შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცნობილი ადამიანების გამონათქვამები 3


16-03-2016, 22:10
ავტორი Teo Naa
ნანახია 5 059

ვიქტორ ჰიუგო


ამბობენ, რომ სიყვარული გულის სიბრმავეა. მე ვიტყოდი, რომ უსიყვარულობაა სიბრმავეა.


ხალხის სიდიადე სულაც არ იზომება მისი რაოდენობი.


ხალხის სიდიადე სულაც არ იზომება მისი რაოდენობით.


ოპტიმისტია ის, ვინც მომხრეა იმ მოძღვრებისა, რომ შავი იმავდროულად თეთრიცაა.


საკმარისია რაიმე ერთი უიღბლო ფიქრი, რომ ადამიანი უძლურად და შეშლილად იქცეს!


უფსკრულში ვარდნისას ზეცას შევყურებთ.


არასოდეს ღირს ქალისთვის იმის თქმა რისიც არ ესმის. ის იწყებს ამაზე ფიქრს და ხშირად მისი ნააზრევი სულ სხვა მხარეს იღებს.


ყველაზე და ყველაფერზე უპირველესად იყავით ადამიანები, ნუ შეგეშინდებათ მეტად ჰუმანურობის.


იოჰან გოეთე


გამოუყენებელი სიცოცხლე ადრეული სიკვდილის ტოლფასია.


ცხოვრების თითოეული ნაბიჯი მიგვანიშნებს, რომ წინდახედულება ძალიან საჭიროა.


სიყვარულს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მოვალეობას მასზე მეტი.


ჩვენ ხშირად ვფლანგავთ მთლიან დღეს, რადგან გვახსოვს, რომ არსებობდა გუშინდელი დღე და გვჯერა, რომ ხვალინდელი დღეც დადგება.


თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.


როცა იდეა მარცხს განიცდის, საქმეში აქტიურად ერთვებიან სიტყვები.


სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.



№1  offline წევრი mimimimo

ოპტიმისტია ის, ვინც მომხრეა იმ მოძღვრებისა, რომ შავი იმავდროულად თეთრიცაა.

თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ. - ეს ორი მომეწონა...


ჩვენ ხშირად ვფლანგავთ მთლიან დღეს, რადგან გვახსოვს, რომ არსებობდა გუშინდელი დღე და გვჯერა, რომ ხვალინდელი დღეც დადგება. - ადამიანს მხოლოდ ერთი რა არ აქვს გარანტირებული - შემდეგი დღე..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent