ნოემბრის ჩვიდმეტს...
დღევანდელ დღემაც დაამძიმა შენი სახელი, მეოთხე წელი შეუსრულდა ანგელოზს ჩემსას. ოთხი წლის უკან მიმატოვე - ჩემგან წახვედი, მე ვტიროდი და სიცილისგან იწვოდა ზეცა. ეს ბოლო წლები ზიზღიღით ვიწყებ ყოველ ნოემბერს, ნეტავ შემეძლოს კალენდრიდან ამ თვეს წავშლიდი. ოხ როგორ მინდა ერთხელ მაინც სადმე რომ შემხვდე, ამ შეხვედრისას მამა-შვილურ სუფრას გავშლიდი. გეფიცები, რომ შენი ხსოვნა ჩემში არ კვდება, ვერც დაგივიწყებ მე ხომ მუდამ ღმერთივით მწამდი. შენი თვალები გონებაში მუდამ დამრჩება, დამრჩება, როგორც მოგონება გამზრდელი მამის. წლების წინ მახსოვს დღევანდელ დღეს ცხარედ ვტიროდი, ზეცას სდიოდა სიხარულის ხშირი ცრემლები. წვიმა ჰქვიაო, გაიძახდნენ მაგრამ ხომ ვიცი, მას უხაროდა სიახლოვე შენთან შეხვედრის. ნოემბრის ჩვიდმეტს წახვედი და თან გაგყვა სული, სული ეულად მიტოვებულ - ცოცხალმკვდარ შვილის. მეოთხე წელი გავაცილე და მაინც ვუცდი, ყოველღამ ვარსკვლავს ჩემს დარაბებს, რომ ათბობს სხივით. მე ფანჯრის აქეთ, შენ ზეციდან - ვუმზერთ ერთმანეთს, ყოველღამ ვგრძნობ, რომ ძილისპირულს არ მტოვებ მარტო. ტკივილი თურმე განშორების კარებს ვერ აღებს, წამით რომ გნახო მთლიან ყოფას მაგ დღისთვის დავთმობ. დღევანდელ ღამეს მკვეთრად ბრწყინავს შენი ვარსკვლავი, ზეცა აღნიშნავს ანგელოზად მიღების შენს დღეს. მენატრები და დროის გასვლა მშველის - არაფრით, შენს დავიწყებას დღეს კი არა, ვერასდროს შევძლებ. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.