რემარკი - ყველაზე მშვენიერი გრძნობის შესახებ
1. "არა - სწრაფად თქვა მან - ოღონდ ეს არა. მეგობრებად დარჩენა? პატარა ბაღის გაშენება ჩამქრალი გრძნობების გაყინულ ლავაზე? არა, ეს საჩვენო არ არის. ასე მხოლოდ პატარა ინტრიგების შემდეგ ხდება და ისიც ძალიან დიდი ფარსია. სიყვარულს არ ცვლიან მეგობრობით. დასასრული არის დასასრული". 2. "ვერცერთი ადამიანი ვერ გახდება იმაზე მეტად უცხო, ვინც ადრე გიყვარდა"... 3. "რა შეუძლია ერთმა ადამიანმა მისცეს მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა შეიძლება ამაზე მეტი იყოს? ახლოს ნუ მოუშვებ ნურავის. თუ მოუშვებ - მისი დაჭერა მოგინდება, ეს კი შეუძლებელია"... 4. " ადამიანი უსიყვარულოდ იგივეა, რაც მიცვალებული შვებულებაში" 5. "სიყვარული ახსნა–განმარტებებს ვერ ითმენს, მას ესაჭიროება მხოლოდ ქცევები." 6. "ქალი სიყვარულისგან უფრო ფხიზლდება, კაცი კი ჭკუას კარგავს." 7. "როდესაც თვითონ ტოვებ, დანაკარგს არ გრძნობ." 8. "რატომ არიან ახლანდელი ახალგაზრდები უცნაურები? წარსულს ვერ იტანენ, აწმყოს გმობენ, მომავალი კი სულერთია მათთვის. ამას კარგი დასასრული ალბათ არ ექნება"... 9. "ადამიანური ცხოვრება ძალიან გრძელია ერთი სიყვარულისთვის. სიყვარული მშვენიერია, მაგრამ ორიდან ერთ-ერთს ადრე თუ გვიან ბეზრდება, მეორე კი ხელცარიელი რჩება. გაიყინება და რარაცას ელის... ელის, როგორც შეშლილი"... 10. "მხოლოდ მან იცის საყვარელ ადამიანთან შეხვედრის ბედნიერება რა არის, ვინც ხშირად დარჩენილა მარტო".. 11. "ნებისმიერი სიყვარული უნდა იყოს სამუდამო. სწორედ ამაშია მუდმივი ტანჯვა". 12. "მხოლოდ მაშინ, როცა საბოლოოდ დაშორდები ადამიანს, იწყებ სერიოზულად დაინტერესებას ყველაფრით, რაც მას ეხება. ასეთია სიყვარულის ერთ-ერთი პარადოქსი". 13. "მარტოობა ადვილია, როცა არ გიყვარს"... 14. "ყველაზე საოცარი ქალაქი - ეს არის ის, სადაც ადამიანი ბედნიერია". 15. "ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, ადამიანს კარგავ მხოლოდ მაშინ, როცა ის კვდება".. 16. "ვისაც უნდა შეინარჩუნოს - ის კარგავს. ვინც მზადაა ღიმილით გაუშვას - მის შენარჩუნებას ცდილობენ". 17. "მცდარია შეხედულება, როცა ფიქრობენ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად შეიგრძნობს". 18. "ქალი ან უნდა გააღმერთო, ან მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი არის - ტყუილი". 19. "მონანიება - ყველაზე გამოუსადეგარი რამეა ცხოვრებაში, რადგან რაიმეს დაბრუნება ან გამოსწორება შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჩვენგანი წმინდანი იქნებოდა. ცხოვრებას არ ჰქონდა გეგმაში ყველა ჩვენგანის სრულყოფა. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია". 20. "პრინციპები ზოგჯერ უნდა დაარღვიო, სხვანაირად მათგან ვერანაირ ხეირს ვერ მიიღებ". --------- ხანდახან მიმაჩნია რომ ამ მწერალს გააჩნდა ნიჭი, თითოეული სიტყვის ხელოვნებად ქცევისა, ხანდახან მგონია, რომ მისი ნაწარმოებებიდან, თითოეული ციტატა, შეუფასებელი განძია... ვიმედოვნებ მოგეწონებათ ეს მცირედი, დიდი რემარკის შემოქმედებიდან... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.