შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ციტატები


8-10-2017, 10:05
ავტორი nathali lifhonava
ნანახია 7 745

„სიყვარული ისაა, როცა გინდა ვიღაცასთან ერთად წელიწადის ოთხივე დრო გაატარო. გინდა ვინმესთან ერთად გაზაფხულის ქარიშხლებს გაექცე, ფეხქვეშ კი იასამნები გეფინოს, ზაფხულობით ხილი შეაგროვო და მდინარეში იბანაო. შემოდგომაზე ერთად მოხარშოთ მურაბები და სიცივისას ფანჯარა მიხუროთ. ზამთარში, გაციებაში და გრძელი საღამოების გადატანაში ერთმანეთს დაეხმაროთ“ - რეი ბრედბერი

„სიყვარულის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია, უბრალოდ, მის გარეშე აზრს კარგავს“ - ლევ ტოლსტოი

„ვიღაცას ერთი ქალი არ ჰყოფნის და მეხუთეზე, მეათეზე გადაერთვება. სხვას კი ცხოვრებაც არ ჰყოფნის, რომ ის ერთადერთი უყვარდეს“ - კონსტანტინ ხაბენსკი

„ორი არაიდეალური ადამიანი ერთმანეთს შეხვდა... შეიყვარეს... და ერთმანეთისთვის იდეალურები გახდნენ“ - ვიტალი გიბერტი

„სიბერე სიყვარულისგან ვერ დაგიცავთ, მაგრამ სიყვარული მარტივად დაგიცავთ სიბერისგან“ - კოკო შანელი

„გაუზიარებელი სიყვარული ორმხრივი სიყვარულისგან ისევე განსხვავდება, როგორც სიცრუე ჭეშმარიტებისგან“ - ჟორჟ სანდი

„უპასუხო სიყვარული არ ამცირებს ადამიანს, არამედ ამაღლებს მას“ - ალექსანდრე პუშკინი

„გიყვარდეს - ე.ი. შედარებას თავი დაანებო“ - ბერნარ გრასე

„სიყვარული ყველაფერზე იმარჯვებს, გარდა სიღარიბისა და კბილის ტკივილისა“ - მარინა ცვეტაევა

„როცა გიყვარს, შენში დიდი სიმდიდრე იშლება. არც კი გჯერა, რომ ასე შეგიძლია გიყვარდეს“ - ანტონ ჩეხოვი

„სიყვარული კვდება. ცხოვრების უდიდესი ტრაგედია არა ადამიანის გარდაცვალება, არამედ ისაა, რომ მათ აღარ უყვართ“ - მოემი

„ქალი წმინდაა. ქალი, რომელიც გიყვარს - ორმაგად წმინდა“ - ალექსანდრე დიუმა

„ადამიანს ერთგული მეგობრისთვის ყველაფრის მიცემა შეუძლია - ყველაფრის, გარდა იმ ქალისა, რომელიც უყვარს“ - ჰეინრიჰ იბსენი

„სიყვარული - ის ერთადერთია, რაც გონებას ანვითარებს, შემოქმედებით ფანტაზიას აღვიძებს, ის, რაც გვწმენდს და გვანთავისუფლებს“



№1 სტუმარი aravin

ramdeni vibodiale:d

 


№2  offline წევრი nathali lifhonava

aravin
ramdeni vibodiale:d

ra bowtie
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№3  offline წევრი ერემეევიტი

აიი რა კარგებია

 


№4  offline წევრი nathali lifhonava

Saly
აიი რა კარგებია

უღრმესი მადლობა heart_eyes მაბედნიერებსასეთიკომენტარებიიიი kissing_heart kissing_heart
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ქალი წმინდაა. ქალი, რომელიც გიყვარს - ორმაგად წმინდა“ - ალექსანდრე დიუმა

 


№6 სტუმარი სტუმარი ნათი

მომწონს, კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent