ბრძნული აზრები
1. ცხოვრება სკოლაა, სადაც წარუმატებლობა უფრო კარგი მასწავლებელია, ვიდრე წარმატება. - გრენადსკი 2. გრძნობა მაშინ იწმინდება, როცა მშვენიერებასთან აქვს შეხება. - დოსტოევსკი 3. ინტრიგა სუსტების ძალაა, სულელებს ჰყოფნით ჭკუა მავნებლობისათვის. - შექსპირი 4. სხვისი სასაცილოდ აგდება, ხშირად ჭკუის სიღატაკეს ნიშნავს. - ვოლტერი 5. ვინც საკუთარ გონებას იცნობს, ყოველთვის როდი იცნობს საკუთარ გულსაც. - ლაროშფუკი 6. უძლურს იცავს კანონი, ძალას - წარმატება. - სენეკა 7. ვილაპარაკოთ, რასაც ვფიქრობთ და ვიფიქროთ, რა ვილაპარაკოთ. - გოეთე 8. როცა ადამიანი ღარიბია, ის ხელგაშლილია, ხოლო როცა მდიდარია - ძუნწია. - როხასი 9. ჯობია, ადამიანს დავეხმაროთ, არ გახდეს ცუდი, ვიდრე შემდეგ გამოვასწოროდ. - ბალზაკი 10. თუ მასწავლებელი თავს ნებას აძლევს, არცოდნაში გამოტყდეს, მაშასადამე, მან საქმე იცის. - გორკი 11. ჩვენს ცხოვრებას აყალიბებენ ისინი, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ და ისინი, ვინც უარს ამბობენ ჩვენს სიყვარულზე. - მენინგერი 12. იმის შეგრძნება, რომ სასწაულებრივი მოვლენები ჩვენ გვერდით ხდებოდა, გვიან მოდის ხოლმე. - ბლოკი 13. წესრიგი მხოლოდ სულელებს სჭირდება - გენიოსი ქაოსზე ბატონობს. - აინშტაინი 14. ცუდი ჩვეულებისგან გამიჯვნის საუკეთესო საშუალება ცუდის საკუთარ თავში დანახვაა. - პლატონი 15. ბრძენს ყურს უგდებენ არა იმიტომ, რომ სურთ მისი სიბრძნის შეცნობა, არამედ იმიტომ, რომ გაიგონ, თუ როგორ მიაღწია მან თავის სიმაღლეს. - პანტი 16. ძეგლის დაცვა ყარაულობა კი არ არის, ძეგლი თავისი ერთადერთობით, განუმეორებლობით იცავს თავს. - ოთარ ჭილაძე 17. იმისთვის, რომ ადამიანმა დაგლიჯოს საკუთარი ჯაჭვები, უკლებლივ ყველა საშუალებაა დასაშვები. - მირაბო 18. უნდა მისდიო არა მრავალცოდნას, არამედ მრავალგონიერებას. - დემოკრიტე 19. ქალები მამაკაცებზე მატერიალურები არიან. - როსტანი 20. არიან სამი სახის ეგოისტები: ეგოისტები, რომლებიც ცხოვრობენ და ცხოვრების საშუალებას სხვებსაც აძლევენ; ეგოისტები, რომლებიც თვითონ ცხოვრობენ და სხვას არ აცლიან ცხოვრებას და, ბოლოს, ეგოისტები, რომლებიც თვითონაც ვერ ცხოვრობენ და სხვებსაც არ აძლევენ ცხოვრების საშუალებას. - ტურგენევი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.