..''მაინც მინდა მთელი გულით მოგეფერო''
♥ შენი სიჩუმე ,სამყაროზე მეტს ამბობს ჩემთვის შენი თვალებით გაცილებით მეტია წამი, და როცა ქუჩას ,უცხო კაცის სურნელი ერთვის უკანასკნელი მოღალატე მგონია თავი. ♥''რთული ვარ და დიდხანს როგორ გამიძლებდი, მაინც მინდა მთელი გულით მოგეფერო.'' (ნიკა ჩერქეზიშვილი) ♥''მოვალ, თავს გულზე დაგადებ და მერე თუ უნდა, აღარც გათენდეს.'' ლაშა მარგიანი ♥ ''ვწერ და ყველაფერი კარგად კი არა და ისე ცუდად არის - არ ღირს წარმოდეგნად. შენთან მოსასვლელი გზაა მილიარდი, ასი მილიარდი ფეხის წამოდება.'' (თორრნიკე ნაროზაული) ♥''...ვილაპარაკოთ - ერთადერთხელ პოეზიაზეც - ან შენ მისმინე და მე მარტო ვილაპარაკებ... ვილაპარაკოთ - უსაფუძვლოდ, უხმოდ, უმიზნოდ, თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს, ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდი ისეც ნუ ვიზამთ, რომ არაფერი აღარ დაგვრჩეს სალაპარაკო.'' როი აბუსელიძე ♥ ''ბავშვობაში , ქვაფენილებზე სიარულისას , ყოველთვის მეშინოდა ქვასა და ქვას შუა მყოფ ხაზზე დაბიჯების , ასე მეგონა უსათუოდ რაიმეს წავაგებდი . მას შემდეგ თუთქმის ორი ათეული წელი გავიდა, მაგრამ ვერ მოვიშალე უცნაური ფიქრები, ახლა ვფიქრობ , ადამიანების გულს რომ დავაბიჯო , უსათუოდ სიკვდილს მომიტანს-მეთქი. ჩემში სიყვარული ძალიან ღრმად ცხოვრობს გულში , სადღაც მოუწვდომელ კუთხეში ,მაგრამ ერთ გაღიმებას , ერთ თბილ გაღიმებას შეუძლია მთელი სიყვარული ვულკანური ლავასავით ამოხეთქოს და ირგვლივ ყველაფერი გამათბობინოს .'' ანა ზეიკიძე ♥''ისევ ისეთია ცივი მოგონება, თითქოს, ხელახალი გრძნობით მეორდები.. ყველა ფიქრის მინდა უმალ მოშორება, სადაც, გზების ბოლოს, შენ არ მელოდები..'' ირაკლი ჭიკაიძე ♥ ''ისეთი ''გამარჯობის'', ისეთი ''მომენატრეს'' და საერთოდ, ყველაფერ ''ისეთის'' დედა ვატირე, დანახვისას, ''აუ'' რომ უსწრებს ფიქრში..'' ირაკლი ჭიკაიძე ♥ ''მას შემდეგ რაც დედამისობანას და მამისობანას შევეშვი- მას შევუყვარდი... . . . . . . მე აღარ ვუკონტროლებდი დღეში ყავის ფინჯნების რაოდენობას . არც კოკა-კოლის უვარგისობას ვუსვამდი ხაზს არც ჩემგან წასულს ვარიგებდი , გზა როგორ გადაეკვეთა არც კაბის ზომაზე აღარ ვუთითებდი და არც ტანსაცმელის სისქეზე, რადგანი იცოდა რომ მე არ მიყვარდა ძალიან მოკლე კაბები და თუ შილიფად ჩაცმულს,ოდნავ მაინც შესცივდებოდა,აუცილებლად მოვახურავდი ჩემს პიჯაკს და გავათბობდი.... . . . . . . მას შემდეგ რაც ის მიხვდა რომ - მე აზრის გათვალისწინება მახარებდა და არა მშობლის სიმკაცრე მან თქვა : მე მიყვარს ჩემი მამაკაცი , რომლისთვისაც მე ნამდვილი ქალი ვარ და არა ძნელად აღსაზრდელი ბავშვი!'' -ვ.ხაბეიშვილი ♥''რაზე დგას მონატრება? -ალბათ, ნახვის იმედზე...'' -ვ.ხაბეიშვილი ♥''ცარიელი ოთახი. ცარიელი ჯიბეები. ცარიელი დღე. ... მე კიდევ სიყვარულით სავსე მაქვს გული'' ნიკა ჩერქეზიშვილი ♥''ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს, ამ ქვეყნად რაც კი გვირილებია, დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...'' გენრი დოლიძე ♥'' მე ხშირად ვამბობ, რომ უღმერთოდ მაკლიხარ, სახლივით აშენებს ბედს უცხო ქვითხურო, როდესაც მდუმარედ მიყურებ სარკმლიდან და, შენი მზერიდან, ჩემს ლექსებს ვკითხულობ.'' თორნიკე ჭელიძე ♥ ''რაღა ჭირად მინდა შენი გვერდში ყოლა გულში ჩემი გული თუ არ ჩაგეტია…'' დავით სულთანიშვლი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.