეს განვიკითხავ ქალებს, რომლებსაც კარგი ცხოვრება სურთ, უბრალოდ, არ მესმის იმ მამაკაცების, რომლებიც წუწუნებენ, რომ ქალებს მხოლოდ ფული სჭირდებათ... თავად კი უყურებენ მხოლოდ მოვლილ ქალებს ლამაზ კაბებში, გრძელი თმებით, მომაჯადოებელი პარფიუმის სურნელით და ხელებზე აკურატულად წასმული ლამაზი მანიკიურით... ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო... სისულელეა! სილამაზე მოითხოვს ფულს!" სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გარკვეული ეპიზოდები განდევნო, გაუშვა, გათავისუფლდე! ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ გახსნილი კარტებით არასოდეს თამაშობენ. ცხოვრება ასეთია: ან იგებ, ან აგებ. წაგებულს კი უკან აღარ აბრუნებენ; შენ ძალას აღარ აღიარებენ, შენს თვისებებს არავინ აღმოაჩენს და არც სიყვარულს დაგიფასებენ არასოდეს – სიამაყის, უუნარობისა და ამპარტავნების გამო კი არა, მარტივი მიზეზისდა გამო: ცხოვრებაში მათი ადგილი არ არის, თუ თავად არ მოძებნე… დრო კი გადის… და სანამ კიდევ შეგიძლია მიხურე კარი… ან შეეგუე იმას, ვინც ხარ. ან გადაიქეცი იმად, ვინც გინდა იყო… გრძნობები - ეს სულის თვისებაა, ფიქრები - გონების, შეგრძნებები - სხეულის. იყო ელეგანტური ნიშნავს იყო არა თვალშისაცემი, არამედ დასამახსოვრებელი. "ბედნიერებას ყველა ეძებს, მაგრამ ცოტანი პოულობენ მას იქ, სადაც ის არის" ბედნიერება არ სცნობს სიბერეს. ის, ვინც მართლა ბედნიერია, არასდროს ბერდება. არ აღზარდო შენი შვილები ისე, რომ მათი ცხოვრების მიზანი სიმდიდრე იყოს ... აღზარდე ისინი ისე, რომ მიზნად ბედნიერება დაისახონ ...,. რაც შენია ,უბრალოდ აიღე და წაიღე ! :) სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს. ერთგულება ნიჭია. ალბათ ყველაზე სასარგებლო და სასიამოვნო ... ამ დროს შენი თავიც კი გეამაყება. ერთგულებას ვერ ისწავლი, ვერ შეიძენ. ეს სულში უნდა გქონდეს. ან ერთგული ხარ, ან-არა! ყველას ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი რის შემდეგაც სხვანაირი ხდები. არ აქვს მნიშვნელობა ის დიდ ბედნიერებას მოგიტანს თუ ტკივილს მაგრამ ისეთი როგორიც იყავი ვეღარასდროს იქნები. „თუ შენი დაკარგვა ჩემთვის დიდი უბედურება არააა, არც შენი ჩემად ყოფნა ყოფილა ბედნიერება.“ "უცნაურია... ერთ დღეს მე აღარაფერი მინდოდა შენგან , და ეს მეტკინა" "ცრემლებამდე ყველას შეუძლია მიიყვანოს ქალი, მაგრამ თვალები რომ ბედნიერებისგან უბრწყინავდეს, ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ!" "არ არსებობს სიყვარულზე დიდი გრძნობა, მონატრებაზე დიდი ტკივილი და სინანულზე დიდი ტანჯვა" "იყავი ბრძენი, ჩემო ტკივილო, და უფრო მშვიდად გეჭიროს თავი, უკვე ჩავლილზე არ იჩივილო, ან მძიმე ხვედრზე არ დაგცდეს ავი" "თუ ორი ქალი გიყვარს ერთდროულად, აუცილებლად აირჩიე მეორე. იმიტომ, რომ პირველი რომ ყველაზე ძალიან გყვარებოდა, მეორე არ შეგიყვარდებოდა" "კაპიკია იმ კაცის ფასი ვინც სხვის ქალს უყურებს და ნერწყვს ყლაპავს! შენს საკუთარ ქალს ჩააცვი,დაახურე, მოეფერე და ... გიყვარდეს!" სერგეი ბეზრუკოვი. "ზომიერების გრძნობა დიდი ნიჭია, თორემ თავის მობეზრება სიყვარულითაც შეიძლება." სიყვარული ფორტეპიანოზე დაკვრას წააგავს. პირველად წესების დაცვით დაკვრის სწავლას უნდა ეცადო. შემდეგ კი უნდა დაივიწყო წესები და მთელი გულით დაუკრა... იმედია მოგეწონებათ ! შემიძლია გავაგრძელო ;) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.