შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლუკა კუხიანიძე - ციტატები


21-12-2016, 22:40
ავტორი teklash
ნანახია 6 892

კომენტარი: ზოგი ციტატა ამოღებულია სოციალური ქსელიდან და ავტორისეული ავთენტურობა არ არის ოფიციალურად დადასტურებული. თუმცა კი, ვარაუდი იმისა, რომ რომელიმე ციტატა არ ეკუთვნის ავტორს, დაბალია.


***ციტატები***

ადამიანებს, რომელთაც სირცხვილის გრძნობა არ აქვთ, ყველაფერი გამოუვათ ხოლმე.

...
მაინც რამხელა ძალას აძლევს ღმერთი ადამიანს, როცა იტყვის და სამუდამოდ ამ ნათქვამს პატრონობს, თუნდაც იმას, რომ ამბობენ, მიყვარხარო.
...
ადამიანთან ყოფნის ბედნიერება იზომება არა იმით, როგორ ხარ მის გვერდით, არამედ როგორ ხარ მის გარეშე.

...
ინდივიდუალიზმი უკანასკნელი ექსპერიმენტია, ჩემს ცხოვრებაში.

...
ის დაიტანჯება, ვინც შეყვარებას დაასწრებს.

**
ნებისმიერ ჩვენგანს ამშვიდებს სიტყვები: "- მეც შენს მსგავსად ვიყავი, გამიარა." მაგრამ უბედურებაში ჩავარდნილთაგან არავის სჯერა ამ სიტყვების.

...
იმას კი აღარ დარჩა აზრი ბოლოს, თუ ვის ვძულდი, არამედ ახლა მხოლოდ მათზე ფიქრს ვიწყებდი, ვისაც ვუყვარდი. ამრიგად, მე აღარავის შევძულდებოდი.

...
ადამიანის შოვნა მით უფრო ჭირს, რაც უფრო მარტივია იგი.

...
ხოლო სიყვარული არაფერია, უსიყვარულობის გარეშე.
...
ვისაც შენი ხორცი უნდა - მიეცი.
ვისაც შენი სული უნდა - თვითონ აიღოს.
..
ორიდან ერთს უფრო მეტად უყვარს.
...
ნებისმიერი რაღაც პატარა მსხვერპლს მაინც უეჭველად მოგთხოვს.
...
მე სიტყვებს მიღმა ვგრძნობ ყურადღებასა და დაფასებას, რომელიც სიტყვაზე მნიშვნელოვანია.
...
ყველაფერი უნდა შეიკავო, მაგრამ ტირილი თავისუფლებაა.
...
დრო არ გაძლევს საშუალებას გადაიხადო მადლობა.
...
ყოველ დღე ითმენდე ერთსა და იმავეს, არ ნიშნავს, რომ მოთმენა შეგიძლია. ეს ერთადერთი გზაა.
...
რადგან მაშინ, როცა სიკვდილი გინდა, კარგავ სიცოცხლეს.
...
როცა ადამიანი გაგრძნობინებს, რომ დაგეხმარა, მისი დახმარება აღარ გინდება.
...
მე არ მახსენდებოდი, მაგრამ არ მავიწყდებოდი.
ჭკუიდან შეგშლის, ისეთი ლამაზია, მონატრებული ადამიანი.
...
ნუ მისტირი ადამიანს, რომელსაც არ უყვარდი. იბედნიერე, შენ ხომ სიყალბეს დაეხსენი.
...
გარდაუვალია, როცა მომავალს წარსულზე გაცვლი.
...
მტკივნეულია, იყო კეთილი.
...
გაუნათლებელ ადამიანს სიყვარული არ შეუძლია. ის მხოლოდ ადამიანთან ყოფნის მძაფრ სურვილს უწოდებს სიყვარულს. როცა ჩვენში ყველა სიყვარულს ისწავლის, მით უფრო მიხვდება - წარსულში დარჩენილია სიყალბე.
...
არ შეიძლება კოცნიდე თვალებგახელილი.
...
გიყვარს, მაგრამ გერიდება.
...
თუ ადამიანზე კარგს ლაპარაკობ, ტყუილსაც რომ ამბობდე, მაინც მართალი ხარ.
...
ის ნახავს დღის ცხოვრებას, ვინც ამ ღამეს გაათენებს.
...
რას უნდა ნიშნავდეს მხიარულება მაშინ, როცა გული სავსეა სევდით? ნიშნავს ბრძოლას - არავისთან. უჩაფხუტოდ, უიარაღოდ.
...
იცოდე მასზე ყველაფერი მაშინ, როცა თვითონ არაფერი მოუყოლია.
...
ბოლომდე იმასაც ვერ გაიგებ, უნდოდა თუ არა, რომ შენთვის გული ეტკინა.
...
ვინ იცის, როგორ ძალიან გვინდა ის, რაზეც უარს ვამბობთ.
...
დააგდე შუა ქუჩაში ერთ ლარიანი. შეუძლებელია, ვინმემ არ იპოვნოს.
...
მე ვფიქრობ, მიზეზის გარეშე სიყვარული ყველაზე მართალი სიყვარულია ამ ქვეყნად.
...
დაჯდებოდი საჭესთან, შეავსებდი ბენზინის ავზს ბოლომდე და გაყვებოდი გზას. გზას ინსტიქტების.
...
მკითხველს შენი წყალი უნდა შეასხა, დასველებით კი თავად უნდა დასველდეს.
...
სამი სიტყვაა სიყვარული: უსამართლო, მტკივნეული, აუცილებელი.



№1  offline წევრი kakulia

მომეწონაააააააააა heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

რას უნდა ნიშნავდეს მხიარულება მაშინ, როცა გული სავსეა სევდით? ნიშნავს ბრძოლას - არავისთან. უჩაფხუტოდ, უიარაღოდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent