შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Different


13-04-2016, 00:57
ავტორი მოლურჯო
ნანახია 7 875

ჩემი სიყვარული უცნაურია: მე შენ მომწონხარ და კიდევაც შეიძლება ეს მოწონება დიდი სიყვარულის დასაწყისი იყოს, მაგრამ თუ არ გააკეთებ ჩემთვის არფერს, დამავიწყდები - როგორც უკანასკნელი.

Different



მე არ ვგავარ პიანინოს და მის კლავიშებს არც ნოტებს დო-რე-მი-ფა-სო-ლა-სი. ჩემი ნოტებია სიყვარული-მარტოობა-ტკივილი-სევდა-ბედნიერება. მე არ მაჩვენებს ფერადი ტელევიზორი, ჩემი ნახვა შესაძლებელია შავ-თეთრად, ჩემს ტელევიზორს არ აქვს პულტი, რომ გადამრთოთ, უყურეთ შეშლილს. გიგვიმართლა, ერთ დროს დავადებულვართ. როგორც პიანინოზე, არავინ უკრავს ისე არ უკრავენ ჩემზე კომპოზიციებს, პატარა ბავშვების გარდა, რომლებიც არეულად ურტყავენ მუშტებს. როგორც პედალი, რომელიც ნოტების ხმას ახანგრძლივებს, მინდა ასეთი შეშლილი მოვიდეს და სიგიჟემდე ურტყას, სიკვდილამდე ურტყას კლავიშ - სიყვარულს. შეასრულოს კომპოზიცია: სიგიჟემდე შეყვარებული მარტოსული. ჩემი პიანინო დგას დასავლეთით და კლავიში ბედნიერება გამოჭამა თაგვმა - ვწუხვარ, დაკვრა შეუძლებელია, კლავიში აღარ არის. გიხაროდეს, ერთ დროს დავბადებულვართ, ეს ცხოვრებაც ხომ მხოლოდ წლებს და ერთმანეთს გვაძლევს.


Different



ვუყურებდი შორიდან, ყურება არაჩვეულებრივია. როგორც კი ჩემკენ აბრუნებდა თავს - სხვაგან გავიხედავდი, ვითომ ყურადღებას არ ვაქცევდი. ღამით მიყვარს დედას და მამას ოთახში შესვლა, როცა ორივეს დიდი ხანია რაც ძინავს, მივალ ნელა გავუსწორებ - გადავაფარებ საბანს. ნეტა, მე თუ მაფარებს ვინმე საბანს, როდესაც მძინავს? ნეტა, როცა მე არ ვუყურებ, თვითონ თუ მიყურებს? იქნებ, არც გვეკარგება ეს ყველაფერი?


Different



გავხარ ცას. არა ვარსკვლავებით, არა ღრუბლებით - სიშორით, შორი ხარ ახლა და როგორც ცაში ისე მინდა შენში ღმერთი - სულ ცოტა მოწყალება.. სულ ცოტა.

Different



ვაგროვბდი, ვაგროვებდი ასე - ერთს მივუმატოთ ერთი მივუმატოთ ხუთი კიდევ ათი ასე ვაგროვებდი ბედნიერებას, მხოლოდ ერთი მხოლოდ ერთი მოვიდა უბედურება და ყველაფერი თან წაიღო. ჩვიდმეტივე ბედნიერება. ვიღაც კი უბედურებას აგროვებდა ხელის გულზე და ერთ ბედნიერებას შეუძლია, ყველაფერი დაგავიწყოს.


Different



არ ვფიქრობ, რომ ხვალ შეიძლება აღარცერთი ვიყოთ.
ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ვიცხოვრეთ უერთმანეთოდ.


Different



გული მწყდება ხოლმე ხანდახან, რომ მახსენდება...
ჩვენ შეგვეძლო უამრავი ღამის ერთმანეთისთვის გათენება.

Different



და წარმოიდგინე, იოცნებე, არ გიყვარს ოცნება? მე და შენ რომ გვეცხოვრა, სადმე საიდანაც ამოსვლა შეუძლებელია, ან არასოდეს გაგვიჩნდებოდა იქიდან წამოსვლის სურვილი, მაგალითად ალიასკაზე, ან ბორილდაში, სადაც მხოლოდ ერთი პატარა სივრცეა და ყველა იქ არის დასახლებული, და სამუდამოდ იქ გვეცხოვრა ტურისტებივით კი არა, სამუდამოდ, იქ დავბადებულიყავით. ერთ წამსაც არ ვიფიქრებდი იმაზე რომ გამოვტოვე სხვა ქვეყნები და ვერ ვნახე ქალაქური ცხოვრება. მხოლოდ თავს დაგადებდი მხარზე, ლავიწზე და უბრალოდ მთლიანად შევისუნთქავდი იქაურ ჰაერს და შენს სუნს. შენს თმის სუნს.


Different



მაკოცა და მკითხა: ჩემზე ხო იფიქრებ? თავი დავუქნიე და ავედი მატარებელში, ეს მატარებელი მიმიყვანს სახლამდე, მაგრამ მინდა საერთოდ? ან არსებობს ფიქრი, მის გარეშე?

Different



ძალიან მძიმეა, როდესაც ადამიანი გეუბნებოდა: მიყვარხარ. და გპირდებოდა სამუდამო სიყვარულს. ახლა კი შენ წინ დგას და გეუბნება, რომ აღარ უყვარხარ.
სადღაც უნდა არსებობდეს სიყვარული, რომელსაც არ აქვს დასასრული.


Different



იმაზეც ვფიქრობ ხოლმე, როგორ შეგიძლია, რომ არ გახსოვდე.


Different



მე არ ვიცი, რატომ ვფიქრობ იმაზე, რომ დაგკარგავ, როცა ერთად არც არასოდეს ვყოფილვართ.


ლუკა კუხიანიძე



love love love love ძალიან საყვარელი სიახლე იყო... თითქოს შინაგანად გავთბი love
--------------------
განუმეორებელი გრძნობაა -იყო ვიღაცის ბედნიერება ♥

 


№2  offline მოდერი წითური გოგონა

და ეს შენი ნამუშევარი არ იყო, ლუკასი იყო?
სერიოზულად მაგარი
გრძნობებით სავსე!
დამბურძგლა
გამატარა
და ცოტა
სულ ცოტათი
დამათრო!
ეს თუ სიმრართლეა, მე მიყვარს ის!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№3  offline წევრი მოლურჯო

წითური გოგონა
და ეს შენი ნამუშევარი არ იყო, ლუკასი იყო?
სერიოზულად მაგარი
გრძნობებით სავსე!
დამბურძგლა
გამატარა
და ცოტა
სულ ცოტათი
დამათრო!
ეს თუ სიმრართლეა, მე მიყვარს ის!

კი ლუკასია ჩემი არ არის
სამწუხაროდ...
დამიჯერე რომ მეც იგივე გრძნობა მეუფლება წაკითხვისას
რაც შენ...
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent