შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვრცელი და მოკლე სტატუსები


2-02-2018, 16:22
ავტორი mikussa
ნანახია 8 337

1) სიყვარული კარტოფილის ტომარა არ არის, თვის ბოლოს რომ დაიცალოს!
2) მებრალება ქალი, რომელიც შენ შეგიყვარებს
როცა მე წავალ.
პირველივე პაემანზე ცოცხით და აქანდაზით მოვა,
ნამსხვრევების ასაკრეფად , რომლის გროვაშიც მე დაგტოვე.
ჩემს სახელს ისე ხშირად გაიგონებს, რომ სხეულზე ბზარები გაუჩნდება.
ბზარები სადაც ეჭვი გაიზრდება.
ყოველთვის როცა შენს კისერს, ტუჩებს, თხელ თეძოებს შეხედავს,
წარმოიდგენს როგორ ვეალერსებოდი მათ.
ყველაფერს დაგპირდება რასაც მე დაგპირდი
და იმასაც რაც არ შემეძლო.
ჩემზე მხოლოდ საშინელ ამბებს მოისმენს.
გაუკვირდება ( ისევე როგორც მე ) ისეთ სრულყოფილებას როგორიც შენ ხარ , როგორ შეეძლო ჩემნაირი მონსტრი ყვარებოდა.
და მაინც ჩემს აჩრდილს შეეჭიდება.
მიხვდება, რატომ არასოდეს იხედები ჩაბნელებულ გარდერობში.
რატომ გეშინია ასე იმის, რაც საწოლის ქვეშ იმალება.
ბოლოს მიხვდება, რომ ყოველი შენი უჯრედი ჩემი მოჩვენებებითაა სავსე.
3) მე არასდროს ვიქნები ცხოვრებაში იმ ადამიანებთან ბოლომდე გულწრფელი, ვინც მე მაკრიტიკებს ყოველ შესაძლო შემთხვევაში.გულწრფელობას უპირობო მიღება უნდა სდევდეს თან და არა სულის ჩასაკორექტირებლად ალესილი ბრტყელ-ბრტყელი შეგონებები.
4) არასდროს აპატიო საყვარელ ადამიანს ის, რასაც თავად არასდროს გაპატიებდა.
5) ისე შეტოპე ზღვაში ნავით, რომ უკან გამოსასვლელად ნიჩბები ძლიერ ტალღებს მოერიოს.
6) ცხოვრებისგან რაც უფრო მომთხოვნი ხარ, მით უფრო მეტს იღებ. ხოლო როცა ითხოვ მცირედს, იღებ იმაზე ნაკლებს რაც მოითხოვე.ადამიანებს არ შეუძლიათ აკონტროლონ ქცევისა და გრძნობების ნორმა, მათთვის საკმარისია თავს ხრიდე მათგან ნაბოძებ მცირედ სითბოზე, რომ უფრო ნაკლები გიწილადონ შემდეგ.
ამიტომაც ქრებიან მალე.
7)არაფერია იმაზე მწარე, რასაც რეალობა ჰქვია, სიზმარში შეიძლება გკლავდნენ, სიცოცხლეში კი უკვე იყო მკვდარი. გაფხიზლებდეს ყველა მაგრამ არსებობის უჯრედები იყვნენ დაღლილი. არაფერი ბეზრდება ადამიანს, ისე როგორც ტკივილი, რადგან ერთფეროვნებაშიც კი დაფუსფუსებენ ბედნიერების ნაპერწკლები, რომელთავ სჭირდებათ აალება. ერთფეროვან, სისტემატიურ ტკივილს კი ნაკვერჩხალზეც აღარ რჩება მობჟუტურე კვალი. ამას მეორენაირად იმედი ჰქვია. უიმედო ადამიანი ყოველთვის ტკივილს ებრძვის და ეს ტკივილი სიცოცხლეშივე მკვდარს ნიშნავს. ამ დროს სხვამ არც იცის რამხელა ნიჭი უნდა გაღიმებას, რამეთუ დღე არ არის ის დრო როცა უნდა ფიქრობდე.. ადამიანების პრობლემა ღამით იწყება და დილით მთავრდება, სიძლიერეა როდესაც ყოველ დილას წუხელ თვალცრემლიანი გაღიმებული ხვდები, და არა ის თვალებიდან ნაპერწკლები სიმწრით რომ გცვივა. შეიძლება აღარც კი ლივლივებს სიხარულის ცეცხლი შენს ცხოვრებაზე, მაგრამ საბედნიეროდ ნაკვერჩხალი დარჩენილია. თუ კი იმედის აღქმის უნარიც არ გაქვს, სჯობს იმ სიზმარში მოკვდე რომელშიც გკლავენ, რადგან ცხოვრება მობჟუტურე ცეცხლია, თუ მას ვერ ააალებ ტკივილი დაგღლის, მერე ნამდვილად გერქმევა იყო ცოცხალი გონებით მკვდარი.
8) კლავიშებს ეხება დაღლილი თითები, თეთრები შავ ნოტებს ვერასდროს ხვდებიან.
9)სინანული – გრძნობა, რომელსაც განიცდი იმის გამო, რომ ვერ შეძელი გესარგებლა შექმნილი სიტუაციით, სხვამ კი გარისკა და ყველაფერი გამოუვიდა



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ცხოვრებისგან რაც უფრო მომთხოვნი ხარ, მით უფრო მეტს იღებ. ხოლო როცა ითხოვ მცირედს, იღებ იმაზე ნაკლებს რაც მოითხოვე.ადამიანებს არ შეუძლიათ აკონტროლონ ქცევისა და გრძნობების ნორმა, მათთვის საკმარისია თავს ხრიდე მათგან ნაბოძებ მცირედ სითბოზე, რომ უფრო ნაკლები გიწილადონ შემდეგ.
ამიტომაც ქრებიან მალე.

 


№2 სტუმარი სტუმარი maia

Dzalian magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent