ციტატები წიგნებიდან
,,ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლზე მეტად მათბობდა და სიმხნევეს მმატებდა მისი ყოფნა ოთახში და მაინც არ მავიწყდებოდა მისი უარყოფითი მხარეები.'' შარლოტა ბრონტე ,,ჯეინ ეარი’’ ,,ცხოვრება მთას ჰგავს: მანამ აღმა მიდიხარ, მწვერვალს შესცქერი და თავი ბედნიერად გეჩვენება, მაგრამ თხემზე რომ ახვალ, უცებ თვალწინ დაღმართი, დასასრული, სიკვდილი გადაგეშლება. მანამ წინ აღმართი გიდევს, ყველაფერი ნელ მიდის, ხოლო დაღმა რომ დაეშვები, ყოველივე სწრაფად მირბის...’’ გი დე მოპასანი ,,ლამაზი მეგობარი’’ ,,სუნთქვა, ძილი, ჭამა, სმა, მუშაობა, ოცნება და უკლებრივ ყველაფერი, რასაც კი ვაკეთებთ სიკვდილისთვის კეთდება და მასვე ემსახურება. თვითონ სიცოცხლეც მხოლოდ სიკვდილია და მეტი არაფერი.’’ გი დე მოპასანი ,,ლამაზი მეგობარი’’ ,,ყველას კერ კიდევ გაქვთ დრო, ჩემთვის კი ყველაფერი დამთვარდა... და როცა მე აღარ ვიქნები, ყველაფერი მაინც უცვლელი დარჩება.’’ გი დე მოპასანი ,,ლამაზი მეგობარი’’ ,,იყო მხოლოდ ერთი და იცოდე, რომ ნამდვილი ხარ - განა ეს არის ჯანმთელი ფსიქიკის ნიშანი?’’ რობერტ ბლოხი ,,ფსიქოპატი’’ ,,უცნაურია, როგორ ვაჯერებთ საკუთარ თავს, თითქოს ყველაფერი ვიცი ადამინაის შესახებ, რაკი ხშირად ვხვდებით, ან ძლიერ ემოციური განცდა გვაკავშირებს მასთან.’’ რობერტ ბლოხი ,,ფსიქოპატი’’ ,,თუ მარტო ის აკეთე, რაც შეიძლება, ხომ მოწყენილობით მოკვდები.’’ ნაირა გელაშვილი ,,ამბრნი, უმბრნი და არაბნი’’ ,,ადამიანმა სხვა ადამიანი, არასოდეს არაფერში არ უნდა დაადანაშაულო.’’ პაულო კოელიო ,,ზაჰირი’’ ,,კაცი თვითონ, რომ მოიწყობს ჯოჯოხეთს, ტყუილია, ისეთს სხვა ვერ გიზამს’’. ჩარლზ ბუკოვსკი ,,მაკულატურა’’ ,,ადამიანები ოცნებებით იკვებებიან’’. ჩარლზ ბუკოვსკი ,,მაკულატურა’’ ,,სხვისი გაკრიტიკება ძალიან ადვილია, როცა შენ თვითონ არასოდეს გაქვს ფული და შესაძლებლობა, რომ ამგვარად მოიქცე’’ ქენდის ბუშელი ,,ბიზნესი მაღალ ქუსლებზე’’ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.